8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02932 ურეცეპტო

ტერბიზილი

TERBISIL

250მგ ტაბლეტი #14; #28

დან84.09 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტერბიზილი, 250მგ ტაბლეტი #14; #28
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (Terbinafine)
მწარმოებელი
GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
იმპორტიორი საქართველოში
გედეონ რიხტერი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ტერბიზილი ტაბლეტი 250მგ #28

    3.00 ₾ / ც. × 28

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტერბიზილი ტაბლეტი 250მგ #28

    3.00 ₾ / ც. × 28

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტერბინაფინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ტეკფინი კრემი, 1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ტეკფინი კრემი

Tekfin Krem

1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ტერბინაფინი DEVA Holding, თურქეთი
დან4.71 ₾
ტერბექსინი, 1% კრემი №1 20გრ

ტერბექსინი

1% კრემი №1 20გრ

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან6.56 ₾
ფუნგოსილი, 10მგ/1მლ აეროზოლი ფლაკონი №1 30მლ

ფუნგოსილი

10მგ/1მლ აეროზოლი ფლაკონი №1 30მლ

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან9.56 ₾
მუსიტროლი, 1% 15გ კრემი

მუსიტროლი

MUSITROL

1% 15გ კრემი

ტერბინაფინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან14.64 ₾
ტერბიზილი კრემი, კრემი 1%: ტუბი 15 გ

ტერბიზილი კრემი

TERBISIL

კრემი 1%: ტუბი 15 გ

ტერბინაფინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან14.65 ₾
ტერბიფინი, 1% (10მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ტუბი №1

ტერბიფინი

Terbinafine

1% (10მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ტუბი №1

ტერბინაფინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან14.65 ₾
ერბინოლი, 1% 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ფლაკონში

ერბინოლი

ERBINOL

1% 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ფლაკონში

ტერბინაფინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან15.22 ₾
ტერბაქსოლი, 1% სპრეი გარეგანი №1 20მლ

ტერბაქსოლი

1% სპრეი გარეგანი №1 20მლ

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.22 ₾
ალიციდი, 1% კრემი ტუბი №1 30გრ

ალიციდი

1% კრემი ტუბი №1 30გრ

ტერბინაფინი ფარმა პლანტ ილაჩ,სან., თურქეთი
დან15.97 ₾
ტერბაქსოლი, 1% კრემი №1 30გრ

ტერბაქსოლი

1% კრემი №1 30გრ

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.97 ₾
ფუნგოსილი, 1% კრემი №1 30გრ

ფუნგოსილი

1% კრემი №1 30გრ

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან15.97 ₾
მუსიტროლი, 250მგ ტაბლეტი #14

მუსიტროლი

MUSITROL

250მგ ტაბლეტი #14

ტერბინაფინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან21.14 ₾
ტერბექსინი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბექსინი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან21.15 ₾
ტერბინაფინი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან21.15 ₾
ტერბიფინი, 250მგ ტაბლეტი №14 (1X14)

ტერბიფინი

Terbinafine

250მგ ტაბლეტი №14 (1X14)

ტერბინაფინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან21.15 ₾
ტერბაქსოლი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბაქსოლი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან28.41 ₾
ფუნგოსილი, 250მგ ტაბლეტი №28

ფუნგოსილი

250მგ ტაბლეტი №28

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან73.10 ₾

ტობიზილი

TOBIZIL

250მგ ტაბლეტი №14 (2X7)

ტერბინაფინი
ურეცეპტო
ფუნგოტერბინ ნეო, (0.01გ+0.1გ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

ფუნგოტერბინ ნეო

Fungoterbin neo

(0.01გ+0.1გ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

ტერბინაფინი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ფუნგოტერბინი, 1% 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

ფუნგოტერბინი

Fungoterbin

1% 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

ტერბინაფინი შტადა, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

  • შეინახეთ ეს საინფორმაციო ბროშურა, რადგან მასში მოცემული ინფორმაცია შეიძლება მომავალშიც გამოგადგეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • ეს პრეპარატი ექიმმა დაგინიშნათ სპეციალურად თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ეს შეიძლება მათთვის მავნე იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენი დაავადების მსგავსია.
  • თუ პრეპარატის მიღების პერიოდში განვითარდა გვერდითი მოვლენები, ან გართულებები, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.

ტაბლეტები ტერბიზილი, მიღების ჩვენება
ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერება ტერბინაფინს, რომელიც მიეკუთვნეა სოკოს სწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ტერბიზილი გამოიყენება კანის, თმიანი საფარის და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანების სამკურნალოდ. ტერბიზილი ინიშნება ლაბორატორიული ანალიზის და გამომწვევის იდენტიფიკაციის შემდეგ.
შენიშვნა: ტერბიზილი კრემით ადგილობრივი მკურნალობისგან განსხვავებით ტერბიზილის ტაბლეტები არაეფექტურია ნაირფერი ლიქენის სამკურნალოდ.
ტერბიზილი არაეფექტურია საშოს კანდიდოზის დროს.

ტერბიზილის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ტერბიზილის ტაბლეტები თუ:

  • გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე კომპონენტების მიმართ.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება ამჟამად ან წარსულში.
  • პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში, ორსულობის ან ლაქტაციის დროს მიმართეთ ექიმს.
  • ტერბიზილი რეკომენდებული არ არის 20კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში გამოსაყენებლად.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
მიაქციეთ ყურადღება, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ქავილი, გულისრევა, მადის დაკარგვა, დაღლილობა, ღებინება, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება ან განავლის გაღიავება, ან ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი გამოკვლევები (ღვიძლის ფუნქციური სინჯები).
თუ ტერბიზილის მიღებისას მოგემატათ სხეულის ტემპერატურა ან გქონდათ ყელის ტკივილი, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
ტერბიზილი სიფრთხილით უნდა მიიღონ ფსორიაზით (კანის დაავადება) დაავადებულმა პაციენტებმა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ძირითადი დაავადების გაუარესება.

სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ტერბიზილის ტაბლეტები ზოგიერთ პრეპარატთან კომბინაციაში შეიძლება მოქმედებდეს მათ კონცენტრაციაზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატებისას:

  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფამპიცინები)
  • წყლულოვანი სტომატიტის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება (ციმეტიდინი)
  • პერორალური კონტრაცეპტივები (შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციისშორის სისხლდენები ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა).
  • საგულე პრეპარატები (ბეტა ადრენომაბლოკირებლები, ანტიარითმიულები)
  • დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები.

საკვების მიღების გავლენა პრეპარატის ეფექტურობაზე
საკვების მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.

02

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.
ლაქტაცია
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება აღწევს ლაქტატში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები ტაბლეტების გავლენაზე ავტომობილის მართვის და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ გამოიყენება ტერბიზილი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ არ არსებობს სხვანაირი დანიშნულება პრეპარატი მიიღეთ შემდეგნაირად:
მოზრდილები:
მოზრილებში ჩვეულებრივ რეკომენდებულია 1 ტაბლეტი დღეში, წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად დაღეჭვის გარეშე.
ტერბიზილის ტაბლეტების მიღება შეიძლება მოხდეს დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ბავშვები:
პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (ან 12კგ-ზე მცირე წონის ბავშვებში) არ არსებობს.
მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე 2-5 წლის ასაკობრივ ჯგუფში (სხეულის მასა 12-20კგ) ამიტომ ტერბიზილის გამოყენება 2-5 წლის ბავშვებში (12-20კგ წონის) შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ არ არის ალტერნატიული მკურნალობის საშუალება და მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს.
მოცემულ ასაკობრივ ჯგუში რეკომენდებული არ არის ტერბიზილი 250მგ ტაბლეტების გამოყენება ზუსტი დოზირების შეუძლებლობის გამო (დოზა შეადგენს 62.5მგ-ს დღეში 1X).

დოზირება 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში:
სხეულის წონა 20-40კგ - 1/2 ტაბლეტი ტერბიზილი 250მგ 1-ჯერ დღეში.
სხეულის წონა 40კგ-ზე მეტი - 250მგ ტერბიზილი 1-ჯერ დღეში.

ხანდაზმული პაციენტები:
არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტები საჭიროებენ ახალგაზრდებისგან განსხვავებულ დოზირებას. პრეპარატ ტერბიზილის გამოყენებისას ხანდაზმულებში აუცილებელია თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დაზიანების შესაძლებლობის გათვალისწინება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და პროცესის სიმძიმეზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული დროით, რადგან პრეპარატის მიღების ადრეულმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი.
კანის სოკოვანი დაზიანებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა როგორც წესი შეადგენს 2-6 კვირას.
ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 6-12 კვირას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი პერიოდი. ფრჩხილების სოკოვანი დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიიღონ ახალი ფრჩხილის გაზრდამდე. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია განმეორებითი დაზიანების პროფილაქტიკის შესახებ (მაგ. ფეხსაცმელების დეზინფექცია, უფრო შესაფერის ფეხსაცმელზე ან თეთრეულზე გადასვლა და ა.შ).

თუ მიიღეთ დანიშნულზე დიდი რაოდენობის პრეპარატი
თუ მიიღეთ დანიშნულზე დიდი რაოდენობით პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატით ჭარბი დოზირებისას მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეინახეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ტერბიზილის მიღება
პრეპარატი უნდა მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს. თუ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე დარჩენილია 4 საათზე მეტი შეიძლება გამოტოვებული დოზის მიღება. თუ დარჩენილია 4 საათზე ნაკლები, შემდეგი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ტერბიზილის მიღება
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის დანიშნული დროით, რადგან პრეპარატის მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი. თუ გაქვთ კითხვები პრეპარატის მიღების შესახებ მიმართეთ ექიმს.

03

გვერდითი მოვლენები

როგორც სამედიცინო პრეპარატების უმრავლესობას, ტერბიზილსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად და ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება ქონდეს სერიოზული ხასიათიც.
ძალიან იშვიათად ტერბიზილის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს გამოხატული ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება (სისტემური წითელი მგლურა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ განვითარდა რომელიმე ქვემოჩამოთვლილი სიმპტომი:

  • აუხსნელი პერიოდული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა, გამოხატული დაღლილობა ან სისუსტე;
  • კანის საფარის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება ან განავლის გაუფერულება.
  • ტკივილი ყელში, რომელსაც ახლავს ცხელება ან შემცივნება.
  • კანის გამოხატული რეაქციები;
  • სისხლჩაქცევების უჩვეულო გამოჩენა ან სისხლდენა;

ხშირი გვერდითი ეფექტები
(ვითარდება 100-იდან 1-10 შემთხვევაში)

მადის დაკარგვა, კუჭის გადავსების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დიარეა, საკვების ათვისების დარღვევა, სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ტკივილი სახსრებში და კუნთებში

იშვიათი გვერდითი ეფექტები
(ვითარდება 1000-იდან 1-10 შემთხვევაში

გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, გემოვნების გაუკუღმართება

არახშირი გვერდითი ეფექტები
(ვითარდება 10000-იდან 1-10 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქცია
კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშანი იყოს, .
სახის. პირის, ყელის შეშუპება (ალერგიული რეაქცია).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
(ვითარდება 10000-იდან 1-ე ნაკლებ შემთხვევაში)

სისხლის სურათის ცვლილება, ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, თმის ცვენა, კანის გამოხატული რეაქციები, დაღლილობა, სისუსტე.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს იღებს ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

04

შენახვის პირობები

+15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ტერბიზილის ტაბლეტები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 5 წელი.
ტერბიზილი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტერბიზილის ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება-ტერბინაფინი 250მგ (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით 281,25მგ) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი ტიპი ა.

14 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

06

ზოგადი დახასიათება

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამბურცული ტაბლეტები, დიამეტრით, დაახლოებით 11მმ, ნაზოლით ერთ მხარეს და გრავირებით “250” მეორე მხარეს.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.