8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02048 ურეცეპტო

მუსიტროლი

MUSITROL

250მგ ტაბლეტი #14

დან21.14 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
მუსიტროლი, 250მგ ტაბლეტი #14
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (Terbinafine)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    მუსიტროლი 250მგ #14ტ

    1.51 ₾ / ც. × 14

  • GPC

    მუსიტროლი ტაბლეტი 250მგ #14

    1.51 ₾ / ც. × 14

  • ფარმადეპო

    მუსიტროლი ტაბლეტი 250მგ #14

    1.51 ₾ / ც. × 14

  • PSP

    მუსიტროლი - Musitrol 250მგ 14 ტაბლეტი

    1.51 ₾ / ც. × 14

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტერბინაფინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ტეკფინი კრემი, 1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ტეკფინი კრემი

Tekfin Krem

1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ტერბინაფინი DEVA Holding, თურქეთი
დან4.71 ₾
ტერბექსინი, 1% კრემი №1 20გრ

ტერბექსინი

1% კრემი №1 20გრ

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან6.56 ₾
ფუნგოსილი, 10მგ/1მლ აეროზოლი ფლაკონი №1 30მლ

ფუნგოსილი

10მგ/1მლ აეროზოლი ფლაკონი №1 30მლ

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან9.56 ₾
მუსიტროლი, 1% 15გ კრემი

მუსიტროლი

MUSITROL

1% 15გ კრემი

ტერბინაფინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან14.64 ₾
ტერბიზილი კრემი, კრემი 1%: ტუბი 15 გ

ტერბიზილი კრემი

TERBISIL

კრემი 1%: ტუბი 15 გ

ტერბინაფინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან14.65 ₾
ტერბიფინი, 1% (10მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ტუბი №1

ტერბიფინი

Terbinafine

1% (10მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ტუბი №1

ტერბინაფინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან14.65 ₾
ერბინოლი, 1% 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ფლაკონში

ერბინოლი

ERBINOL

1% 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ფლაკონში

ტერბინაფინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან15.22 ₾
ტერბაქსოლი, 1% სპრეი გარეგანი №1 20მლ

ტერბაქსოლი

1% სპრეი გარეგანი №1 20მლ

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.22 ₾
ალიციდი, 1% კრემი ტუბი №1 30გრ

ალიციდი

1% კრემი ტუბი №1 30გრ

ტერბინაფინი ფარმა პლანტ ილაჩ,სან., თურქეთი
დან15.97 ₾
ტერბაქსოლი, 1% კრემი №1 30გრ

ტერბაქსოლი

1% კრემი №1 30გრ

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.97 ₾
ფუნგოსილი, 1% კრემი №1 30გრ

ფუნგოსილი

1% კრემი №1 30გრ

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან15.97 ₾
ტერბექსინი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბექსინი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან21.15 ₾
ტერბინაფინი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან21.15 ₾
ტერბიფინი, 250მგ ტაბლეტი №14 (1X14)

ტერბიფინი

Terbinafine

250მგ ტაბლეტი №14 (1X14)

ტერბინაფინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან21.15 ₾
ტერბაქსოლი, 250მგ ტაბლეტი №14

ტერბაქსოლი

250მგ ტაბლეტი №14

ტერბინაფინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან28.41 ₾
ფუნგოსილი, 250მგ ტაბლეტი №28

ფუნგოსილი

250მგ ტაბლეტი №28

ტერბინაფინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან73.10 ₾
ტერბიზილი, 250მგ ტაბლეტი #14; #28

ტერბიზილი

TERBISIL

250მგ ტაბლეტი #14; #28

ტერბინაფინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან84.09 ₾

ტობიზილი

TOBIZIL

250მგ ტაბლეტი №14 (2X7)

ტერბინაფინი
ურეცეპტო
ფუნგოტერბინ ნეო, (0.01გ+0.1გ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

ფუნგოტერბინ ნეო

Fungoterbin neo

(0.01გ+0.1გ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

ტერბინაფინი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ფუნგოტერბინი, 1% 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

ფუნგოტერბინი

Fungoterbin

1% 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

ტერბინაფინი შტადა, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, 250 მგ ტერბინაფინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმარეთ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა:
Trichophyton (მაგ.: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans, Trichophyton violaceum), Microsporum (მაგ. Microsporum canis), Epidermophyton floccosum,, აგრეთვე Candida - ს ჯგუფის სოკოები.
ტერბინაფინი დაბალი კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.
მუსიტროლის მოქმედება ხასიათდება მაღალი სპეციფიურობით, რის გამოც პრეპარატი არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა:
ტერბინაფინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, მისი ჩმახ პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ში და შეადგენს 0.97 მკგ/მლ.
განაწილება:
ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს 4.6 სთ-ს. ტერბინაფინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ის სწრაფად გაივლის კანის დერმალურ გარსს და გროვდება ლიპოფილურ რქოვან გარსში. პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თმის ფოლიკულებში, თმაში და კანში იქმნება ის კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს მის ფუნგიციდურ მოქმედებას.
მეტაბოლიზმი:
ტერბინაფინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ის შვიდი იზოფერმენტის საშუალებით. მისი ბიოტრანსფორმაციის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომელთაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.
გამოყოფა:
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 სთ-ს. არააქტიური მეტაბოლიტების 71% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 22% _ ფეკალური მასების საშუალებით.

04

ჩვენებები

  • ონიქომიკოზი;
  • თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (ტრიქოფიტია, მიკროსპორია);
  • ტანის, წვივის, ტერფის დერმატომიკოზები, ინფექციები გამოწვეული კანდიდას ჯგუფის სოკოებით _ იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანების ლოკალიზაცია, ინფექციის გამოხატულება და გავრცელება, მოითხოვს სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენებას;
  • საზარდულის ეპიდერმოფიტია.
05

მიღების წესი და დოზირება

მუსიტროლის მიღება კვებასთან არ არის დაკავშირებული.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.
ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ:
20 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება ტერბინაფინის 62.5 მგ (ტაბლეტის 1/4) ერთხელ დღეში; 20-40 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში _ 125 მგ (ტაბლეტის 1/2) ერთხელ დღეში; 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში _ 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ონიქომიკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-12 კვირას;
ტერფების მიკოზის დროს _ 2-6 კვირა;
საზარდულის ეპიდერმოფიტიისა და ტანის დერმატომიკოზის დროს _ 2-4 კვირა;
ტრიქოფიტიის დროს _ 4 კვირა, მიკროსპორიის დროს მკურნალობის კურსი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს;
კანდიდამიკოზის დროს _ 2-4 კვირა.
ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.
კლინიკური ეფექტი ვლინდება მიკოლოგიური განკურნებისა და მკურნალობის კურსის დამთავრებიდან რამოდენიმე ხანში.

06

გვერდითი მოვლენები

მუსიტროლი კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად, რომელთაც აქვთ გარდამავალი ხასიათი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, სუსტად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში _ ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე;
კანის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება. თუ აღინიშნება კანზე პროგრესული გამონაყარი, საჭიროა მუსიტროლით მკურნალობის შეწყვეტა;
ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია;
ჰეამატოლოგიური მაჩვენებლები: ძალიან იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებაც.

07

უკუჩვენებები

მუსიტროლის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
მუსიტროლი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

09

განსაკუთრებული მითითებები

მუსიტროლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევა, ამ შემთხვევაში საჭიროა დაენიშნოს რეკომენდებული დოზის ნახევარი. მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (გულისრევა, მადის დაკარგვა, გადაღლილობა, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და უფერო განავალი), საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კლირენსი ნაკლებია 50 მლ/წთ-ში, ან კრეატინინის დონე სისხლის შრატში 300 მკმოლ/ლ-ზე მეტია), საჭიროა, დაენიშნოს რეკომენდებული დოზის ნახევარი.
მუსიტროლით მკურნალობის დროს საჭიროა ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

10

ჭარბი დოზირება

ტერბინაფინით ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და სიმპტომური თერაპია.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მუსიტროლს გააჩნია უმნიშვნელო პოტენციალი, დათრგუნოს ან გააძლიეროს იმ პრეპარატების კლირენსი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450-ის მეშვეობით (ციკლოსპორინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, ტოლბუტამიდი ან პერორალური კონტრაცეპტივები).

12

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.