8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05161 Rx · რეცეპტით

ვარდენაფილი შტადა 5/10/20 მგ

Vardenafil

10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დან30.89 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ვარდენაფილი შტადა 5/10/20 მგ, 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
სოლიფენაცინი (Solifenacin)
მწარმოებელი
Hemofarm A.D., სერბია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

10მგ · №8

  • ავერსი

    ვარდენაფილი შტადა 10მგ#8ტ

    3.86 ₾ / ც. × 8

    30.89 ₾

    36.34 ₾

    ყიდვა ↗

20მგ · №4

  • ავერსი

    ვარდენაფილი შტადა 20მგ #4ტ

    8.89 ₾ / ც. × 4

    35.57 ₾

    41.85 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: სოლიფენაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ვესიზიმი, 10მგ ტაბლეტი №10

ვესიზიმი

10მგ ტაბლეტი №10

სოლიფენაცინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან18.87 ₾
ვესიზიმი-10 ტაბ.10მგ N10, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ვესიზიმი-10 ტაბ.10მგ N10

10მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

სოლიფენაცინი
დან18.87 ₾
სოლიგეტი, 10მგ ტაბლეტი №10

სოლიგეტი

10მგ ტაბლეტი №10

სოლიფენაცინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან18.87 ₾
ვეზიკარი, 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ვეზიკარი

VESICARE

5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

სოლიფენაცინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
დან22.39 ₾
სოლიფენაცინი შტადა 5 მგ, 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი შტადა 5 მგ

Solifenacin

5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი Hemofarm A.D., სერბია
დან30.72 ₾
ფემეცინი, 5მგ ტაბლეტი №30

ფემეცინი

5მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი ბიოფარმა, თურქეთი
დან40.79 ₾
Vesifix, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

Vesifix

5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი
დან49.50 ₾
ვეზიფიქსი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ვეზიფიქსი

Vesifix

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან49.50 ₾
ვეზიფიქსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ვეზიფიქსი

Vesifix

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
სოლოტომბო, 6 მგ/0,4 მგ ტაბლეტი #30

სოლოტომბო

Solotombo

6 მგ/0,4 მგ ტაბლეტი #30

სოლიფენაცინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

ვარდენაფილ შტადა შეიცავს ვარდენაფილს, ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორს, რომლიც გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობის) სამკურნალოდ.

ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების პრობლემა ათიდან ერთ მამაკაცს აღენიშნება. ერექცილი დისფუქცია შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანული ან ფსიქოლოგიური მიზეზით, ან შერეული ხასიათის იყოს. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი დარღვევები იწვევს ერექციის მისაღწევად და შესანარჩუნებლად პენისში არასაკმარისი სისხლის რაოდენობის მიწოდებას.

ვარდენაფილი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციისას. ეს მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმში იმ ბუნებრივი ნივთიერების მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის ერექციას. ვარდენაფილის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარისი ხანგრძლივობის ერექციას დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ურთიერთობის განსახორციელებლად.

2. რა უნდა ვიცოდეთ ვარდენაფილი შტადას მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ვარდენაფილ შტადა

თუ ხართ ალერგიული ვარდენაფილზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში). ალერგიული რეაქციის ნიშნებია გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ტუჩების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

თუ იღებთ მედიკამენტებს, ნიტრატების შემცველობით, როგორიცაა გლიცეროლის ტრინიტრატი სტენოკარდიისთვის, ან რომელიც გამოყოფს აზოტის მონოქსიდს, როგორიცაა ამილის ნიტრიტი. ამ მედიკამენტების ვარდენაფილთან ერთად მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს არტერიულ წნევაზე.

თუ იღებთ რიტონავირს ან ინდინავირს, მედიკამენტებს, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციების სამკურნალოდ.

თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და იღებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს.

თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის მწვავე პრობლემა.

თუ გადიხართ თირკმლის დიალიზს.

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა.

თუ გაქვთ, ახლახანს გქონდათ დაბალი წნევა, ან თუ გქონიათ ის წარსულში.

თუ გაქვთ თვალის დეგენერაციული დაავადებების წინარე ოჯახური ისტორია (როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი).

თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვის შემთხვევა მხედველობის ნერვის დაზიანების გამო, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი სისხლით მომარაგებით და ცნობილია როგორც არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნეიროპათია (NOAI-NA).

თუ იღებთ რიოციგუატს. ეს მედიკამენტი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის დროს) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია კოლტებით). PDE5 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ვარდენაფილი, უჩვენეს ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. თუ იღებთ რიოციგუატს ან გაქვთ ეჭვი, მიმართეთ ექიმს.

02

განსაკუთრებული მითითებები

ვარდენაფილი შტადას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარდენაფილი შტადას

თუ გაწუხებთ გულის პრობლემები, რადგან სქესობრივმა ურთიერთობამ შეიძლება შეგიქმნათ საფრთხე.

თუ გაწუხებთ არარეგულარული გულის რითმი (გულის არითმია) ან გულის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ცვლის თქვენი ელექტროკარდიოგრამის სურათს.

თუ გაწუხებთ რაიმე ფიზიკური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი პენისის ფორმაზე. მაგალითად, ანგულაცია, პეირონის დაავადება ან კავერნოზული ფიბროზი.

თუ გაწუხებთ დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერექცია, რომელიც არ ქრება (პრიაპიზმი). მაგალითად, დრეპანოციტოზი, მრავლობითი მიელომა და ლეიკემია.

თუ გაქვთ კუჭის წყლული (ასევე ეწოდება კუჭის ან პეპტიური წყლული).

თუგაწუხებთ სისხლდენები (როგორიცაა ჰემოფილია).

თუ თქვენ იყენებთ ერექციის პრობლემების სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ვარდენაფილის შემოგარსულ ტაბლეტებს (იხ. თავი: „ვარდენაფილი სტადას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის უეცარი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან მისი ნაწილობრივი დაკარგვა ერთ თვალში, არ მიიღოთ ვარდენაფილი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

ვარდენაფილი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში ან 18 წლამდე მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ვარდენაფილი შტადა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი მათგანი:

ნიტრატები, სტენოკარდიის სამკურნალო საშუალებები ან მედიკამენტები, რომლებიც ათავისუფლებს აზოტის ოქსიდს, როგორიცაა ამილის ნიტრატი. ამ მედიკამენტებისა და ვარდენაფილის ერთად მიღებამ შეიძლება მწვავედ იმოქმედოს არტერიულ წნევაზე.

გულის არითმიების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი ან სოტალოლი.

რიტონავირი ან ინდინავირი, აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები.

ალფა ბლოკატორები, მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის და გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ (როგორიცაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია).

რიოციგუატი.

არ გამოიყენოთ ვარდენაფილის შემოგარსული ტაბლეტები ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ შორის ვარდენაფილის ოროდისპერსიული ტაბლეტები.

ვარდენაფილი შტადას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ვარდენაფილი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, მაგრამ უმჯობესია არ მიიღოთ ის მძიმე ან ცხიმიანი საკვების შემდეგ, რადგან ეფექტი შეიძლება დაგვიანდეს.

ვარდენაფილის მიღებისას არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის ნორმალური ეფექტის გამოვლენას.

ალკოჰოლური სასმელების დალევამ შეიძლება გაამწვავოს ერექციის პრობლემები.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ვარდენაფილი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთ ადამიანში ვარდენაფილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მხედველობაზე. არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ ვარდენაფილის მიღების შემდეგ გაქვთ თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები.

ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტზე; ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშე“.

3. როგორ მივიღოთ ვარდენაფილი შტადა

ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული წამლის გამოყენების ინსტრუქცია. თუ ეჭვი გაქვთ, კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა 10 მგ.

მიიღეთ ვარდენაფილის ერთი ტაბლეტი სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით 25-60 წუთით ადრე. სექსუალური სტიმულაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ ერექციის მიღწევას ვარდენაფილის მიღებიდან 25 წუთიდან ოთხ ან ხუთ საათამდე.

ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად.

არ მიიღოთ ვარდენაფილის შემოგარსული ტაბლეტები ვარდენაფილის სხვა ფორმულირებით.

არ მიიღოთ ვარდენაფილი დღეში ერთხელ მეტად.

თუ ფიქრობთ, რომ ვარდენაფილის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს. მან შეიძლება შემოგთავაზოთ ვარდენაფილის სხვა დოზაზე გადასვლა.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ ვარდენაფილ შტადას, ვიდრე საჭიროა

ვარდენაფილის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი არასასურველი მოვლენები და გამოიწვიოს ზურგის ძლიერი ტკივილები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტი

04

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესაძლებლობა აღწერილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

თავის ტკივილები

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

თავბრუსხვევა

სახის სიწითლე

ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა

საჭმლის მონელების პრობლემები

არასასურველი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში.

5. როგორ შევინახოთ ვარდენაფილი შტადა

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 30ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად არის მითითებული თვის ბოლო დღე.

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ვარდენაფილი შტადა
აქტიური ნივთიერებაა ვარდენაფილი.
ვარდენაფილი შტადა 5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით).
ვარდენაფილი შტადა 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით).
ვარდენაფილ შტადა 20 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით)
ვარდენაფილი სტადა 5 მგ # 20; ვარდენაფილი სტადა 10 მგ #8 ვარდენაფილი სტადა 20 მგ #4 .

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.