8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05219 ურეცეპტო

ქსილომარინი

XYLOMARIN

0,5მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

დან13.49 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ქსილომარინი, 0,5მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1
მოქმედი ნივთიერება
ქსილომეტაზოლინი (Xylometazoline)
მწარმოებელი
Basic Pharma Manufacturing, ჰოლანდია
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი

    ქსილომარინი 0.5მგ/მლ 10მლ ცხ.ს

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქსილომეტაზოლინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ანტაზოლი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 15 მლ

ანტაზოლი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან2.48 ₾
ანტაზოლი, 0,1% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მოზრდილთათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ანტაზოლი

Antazol

0,1% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მოზრდილთათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი SQUARE PHARMACEUTICALS, ბანგლადეში
დან3.27 ₾
გალაზოლინი, 0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში

გალაზოლინი

HALAZOLIN

0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში

ქსილომეტაზოლინი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
დან5.84 ₾
დიდროფი, 0.05% 10 მლ ცხვირის წვეთები

დიდროფი

DIDROP

0.05% 10 მლ ცხვირის წვეთები

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან5.85 ₾
დიდროფი, 0.1% 10 მლ ცხვირის წვეთები

დიდროფი

DIDROP

0.1% 10 მლ ცხვირის წვეთები

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან5.95 ₾
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი, 0.1% წვეთები ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი

0.1% წვეთები ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი დანაფა, ვიეტნამი
დან6.26 ₾
დიდროფი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

დიდროფი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან6.37 ₾
ქსილომეტაზოლინი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ფლუმედფარმი, მოლდოვა
დან6.55 ₾
ქსილომარინი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომარინი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ბასიკ ფარმა, ნიდერლანდები
დან6.75 ₾
ქსილომეტაზოლინი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან7.37 ₾
რინოტაისი, 10მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 10 მლ

რინოტაისი

10მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან7.80 ₾
დიდროფი, 0.05% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

დიდროფი

DIDROP

0.05% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.59 ₾
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ, 0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ

0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ქსილომეტაზოლინი დანაფა, ვიეტნამი
დან9.22 ₾
სნუპი, 90მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

სნუპი

SNUP

90მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი URSAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია
დან9.27 ₾
სნუპი, 0.0005 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

სნუპი

0.0005 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან9.50 ₾
ბიქსტონიმი ქსილო, 0.1% სპრეი ცხვირის №1 10მლ

ბიქსტონიმი ქსილო

0.1% სპრეი ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ბიოფარმ ს.ა., იტალია
დან9.82 ₾
სნუპი, 45მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

სნუპი

SNUP

45მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი URSAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია
დან10.00 ₾
ჰისანი, 1მგ სპრეი 1 ფლაკონი №1 10 მლ

ჰისანი

1მგ სპრეი 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან10.00 ₾
დიდროფი, 0.001 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

დიდროფი

0.001 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან10.20 ₾
დიდროფი, 0.1% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

დიდროფი

DIDROP

0.1% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან10.57 ₾
ოტრივინი, 0.05% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ოტრივინი

0.05% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ჰალეონი, შვეიცარია
დან11.25 ₾
ოტრივინი, 0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ოტრივინი

0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ჰალეონი, შვეიცარია
დან13.94 ₾
ქსილომარინი, 1მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომარინი

XYLOMARIN

1მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომეტაზოლინი Basic Pharma Manufacturing, ჰოლანდია
დან15.29 ₾
ქსილოგელი, 0.5მგ/გ გელი №1

ქსილოგელი

0.5მგ/გ გელი №1

ქსილომეტაზოლინი
დან16.02 ₾
ანტაზოლი, 0,05% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი ბავშვებისათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ანტაზოლი

Antazol

0,05% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი ბავშვებისათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი SQUARE PHARMACEUTICALS, ბანგლადეში
ურეცეპტო
ნეოზოლინი, 0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1

ნეოზოლინი

NEOZOLIN

0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1

ქსილომეტაზოლინი ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო

ოპერილი P

Operil® P

0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო
ქსიმელინი 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები, 0.5მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსიმელინი 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები

XIMELIN

0.5მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსილომეტაზოლინი Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები, 1მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები

XYMELIN

1მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსილომეტაზოლინი Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო, 1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო

Xymelin Eco

1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო, 0,5 მგ/მლ (35მკგ/დოზა) 10მლ (125 დოზა) ნაზალური სპრეი ორიდან ათ წლამდე ბავშვებისათვის ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო

Xymelin Eco

0,5 მგ/მლ (35მკგ/დოზა) 10მლ (125 დოზა) ნაზალური სპრეი ორიდან ათ წლამდე ბავშვებისათვის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო მენთოლით, 1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წელზე ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის მენთოლით ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო მენთოლით

Xymelin Eco with Menthol

1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წელზე ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის მენთოლით ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ქსილომარინის ნაზალური (ცხვირის) სპრეის 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.5 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს (0.5 მგ/მლ).

პრეპარატის ყოველი დოზა (138 მკლ) შეიცავს 70 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის სტაბილიზატორია ბენზალკონიუმის ქლორიდი. სპრეის 1 მლ ხსნარი შიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. პრეპარატის ყოველი დოზა (138 მკლ) შეიცავს 13.8 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ფარმაცევტული ფორმა

ნაზალური (ცხვირის) სპრეი, ხსნარი.

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო და პრაქტიკულად უსუნო ხსნარი.

პრეპარატის ათქ კოდი: R01AA07

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის, სიმპათომიმეტური საშუალებები.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფამაკოდინამიკა

ქსილომეტაზოლინი არის სიმპატომიმეტური საშუალება ალფა-ადრენომიმეტიკური ეფექტით.

ქსილომეტაზო¬ლინის ჰიდროქლორიდი განკუთვნილია ადგილობრივად, ცხვირში გამოყენებისთვის, აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი და იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. განთავისუფლებული ცხვირი საშუალებას აძლევს პაციენტს ისუნთქოს თავისუფლად. ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ეფექტი იწყება 2 წუთში და გრძლედება 12 სთ-ის განმავლობაში.

ქსილომეტაზოლინის დეკონგესტიური ეფექტი დადასტურებულია ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კვლევით პაციენტებში, რომლებიც ხშირად ავადობდნენ გაციებით.

ცხვირის ლორწოვანის შეშუპების შემცირების ეფექტის შეფასება ხდებოდა რინომანომეტრული მოწყობილობით.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ცხვირში ჰაერის განვლადობა მნიშვნელოვნად კარგი იყო, მარილწყალთან შედარებით. ეფექტი იწყება 2 წუთში და გრძელდება 12 სთ-ის განმავლობაში.

04

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია ადამიანის პლაზმაში ძალიან დაბალია და მისი აღმოჩენა მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე მეთოდებით არის შესაძლებელი.

წინაკლინიკური კვლევები

წინაკლინიკური კვლევების მიხედვით, რაც ეფუძნება გამეორებადი დოზის ტოქსიკურობას და გენოტოქსიკურობის შესწავლას, ქსილომეტაზოლინი არ წარმოადგენს ზიანის მომტან პრეპარატს ადამიანისთვის. ვირთხებსა და თაგვებში ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა. თერაპიულზე მაღალი დოზის გამოყენება იწვევს ნაყოფის ზრდის შეჩერებას. ვირთხებში შეინიშნება ლაქტაციის შემცირება. არ არსებობს ფერტილობაზე გავლენის მონაცემები.

05

ჩვენებები

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
  • ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ცხვირის სპრეი 0.5 მგ/მლ ნაჩვენებია 2-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
06

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • სხვა ვაზოკონსტრიქტორი პრეპარატების მსგავსად, არ შეიძლება ქსილომეტაზოლინის გამოყენება სფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან მყარ სხეულებზე ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ.

უსაფრთხოების ზომები

ფრთხილად იყავით, რომ პრეპარატი არ მოგიხვდეთ თვალში. ამ გაფრთხილებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ მცირე კუთხის გლაუკომა.

ყურადსაღებია, რომ ქსილომეტაზოლინი სხვა სიმპატომიმეტური პრეპარატების მსგავსად უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ ძლიერი რეაქცია ადრენერგული საშუალებების მიმართ. აღნიშნული რეაქციები ვლინდება უძილობის, გაღიზიანების, კანკალის, არითმიისა ან ჰიპერტონიის სახით.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ მაღალი წნევის, გულსიხლძარღვთა და თირეოიდული დაავადების, ჰიპერტროფიის, ფეოქრომოციტომა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

სხვა ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორი პრეპარატების მსგავსად, არ შეიძლება ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 7 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის “უკუქცევითი” დაგუბება.

არ შეიძლება რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

არ შეიძლება 0.5 მგ/მლ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების მწირი მონაცემების თანახმად, პრეპარატს რაიმე გვერდითი ეფექტი ნაყოფზე/ახალშობილზე არ აქვს. სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში კვლევამ აჩვენა, რომ რეპროდუქციულ ტოქსიკურობას ადგილი აქვს მხოლოდ თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. სიფრთხილეა რეკომენდებული ჰიპერტონიის ან საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის შემცირების დროს. მაღალი დოზის და ხანგრძლივი გამოყენების დროს საშვილოსნოში სისხლის დინების შემცი¬რება არ არის გამორიცხული. 0.5 მგ/მლ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლო¬რიდის გამოყენება შეიძლება ორსულობის პერიოდში, ექიმის დანიშნუ¬ლე¬ბის შესაბამისად და მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, თუმცა პრეპარატის დედის რძეში გადასვლის რისკი არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შეწყვეტა ან თერაპიისაგან თავის შეკავება დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობაზე, როდესაც უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების გაგრძე¬ლებისა და დედის მკურნალობის უპირატესობები.

უშვილობა

ქსილომეტაზოლინით მკურნალობა არ იწვევს უშვილობას.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი რაიმე ზეგავლენას ახდენს მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ფარმაკოდინამიკურ და/ან გვერდითი ეფექტების მახასიათებლებზე დაყრდნობით ქსილომეტაზოლინი არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

08

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბება შესაძლებელია პრეპარატის როგორც ცხვირის, ისე ორალური გზით მიღების შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დეპრესია. იმიდაზოლინის პროდუქტებით გამოწვეული ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არის ძალიან უცნაური, ვინაიდან ჰიპერაქტიურობა იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის, კარდიოვასკულარული და ფილტვების დეპრესიით.

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება ვლინდება გაღიზიანების, ჰალუცინაციების, კონვულსიების სახით. ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის დროს ადგილი აქვს ორგანიზმის ტემპერატურის ვარდნას, ლითურგია, ძილიანობა, კომა. ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია აგრეთვე მიოზი, მიდრიაზი, ოფლიანობა, ფერის დაკარგვა, ციანოზი, ტაქიკარდია და აპნოე.

როდესაც დომინირებს ცენტრალური ეფექტები, განსაკუთრებით ბავშვებში ბრადიკარდიასა და ჰიპერტონიას შესაძლოა მოჰყვეს ჰიპოტონია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მაშინვე პაციენტს მივცეთ გააქტივებული ნახშირი (ადსორბენტი) და ნატრიუმის სულფატი (საფაღარათო), ან შესაძლოა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა სითხის დიდი მოცულობით, ვინაიდან ქსილომეტაზოლინს ახასიათებს ძალიან სწრაფი აბსორბციის უნარი. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ანტიდოტის სახით შესაძლოა გამოყენებული იქნას არასელექტიური ალფა-სიმპატოლიტიკები, მაგალითად ფენტოლამინი.

ნალოქსონმა პაციენტებში მწვავე მოწამვლით, შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია. თუმცა ეს კლინიკურად არ არის დადასტურებული. ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია.

შემდგომ უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა სპეცია¬-ლის¬ტების მეთვალყურეობის ქვეშ.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სიმპატომიმეტური პრეპარატების მსგავსად, ქსილომეტაზოლინის სისტემური ეფექტი იზრდება, მისი მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ და ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას. მსგავსი ეფექტი მიიღება ასევე წნევის დამწევ პრეპარატებთან კომბინირებული მიღებისას, განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს დოზის გადაჭარბებას.

შესაძლოა ურთიერთქმედება ასევე ბეტა-ბლოკატორებთან, ვინაიდან ქსილომეტაზოლინს შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი ბეტა-ბლოკატორის თერაპიული ეფექტი.

10

მიღების წესი და დოზირება

დოზირება

პედიატრიული პაციენტები

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0.5 მგ/მლ ცხვირის სპრეის გამოყენება 2 წლამდე ბავშვებში არ შეიძლება.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა ვაზოკონსტრიქტორი საშუალებების მსგავსად ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0.5 მგ/მლ სპრეის გამოყენება ხანგრძლივად, კერძოდ კი ერთ კვირაზე მეტი ხნით, არ არის რეკომენდებული. არ უნდა მოხდეს დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები

მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ.

ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-10 სთ. დღის მანძილზე, არ შეიძლება თითოეულ ნესტოში 3 ჯერზე მეტი რაოდენობით შესხურება.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-10 სთ. დღის მანძილზე, არ შეიძლება თითოეულ ნესტოში 3 ჯერზე მეტი რაოდენობით შესხურება.

სპრეის დგუში უზრუნველყოფს ხსნარის კარგ გაფრქვევას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე. დოზირების მექანიზმი ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა და იცავს პაციენტს დოზის გადაჭარბებისაგან.

მიაქციეთ ყურადღება, რომ გამოყენების დროს ხსნარი თვალში არ შეგესხათ.

1. გაინთავისუფლეთ ცხვირი.

2. მოხადეთ დამცავი ხუფი ფლაკონს.

3. 5-ჯერ დააჭირეთ დგუშს, რომ მოამზადოთ სპრეი პირველი გამოყენებისთვის. თუ თქვენ პრეპარატი გარკვეული დროის, კერძოდ 14 დღის მანძილზე არ გამოგიყენებიათ, აუცილებელია დგუშის მექანიზმის ხელახლა გააქტიურება.

4. შემდგომი გამოყენებისთვის დოზატორი არის მზად შესასხურებლად.

5. მოათავსეთ ფლაკონის გამფრქვევი მოწყობილობა ნესტოში და ერთხელ ძლიერად შეასხურეთ.

6. გამოიღეთ ფლაკონის გამფრქვევი მოწყობილობა ნესტოდან წნევის შემცირებამდე.

7. ხსნარის ოპტიმალური მიწოდება ხდება როდესაც პაციენტი ცხვირით შეისუნთქავს შესხურების დროს.

8. პრეპარატის ფლაკონის კოლოფში შენახვის წინ გაწმინდეთ შესასხურებელი მოწყობილობა.

ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პიროვნებამ.

11

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ქსილომარინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია, პირობითად, შესაძლებელია მოხდეს შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (1/10)

ხშირი (1/100, <1/10)

ნაკლებად ხშირი (1/1,000, <1/100)

იშვიათი (1/10,000, <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ძალიან იშვიათი

იმუნური სისტემა

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კვინკეს შეშუპება, გამო­ნაყარი, ქავილი)

ნერვული სისტემა

თავის ტკივილი

უძილობა, გაღიზიანება, კანკალი

თვალები

გარდამავალი მხედველობის პრობლემები

გულის მხრივ

არითმია და ტაქიკარდია

სისხლძარღვების მხრივ

ჰიპერტონია

რესპირატორული სისტემა, მკერდის და შუასაყარის დარღვევები

ცხვირის სიმშრალე, დისკომფორტი ცხვირში

კუჭ-ნაწლავის სისტემა

Gგულისრევა

ზოგადი დარღვევები

წვის შეგრძნება

ცხვირიდან სისხლდენა

კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით ქსილომეტაზოლინი ზოგადად კარგად გადაიტანება ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. გვერდითი ეფექტების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში არ განსხვავდება ზრდასრულებში განვითარებული სიმპტომებისგან. ძირითადად გვერდითი ეფექტები აღინიშნება ბავშვებში ქსილომეტაზოლინის დოზის გადაჭარბების დროს.

თუ თქვენ ბავშვს გამოუვლინდა ჰალუცინაციები, დაღლილობა ან უძილობა, შეაჩერეთ პრეპარატის გამოყენება.

12

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა

გაუხსნელ მდგომარეობაში - 3 წელი; გახსნის შემდეგ - 1 თვე.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ქარვისფერი, გამჭვირვალე მინის ბოთლი პოლიეთილენის დოზატორით და პოლიპროპილენის ხუფით, ხსნარის მოცულობა 10 მლ. პრეპარატი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.