მონოგრაფია Nº 03143 Rx · რეცეპტით
ვეზიკარი
VESICARE
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
დან22.39 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- სოლიფენაცინი (Solifenacin)
- მწარმოებელი
- Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სპაზმოლიზური საშუალებები მ-ქოლინომაბლოკირებელი და მიოტროპული მოქმედებით
- იმპორტიორი საქართველოში
- ასტელასი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
10 მგ · №30
-
PSP
ვეზიკარი - Vesicare 10 მგ 30 ტაბლეტი
0.75 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗22.39 ₾
10მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
ვეზიკარი ტაბლეტი 10მგ #30
0.75 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗22.43 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ვეზიკარი ტაბლეტი 10მგ #30
0.75 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗22.43 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სოლიფენაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ვესიზიმი
10მგ ტაბლეტი №10
ვესიზიმი-10 ტაბ.10მგ N10
10მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
სოლიგეტი
10მგ ტაბლეტი №10
სოლიფენაცინი შტადა 5 მგ
Solifenacin
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვარდენაფილი შტადა 5/10/20 მგ
Vardenafil
10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ფემეცინი
5მგ ტაბლეტი №30
Vesifix
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ვეზიფიქსი
Vesifix
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვეზიფიქსი
Vesifix
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
სოლოტომბო
Solotombo
6 მგ/0,4 მგ ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ერთი 5მგ ტაბლეტი შეიცავს: ბირთვი – აქტიური ნივთიერება – სოლიფენაცინის სუქცინატი 5მგ, დამხმარე ნივთიერება – ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა 3 мПа.с, მაგნიუმის სტეარატი, გამოხდილი წყალი; აპკიანი გარსის შემადგენლობა: ყვითელი ოპადრაი 03F12967 (ჰიპრომელოზა 6 мПа.с, მაკროჰოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი).
აღწერილობა:
5 მგ ტაბლეტი – მრგვალი ორმხრივამოზნექილი, ღია ყვითელი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელსაც აქვს მარკირება “150” და კომპანიის ლოგოტიპი ერთ მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
in vitro და in vivo ჩატარებულმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოლიფენაცინი წარმოადგენს მუსკარინული რეცეპტორების სპეციფიურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, განსაკუთრებით კი M3 ქვეტიპის. ასევე დადგინდა, რომ სოლიფანეცინს გააჩნია დაბალი ან საერთოდ არ გააჩნია მსგავსება სხვა რეცეპტორებთან და იონურ არხებთან.
5 მგ და 10 მგ დოზის ვეზიკარის ეფექტურობა, რომელიც შესწავლილი იქნა რამდენიმე ორმაგი ბრმა, რანდომიზირებულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მამაკაცებში და ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი, შეიმჩნეოდა მკურნალობის უკვე პირველ კვირაში და სტაბილიზდებოდა მკურნალობის შემდგომი 12 კვირის განმავლობაში. ვეზიკარის მაქსიმალური ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს 4 კვირის შემდეგ. ეფექტურობა ნარჩუნდება ხანგრძლივი გამოყენების პერიოდში (სულ მცირე 12 თვე).
ფარმაკოკინეტიკა
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია:
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3-8 საათის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) არ არის დამოკიდებული დოზაზე. ჩმახ და მრუდქვეშა ფართობის დამოკიდებულება დროზე იზრდება მომატებული დოზის პროპორციულად 5-დან 40 მგ-მდე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 90%. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას სოლიფენაცინის ჩმახ და მრუდქვეშა ფართობზე.
განაწილება:
სოლიფენაცინის განაწილების მოცულობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 600ლ-ს. სოლიფენაცინი მნიშვნელოვანი ხარისხით (დაახლოებით 98%) დაკავშირებულია პლაზმის პროტეინებთან, განსაკუთრებით α1-მჟავა გლიკოპროტეინებთან.
მეტაბოლიზმი:
სოლიფენაცინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, უპირატესად ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4). თუმცა არსებობს ალტერნატიული მეტაბოლური გზები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება განხორციელდეს სოლიფენაცინის მეტაბოლიზმი. სოლიფენაცინის სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 9.5 ლ/საათს, ხოლო ნახავარგამოყოფის საბოლოო პერიოდი 45-68 საათს. პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ პლაზამში სოლიფენაცინთან ერთად იდენტიფიცირებული იყო შემდეგი მეტაბოლიტები: ერთი, ფარმაკოლოგურად აქტიური (4R- ჰიდროქსისოლიფენაცინი) და სამი, არააქტიური (N- გლუკორონიდი, N-ოქსიდი და 4R- ჰიდროქსი -N- სოლიფენაცინის ოქსიდი).
გამოყოფა:
10მგ 14C- მარკირებული სოლიფენაცინის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ რადიოქატივობის დაახლოებით 70% აღმოჩენილი იქნა შარდში და 23% განავალში. შარდში რადიაოქტივობის დაახლოებით 11% აღმოჩენილი იქნა შეუცვლელი არააქტიური ნივთიერების, დაახლოებით 18% N- ოქსიდური მეტაბოლიტის, 9% 4R- ჰიდროქსი -N- ოქსიდური მეტაბოლიტის და 8% 4R- ჰიდროქსი მეტაბოლიტის სახით (აქტური მეტაბოლიტი).
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა დოზის თერაპიულ დიაპაზონში ხაზობრივია.
ფარმაკოკინეტიკს თავისებურებანი პაციენტების გარკვეულ კატეგორიებში
ასაკი: არ არის საჭირო დოზის კორექცია ავადმყოფის დოზაზე დამოკიდებულების მიხედვით. კვლევების მიხედვით, მრუდქვეშა ფართობის სახით გამოხატული სოლიფენაცინის (5 და 10 მგ) ექსპოზიცია მსგავსი იყო ჯანმრთელი ხანდაზმული ინდივიდების (65-80 წელი) და ჯანმრთელ ახალგაზრდა ინდივიდების ( < 55 წელი). tmax სახით გამოხატული აბსორბციის საშუალო სიჩაქრე იყო რამდენადმე დაბალი, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 20%-ით ხანმგრძლივი ხანდაზმულებში. ეს უმნიშვნელო განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და მოზარდებში განსაზღვრული არ არის.
სქესი: სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პაციენტის სქესზე.
რასა: რასული კუთვნილება არ ახდენს ზეგაველენას სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე.
თირკმლის უკმარისობა: სოლიფენაცინის მრუდქვეშა ფართობი და Cmax იმ პაციენტებში, რომელბსაც აღენიშნებათ თირკმლის სუსტი და ზომიერი უკმარისობა, უმნივნელოდ განსხავავდება ჯანმრთელი მოხალისეების იგივე მაჩვენებლებისგან. თირკმლის მწვავე უკმარისობის პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) სოლიფენაცინის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად მაღალია - Cmax mატება შეადგენს დაახლოებით 30%-ს, მრუდქვეშა ფართობი - -100%-ზე მეტს და t1/2 -60%-ზე მეტს. აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი კრეატინინის კლირენსსა და სოლიფენაცინის კლირენსს შორის. ჰემოდიალიზს დაქვემდებარებული პაციენტების ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ზომიერი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს მაჩვენებელი 7-დან 9-მდე) Cmax sidide არ იცვლება. მრუდქვეშა ფართობი – იზრდება 60%-ით და t1/2 – ორჯერ. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების ფარმაკოკინეტიკა არ არის განსაზღვრული.
ჩვენებები
შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობის, შარდის გახშირებული გამოყოფის და შარდის ურგენტული (იმპერატიული) გამოყოფის მკურნალობა, რომელიც დამახასიათებელია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომთან.
მიღების წესი და დოზირება
5მგ დღეში ერთხელ შიგნით მისაღებად. სითხესთაან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. საჭიროებისას შეიძელბა დოზის გაზრდა 10მგ-მდე დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგულ მოქმდებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, უმეტესწილად სუსტი ან ზომიერი გამოხატულების. ამ არასასურველი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. ვეზიკარის ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი ეფექტი არის პირის სიმშრალე. ეს შეიმჩნევა პაციენტების 11%-ში, რომლებიც იღებენ 5მგ დოზას დღეში, პაციენტების 22%-ში, რომლებიც იღებენ 10მგ-ს დღეში და 4%-ში, რომლებიც იღებენ პალაცებოს. პირის სიმშრალის გამოხატულება ჩვეულებრივ იყო სუსუტი და მხოლოდ იშვიათ შემთხვევბში საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. მთლიანობაში დაქვემედებარება (თავსებადობა) იყო ძალიან მაღალი. ცხრილში მოცემულია დანარჩენი გვერდითი ეფექტები რომლებიც დარეგისტრირდა ვეზიკარის კლინიკური გამოკვლევისას:
| ხშირი ( > 1/100, < 1/10) | არახშირი ( > 1/1000, < 1/100) | იშვიათი ( > 1/10000, < 1/1000)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ | ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსია, ტკივილი მუცელში | გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, ყელის სიმშრალე, | მსხვილი ნაწლავის გაუვალობა, კოპროსტაზი
ინფექციები და ინვაზიები | | საშარდე გზების ინფექცია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ | მხედველობის სიმახვილის დარღვევა(აკომოდაციის დარღვევა) | თვალის სიმშრალე
ზოგადი მდგომარეობის დარღვევები | | დაღლილობა, ქვედა კიდურების შეშუპება
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ | | ცხვირის ღრუს სიმშრალე
დარღვევები კანის და კანქვეშა სტრუქტურების მხრივ | | კანის სიმშრალე
დაღრვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | | შარდის გამოყოფის გაძნელება | შარდის გამოყოფის შეკავება
ალერგიული რეაქციები კლინიკური კველვების დროს არ აღნიშნულა. თუმცა ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.
უკუჩვენებები
- შარდის გამოყოფის შეკავება
- კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები (მათ შორის ტოქსიური მეგაკოლონი)
- მიასთენია gravis.
- დახურულკუთხიანი გლაუკომა
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- ჰემოდიალიზზე ყოფნა
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა
- თირკმლის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის ზომიერი უკმარისობა CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორებით, მაგალითად კეტოკონაზოლით მკურნალობისას.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს კლინიკური მონაცემები იმ ქალების შესახებ, რომლებიც დაფეხმძიმდნენ სოლიფენაცინის გამოყენების დროს. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი არასასურველი ზეგავლენა ფერტილობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე და მშობიარობაზე. სიფრთხილის დაცვაა საჭირო მოცემული პრეპარატის გამოყენებისას ორსულ ქალებში.
არ არსებობს მონაცემები სოლიფენაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. ვეზიკარის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
- ვეზიკარით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დადგინდეს არის თუ არა შარდის გახშირებული გამოყოფის სხვა მიზეზი (გულის უკმარისობა ან თირკმელების დაავადება). თუ გამოვლენილია საშარდე გზების ინფექცია, საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება.
- ვეზიკარი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:
- შარდის ბუშტის გამომავალი ხვრელის კლინიკურად მნიშვნელოვანი ობსტრუქციით, რომელიც იწვევს შარდის შეკავების განვითარების რისკს;
- კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციული დაავადებებით;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემცირებული მოტორიკის რისკით;
- თირკმლის მწვავე უკმარისობის პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) და ღვიძლის ზომიერი უკმარისობის (ჩაილდ-პუჰის მაჩვენებელი 7-დან 9-მდე). ამ პაციენტების დოზებმა არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ-ს.
- იმავდროულად მიღებული CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორებით, მაგალითად კეტოკონაზოლით მკურნალობისას.
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თაიქრით, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსით და პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად ბიფოსფონატები), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონნ ან გააძლიერონ ეზოფაგიტი.
- ავტონომიური ნეიროპათით.
- პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის თანდაყოლილი იშვიათი დარღვევებით, ლოპარების (საამების) ლაქტაზური უკმარისობით, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.
სოლიფენაცნმა სხვა ანტიქოლინერგული პრეაპარტების მსგავსად შეიძლება გამიწვიოს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ასევე (იშვიათად) ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.
ჭარბი დოზირება
სოლიფენაცინის ყველაზე მაღალი დოზა რომელიც გამოიყენებოდა მოხალისეების მიერ, შეადგენდა 100მგ-ს ერთჯერადი დოზის სახით. ასეთი დოზის შემთხვევაში ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი (მსუბუქი), პირის სიმშრალე (ზომიერი), თავბრუსხვევა (ზომიერი), ძილიანობა (მსუბუქი) და მხედველობის სიმახვილის დარღვევა (ზომიერი). დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას საჭიროა აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, კუჭის ამორეცხვა, მაგრამ არ არის რეკომენდირებული ღებინების პროვოცირება. ისევე როგორც სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმტომების განკურნება ხდება შემდეგი სახით:
- ცენტრალური მოქმედების ანტიქოლინერგული პრეპარატების მწვავე ეფექტების დროს (ჰალუცინაციები, გამოხატული აგზნებადობა) – ფიზოსტიგმინი ან კარბახოლი.
- კრუნჩხვების ან გამოხატული აღგზნებადობის დროს - ბენზოდიაზეპინები
- რესპირატორული უკმარისობის დროს - ხელოვნური სუნთქვა
- ტაქიკარდიის დროს - ბეტა-ბლოკატორები
- შარდის გამოყოფის შეკავებისას –კათეტერიზაცია
- მიდრიაიზის დროს - პილოკარპინის ჩაწვეთება თვალში ან/და ავადმყოფის მოთავსება ბნელ შენობაში.
ისევე როოგორც სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატების დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პაციენტებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მათ შორის ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია ან ისეთი პრეპარატების იმავდროულად მიღება, რომლებიც იწვევვენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას) და პაციენტებს, გულის დაავადებებით (მიოკარდის იშემია, არითმიები, გულის კონგესტიური უკმარისობა)
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება
ანტოქოლინერგული თვისებების მქონე პრეპარატებით თანმხლებმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკვეთრად გამოხატული თერაპიული და არასასურველი ეფექტები. სოლიფენაცინის მიღების შეწყვეტის შემდეგ უნდა გაკეთდეს მიახლოებით ერთკვირიანი შესვენება, სანამ დაიწყება მკურნალობა სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატებით. თერაპიული ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების მიღების შემთხვევაში. სოლიფენაცინმა შეიძლება დასწიოს სამკურმალო პრეპარატების ეფექტი, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, მაგალითად - მეტოკლოპრამიდის და ციპრაზიდის.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქემდება.
In vitro გამოკვლევებმა გვაჩვენეს, რომ თერაპიული კონცენტრაციებით სოლიფენიცინი არ აინჰიბირებს CYP1A ½, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4, რომლებიც გამოიყოფიან ადამიანის ღვიძლის მიკროსომებიდან. ამის გამო, ნაკლებ სავრაუდოა, რომ სოლიფენიცინი შეცვლის იმ პრეპარტების კლირენსს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ – CYP ფერმენტებით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე
სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4- ით. კეტოკონაზოლის (200 მგ დღეში) და ძლიერი ინჰიბირტორის CYP3A4-ის ერთდროული შეყვანა იწვევდა მრუდქვეშა ფართობის კონცენტრაციის ორმაგ გაზრდას სოლეფინიცინის დროსთან დამოკიდებულებით, ხოლო 400 მგ/დღე დოზით –სამმაგ გაზრდას. ამის გამო ვეზიკარის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 5 მგ-ს, თუ ავადმყოფი ერთდროულად იღებს კეტოკონაზოლს ან სხვა ძლიერი CYP3A4- ის ინჰიბიტორების თერაპიულ დოზებს (როგორიცაა რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი). სოლიფენაცინით და ძლიერი ინჰიბიტორით CYP3A4 ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკამრისობის ან ღვიძლის ზომიერი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. იმდენად რამდენადაც სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4- ით, შესაძლებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება CYP3A4- ის სხვა სუბსტრატებთან უფრო მაღალი მსგავსებით (ვერაპამილი, დილთიაზემი) და CYP3A4- ის ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი).
სოლიფენაცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
პერორალური კონტრაცეპტივები: არ არის გამოვლენილი სოლიფენაცინის და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (ეთინილესტრადიოლი /ლევონორგესტროლი) ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
ვარფარინი: ვეზიკარის მიღებამ არ გამოიწვია R- ვარფარინის და S- ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება. ან მათი ზემოქმედების ცვლილება პროთრომბინის დროზე.
დიგოქსინი: ვეზიკარის მიღებამ არ მოახდინა რაიმე ზეგავლენა დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი
არ შეიძლება პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 31.07.2011
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სოლიტომბო
6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი სტადა
6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ
solifenacina tamsulosina
მრგვალი ტაბლეტი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.