8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05144 ურეცეპტო

ურსოვეფი

URSOVEF

ტაბლეტი #60

დან136.00 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ურსოვეფი, ტაბლეტი #60
მწარმოებელი
Vefa Ilaҫ, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ევროფარმა ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ურსოვეფი ტაბლეტი 500მგ #60

    2.27 ₾ / ც. × 60

    136.00 ₾

    160.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ურსოვეფი ტაბლეტი 500მგ #60

    2.27 ₾ / ც. × 60

    136.00 ₾

    160.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ურსოვეფი 500მგ #60ტ

    2.65 ₾ / ც. × 60

    159.02 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ურსოვეფი - Ursovef 500მგ 60 ტაბლეტი

    2.66 ₾ / ც. × 60

    159.37 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ურსოდეოქსიქოლის მჟავა. ჯერ ყველაზე იაფი.

ურდოქსა, 500მგ №50

ურდოქსა

500მგ №50

ურსოდეოქსიქოლის მჟავა
დან26.23 ₾
ბილოდექოლი, 250მგ 20 კაფსულა №20

ბილოდექოლი

250მგ 20 კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა
დან39.09 ₾
ურსობილი HT, 450მგ კაფსულა №20

ურსობილი HT

Ursobil HT

450მგ კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან45.90 ₾
ურსომაკი, - 300მგ ტაბლეტი #20

ურსომაკი

URSOMAC

- 300მგ ტაბლეტი #20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ჯი-ემ-პი, საქართველო
დან45.90 ₾
ურსოკამი, 250მგ ტაბლეტი N25

ურსოკამი

Ursocam

250მგ ტაბლეტი N25

ურსოდეოქსიქოლის მჟავა პოლფარმექს, პოლონეთი
დან48.80 ₾
ხოლუდექსანი, 300 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №20

ხოლუდექსანი

CHOLUDEXAN

300 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან52.40 ₾
ქოლერონი, 300 მგ კაფსულა #20

ქოლერონი

CHOLERON

300 მგ კაფსულა #20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ავერსი ფარმა, საქართველო
დან60.04 ₾
გრინტეროლი, 250მგ კაფსულა №50; №100

გრინტეროლი

grinterol

250მგ კაფსულა №50; №100

ურსოდეოქსიქოლის მჟავა Grindeks, ლატვია
დან63.71 ₾
ურსოსანი, 250მგ კაფსულა №50

ურსოსანი

250მგ კაფსულა №50

ურსოდეოქსიქოლის მჟავა პრო. მედ. ფარმა, ჩეხეთის რესპუბლიკა
დან91.93 ₾
სუროლი, 500მგ ტაბლეტი №100

სუროლი

500მგ ტაბლეტი №100

ურსოდეოქსიქოლის მჟავა მარკეზ ფარმაციუტიკალსი, თურქეთი
დან212.50 ₾
ურსოლიზინი, 300მგ მყარი კაფსულა №20

ურსოლიზინი

URSOLISIN

300მგ მყარი კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა MITIM S.r.i. Via Cacciamali, იტალია
ურეცეპტო
ურსოფალკი, კაფსულები 250 მგ #100

ურსოფალკი

Ursofalk

კაფსულები 250 მგ #100

ურსოდეოქსიქოლის მჟავა PSP
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ურსოვეფი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

URSOVEF 500 mg Film coated tablets

პერორალური მიღებისთვს;

აქტიური ნივთიერებები:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი II თეთრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენის გლიკოლი (მაკროგოლი), ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).

02

ზოგადი დახასიათება

: თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ურსოვეფი ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ურსოდეოქსიქოლის მჟავას (UDCA). ურსოდეოქსიქოლის მჟავა მცირე რაოდენობით მოიპოვება ადამიანის ნაღველში.

ურსოვეფი მიეკუთვნება „გასტროინტენსტინალურ“ პრეპარატებს, რომელიც ცნობილია „ნაღვლის მჟავას პრეპარატების“ სახელწოდებით.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა იწვევს ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას ნაღველში. აქვეითებს ენდოგენური და ეგზოგენური ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში, ასევე თრგუნავს ქოლესტერინის პროდუქციას ღვიძლში.

ურსოვეფის გავლენით ნაღველში ქოლესტერინის დონის დაქვეითება ამცირებს ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის ალბათობას ნაღვლის ბუშტში. ამავდროულად, ნაღველში ქოლესტერინისა და ნაღვლის მჟავების შემცველობას შორის თანაფარდობის ცვლილება ხელს უწყობს ქოლესტერინული კენჭების თანდათან დაშლას.

ურსოვეფი ხელს უწყობს დაავადების პროგრესის შენელებას. ამცირებს I და II კლასის HLA ანტიგენების ექსპრესიას ჰეპატოციტებზე და სანაღვლე გზების ეპითელიუმის უჯრედებზე. ბლოკავს ენდოგენური ტოქსიკური ნაღვლის მჟავების მოქმედებას და ჰეპატოციტებზე პირდაპირ დამცავ მოქმედებას ახორციელებს.

04

ჩვენებები

გაურთულებელი ნაღვლეკენჭოვანი დაავადება

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი

ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები

ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი

ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები

ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი

პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი

კისტოზური ფიბროზი

ღვიძლშიდა ნაღვლის სადინრების თანდაყოლილი ატრეზია

ქოლესტაზი პარენტერული კვებისას

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

ნაღვლგამომტანი გზების დისკინეზიები

პროფილაქტიკის მიზნით -ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას

ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი მომატებისას.

ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად. ეს კენჭები არ უნდა ისახებოდეს რენტგენზე (რენტგენოგამჭვირვალე) და არ უნდა აღმეტებოდეს 15 მმ დიამეტრს, ამ შემთხვევაში ისინი არ დაიშლება ურსოდეოქსიქოლის მჟავას მეშევეობით. კენჭების არსებობის მიუხედავად ნაღვლის ბუშტს უნდა შეეძლოს ფუნქციონირება.

პირველადი ბილიალური ციროზის სამკურნალოდ, როდესაც ღვიძლში სანაღვლე სადინარების დაზიანება იწვევს ნაღვლის ბუშტის მომატებას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ნაწიბურების განვითარება (ღვიძლის ციროზი). ღვიძლი არ უნდა იყოს იმდენად დაზიანებული, რომ ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდეს.

ურსოვეფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

საკვებთან და/ან სასმელთან ერთად მიღებით გამოწვეული შედეგები ცნობილი არაა.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს დაუშვებელია ურსოვეფის გამოყენება

ლაქტაცია:

არ გამოიყენოთ ურსოვეფი ლაქტაციის პერიოდში.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:

ურსოვეფი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:

წამლების ეფექტები შეიძლება შეიცვალოს.

ურსოვეფთან ერთად მიღების დროს შესაძლოა შეიცვალოს შემდეგი პრეპარატების მოქმედება:

ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (სისხლში ლიპიდების შესამცირებლად) ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები (ალუმინის ოქსიდი). ამ ინგრედიენტების შემცველი რომელიმე პრეპარატის ურსოვეფთან ერთად მიღების დროს დაიცავით ორ საათიანი შუალედი.

ციპროფლოქსაცინი, დაპსონი (ანტიბიოტიკები), ნიტრენდიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) და სხვა პრეპარატები, რომელიც მეტაბოლიზდება იმავე გზით. შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ ექიმმა შეცვალოს ამ პრეპარატების მიღების დოზები.

ჩამოთვლილი პრეპარატების ურსოვეფთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგის ცვლილება.

ციკლოსპირინი (იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად). ციკლოსპირინით მკურნალობის დროს ექიმმა უნდა შეამოწმოს ციკლოსპირინის რაოდენობა თქვენს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა შეცვალოს მიღების დოზა.

06

მიღების წესი და დოზირება

ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:

მიიღეთ დაახლოებით 10 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველდღე:

ზოგადად კენჭების დაშლისთვის საჭიროა დაახლოებით 6-24 თვე. თუ 12 თვის განმავლობაში კენჭების ზომა არ შეიცვალა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ყოველ 6 თვეში ექიმმა უნდა გადაამოწმოს მკურნალობის შედეგი. ყოველი მოდევნო კვლევის დროს უნდა შემოწმდეს მოხდა თუ არა კენჭების კალციფიკაცია. დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტაბლეტები მიიღეთ წყალთან ან სხვა სასმელთან ერთად. არ დაანაწევროთ ან არ დაღეჭოთ ტაბლეტები. ტაბლეტები მიიღეთ რეგულარულად.

ურსოვეფი მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ურსოვეფის მიღებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, ურსოვეფი მიიღება პაციენტის სხეულის წონისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ხანდაზმულები:

ურსოვეფის მიღებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ურსოვეფის მიიღება სხეულის წონისა და კლინიკურ მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

07

ჭარბი დოზირება

ურსოვეფის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზის მიღება იწვევს დიარეას. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ დიარეა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თუ დიარეა გაქვთ, დარწმუნდით რომ სითხისა და მარილის ბალანსის შესაცვლელად საკმარისი ოდენობით იღებთ წყალს.

ურსოვეფის დოზის გამოტოვება:

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

მომდევნო ჯერზე არ მიიღოთ დოზაზე მეტი ტაბლეტი, უბრალოდ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად.

08

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ურსოვეფს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის არ აღინიშნება.

09

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტაბლეტი #60 ბლისტერზე

10

შენახვის პირობები

ურსოვეფი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვადა მითითებულია კოლოფზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.