8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03078 Rx · რეცეპტით

ურსოფალკი

Ursofalk

კაფსულები 250 მგ #100

ურსოფალკი, კაფსულები 250 მგ #100
მწარმოებელი
PSP
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორები
იმპორტიორი საქართველოში
PSP
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ურსოდეოქსიქოლის მჟავა. ჯერ ყველაზე იაფი.

ურდოქსა, 500მგ №50

ურდოქსა

500მგ №50

ურსოდეოქსიქოლის მჟავა
დან26.23 ₾
ბილოდექოლი, 250მგ 20 კაფსულა №20

ბილოდექოლი

250მგ 20 კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა
დან39.09 ₾
ურსობილი HT, 450მგ კაფსულა №20

ურსობილი HT

Ursobil HT

450მგ კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან45.90 ₾
ურსომაკი, - 300მგ ტაბლეტი #20

ურსომაკი

URSOMAC

- 300მგ ტაბლეტი #20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ჯი-ემ-პი, საქართველო
დან45.90 ₾
ურსოკამი, 250მგ ტაბლეტი N25

ურსოკამი

Ursocam

250მგ ტაბლეტი N25

ურსოდეოქსიქოლის მჟავა პოლფარმექს, პოლონეთი
დან48.80 ₾
ხოლუდექსანი, 300 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №20

ხოლუდექსანი

CHOLUDEXAN

300 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან52.40 ₾
ქოლერონი, 300 მგ კაფსულა #20

ქოლერონი

CHOLERON

300 მგ კაფსულა #20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ავერსი ფარმა, საქართველო
დან60.04 ₾
გრინტეროლი, 250მგ კაფსულა №50; №100

გრინტეროლი

grinterol

250მგ კაფსულა №50; №100

ურსოდეოქსიქოლის მჟავა Grindeks, ლატვია
დან63.71 ₾
ურსოსანი, 250მგ კაფსულა №50

ურსოსანი

250მგ კაფსულა №50

ურსოდეოქსიქოლის მჟავა პრო. მედ. ფარმა, ჩეხეთის რესპუბლიკა
დან91.93 ₾
ურსოვეფი, ტაბლეტი #60

ურსოვეფი

URSOVEF

ტაბლეტი #60

ურსოდეოქსიქოლის მჟავა Vefa Ilaҫ, თურქეთი
დან136.00 ₾
სუროლი, 500მგ ტაბლეტი №100

სუროლი

500მგ ტაბლეტი №100

ურსოდეოქსიქოლის მჟავა მარკეზ ფარმაციუტიკალსი, თურქეთი
დან212.50 ₾
ურსოლიზინი, 300მგ მყარი კაფსულა №20

ურსოლიზინი

URSOLISIN

300მგ მყარი კაფსულა №20

ურსოდეოქსიქოლის მჟავა MITIM S.r.i. Via Cacciamali, იტალია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: ურსოდეოქსიქოლის მჟავას- 250მგ.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ურსოფალკი არის ჰეპატოპროტექტორული საშუალება, ახასიათებს ნაღვლდენი ეფექტი. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში, ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში და მის კონცენტრაციას ნაღველში. ზრდის ქოლესტერინის ხსნადობას სანაღვლე გზებში, ხელს უწყოფს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას. ამცირებს ნაღვლის ლითოგენობას, ზრდის ნაღვლის მჟავების შემცველობას ნაღველში.იწვევს კუჭისა და პანკრეასის სეკრეციის გაზრდას , აძლიერებს ლიპაზების აქტივობას , ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ენტერალურად გამოყენების დროს იწვევს ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების ნაწილობრივ ან სრულ დაშლას, ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას, რაც ხელს უწყოფს ქოლესტერინის გამოდევნას ნაღვლის კენჭებიდან. პრეპარატს აქვს იმუნომოდულატორული მოქმედება. იგი გავლენას ახდენს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების ზედაპირზე, აგრეთვე გავლენას ახდენს T –ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერლეიკინ –2 – ის წარმოქმნაზე და ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას.

03

ფარმაკოკინეტიკა

ურსოდეოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება ნაწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (500 მგ) მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია Cmax (5.5 მმლ/ლ) მიიღწევა მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მეტაბოლიზდება ღვიძლში ტაურინის და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე. ურსოდეოქსიქოლის მჟავა გადის პლაცენტურ ბარიერს. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.

04

ჩვენებები

  • ნაღვლის ბუშტის და საერთო სანაღვლე სადინარის ქოლესტერინული კენჭები, თუ ქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდებით მათი მოშორება შეუძლებელია;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, სხეულის მასის სწრაფი დაკლებისას;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური);
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
  • ღვიძლშიდა სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
  • ქოლესტაზი პარენტერული კვებისას;
  • კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
  • ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონული კონტრაცეპტივების ან ციტოსტატიკების გამოყენების დროს.
05

მიღების წესი და დოზირება

ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:
10-15 მგ/კგ დღეში, რაც შეესაბამება:
2 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 60 კგ
3 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 80 კგ
4 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 100 კგ.
აუცილებელია კაფსულების მიღება საღამოს, ძილის წინ, დაღეჭვის გარეშე და მცირე რაოდენობა სითხესთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 6–12 თვე. მეორადი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ნაღვლის კენჭების დაშლიდან რამოდენიმე თვის მანძილზე.
ბილიარული რეფლუქს–გასტრიტის სამკურნალოდ – 1 კაფსულა ურსოფალკი ყოველდღე. მკურნალობის კურსი 10–14 დღიდან 6 თვემდე .
პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობა – დღიური დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და შეადგენს 2–დან 6 კაფსულამდე შემდეგი სქემით:
35–50 კგ 2 კაფსულა 1– დილით 1– საღამოს
50–65 კგ 3 კაფსულა 1– დილით , 1 – შუადღეს, 1– საღამოს
65–85 კგ 4 კაფსულა 1– დილით , 1 – შუადღეს, 2– საღამოს
85–110 კგ 5კაფსულა 1– დილით , 2 – შუადღეს, 2– საღამოს

06

გვერდითი მოვლენები

დიარეა, გულისრევის შეგრძნება , ნაღვლის კენჭების კალციფიკაცია, ალერგიული მოვლენები.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
  • ციროზის დეკომპენსირებული სტადია.
08

ორსულობა და ლაქტაცია

არსებობს კვლევები ურსოფალკის მიღებისა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მეორე , მესამე ტრიმესტრში.

09

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა 5 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.