მონოგრაფია Nº 01366 ურეცეპტო
ფუნგოტერბინი
Fungoterbin
1% 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- ტერბინაფინი (Terbinafine)
- მწარმოებელი
- შტადა, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტერბინაფინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ტეკფინი კრემი
Tekfin Krem
1% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
ტერბექსინი
1% კრემი №1 20გრ
ფუნგოსილი
10მგ/1მლ აეროზოლი ფლაკონი №1 30მლ
მუსიტროლი
MUSITROL
1% 15გ კრემი
ტერბიზილი კრემი
TERBISIL
კრემი 1%: ტუბი 15 გ
ტერბიფინი
Terbinafine
1% (10მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ტუბი №1
ერბინოლი
ERBINOL
1% 20მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ფლაკონში
ტერბაქსოლი
1% სპრეი გარეგანი №1 20მლ
ალიციდი
1% კრემი ტუბი №1 30გრ
ტერბაქსოლი
1% კრემი №1 30გრ
ფუნგოსილი
1% კრემი №1 30გრ
მუსიტროლი
MUSITROL
250მგ ტაბლეტი #14
ტერბექსინი
250მგ ტაბლეტი №14
ტერბინაფინი
250მგ ტაბლეტი №14
ტერბიფინი
Terbinafine
250მგ ტაბლეტი №14 (1X14)
ტერბაქსოლი
250მგ ტაბლეტი №14
ფუნგოსილი
250მგ ტაბლეტი №28
ტერბიზილი
TERBISIL
250მგ ტაბლეტი #14; #28
ტობიზილი
TOBIZIL
250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
ფუნგოტერბინ ნეო
Fungoterbin neo
(0.01გ+0.1გ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო დასახელება: ტერბინაფინი
სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების საცხი
შემადგენლობა
100გრ კრემი შეიცავს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1.00გრ
დამხმარე ნივთიერებები – ბეთილჰიდროქსიტოლუოლი (დიბუნოლი)0.10გრ, შარდოვანა (კაბამიდი)
0.50გრ,მაკროგოლის ცეტოსტერატი (ეუმულგინ) 1.50გრ, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლოქსამერი,პროპილენგლიკოლი 23.00მგ, თხევადი პარაფინი (სამრდიცინო ვაზელინის ზეთი) 35.00გრ, ვაზელინი 7.00 გრ, გასუფთავებული წყალი 100 გრ
აღწერა თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის საცხი მსუბუქი სუნით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი
ათქ კოდი : D01AE15
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების პრეპარატი, წარმოადგენს ალილამინს, და გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი.
განსხვავდება გამოხატული ეპიდერმოფიტულობით. ტერბინაფინი მიზანმიმართულად მოქმედებს სოკოვანი უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაზე. ტერბინაფინი მოქმედებს სტეროლის მეტაბოლიზმის ადრეულ სტადიაში, სქვალენეპოქსიდაზური ციკლის დონეზე.ამ ფერმენტის დატრგუნვის ხარჯზე, ტერბინაფინი აბრკოლებს ერგოსტეროლის ფორმირებას, რომელიც არის სოკოს უჯრედული კედლის ძირიტადი კომპონენტი, ხელს უსლის მათ შემდგომ გამრავლებას.ფუნგიციდური ეფექტი განპირობებულია სქვალენის სოკოვან უჯრედში დაგროვებით,რომლებიც ახდენენ მემბრანიდან ლიპიდური კომპონენტების გამოდევნას. უჯრედის შიგნით დაგროვილი ლიპიდები, თანდატან იზრდებიან მოცულობაში,არღვევენ ციტოპლაზმურ მემბრანებს ,იწვევენ სოკოვანი უჯრედის განადგურებას.ფუნგოტერბინი აქტიურია ყველა დერმატოფიტების მიმართ.ტერბინაფინი ასევე ახდენს ანთებისსაწინაარმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო,კერატოზულ მოქმედებას,საცხის შემადგენლობაში შარდოვანას არსებობის ხარჯზე პრეპარატს გააჩნია დამარბილებელი ეფექტი, ხელს უწყობს ტერბინაფინის კანსი ღრმად შეღწევას.
ჩვენებები
კანის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკრობებით (ტრიქოფიტია მიკროსპორია,ეპიდერმოფიტია,რუბროფიტიაკანის კანდიდოზი)ტერფის მიკოზი/ტერფის სოკო-ტინეა პედის.ტანის მიკოზი ტინეა კორპორის.გლუვი კანის მიკოზის და მსხვილი ნაკეცების მიკოზის ჩათვლით.საზარდულის ეპიდერმოფიტია-ტინეა ცრარის.კანის ზედაპირული კანდიდოზი, გამოწვეული კანდიდას სახის სოკოებით-ჩანდიდა ალბიკანს,მრავალფეროვანი სირსველი(პიტყრიასის ვერსიკოლორ)
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან სხვა კომპონენტების მიმართ.
გამოიყენება სიფრთხილით; თირკმლის ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა,ქრონიკული ალკოჰოლიზმი,ძვლის ტვინის სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა, სიმსივნე,ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება,ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ბავშვის ასაკი 2 წლამდე.(საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო)
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის მკაცრი შეფასების სემდეგ. ლაქტაციის დროს ფუნგოტერბინის საცხის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოარიდოთ ჩვილი ფუნგოტერბინით დამუშავებულ ადგილთან კონტაქტს. არ არის რეკომენდირებული ფართო ზედაპიზე გამოყენება.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენების წინ აუცილებელი დაზიანებული ადგილის გასუფთავება და გაშრობა.ფუნგოტერბინი წაისმევა 1 ან 2 ჯერ დღეში დაზიანებულ კანზე და მიმდებარე ადგილას.წაისვით კრემის თხელი ფენა და ოდნავ შეიზილეთ კანზე.კანის ნაკეცებზე წასმისას (საზარდულივილის ადგილი დუნდულა სარძევე ჯირკვლის ქვეშ)რეკომენდებულია დოლბანდის საფენის დადება ტანის მსხვილ ნაკეცების ტერფების წვივის დერმატომიკოზი: დღეში 1ჯერ მკურნალობის ხანგრძლივობა 1 კვირა.ტერფის დერმატომიკოზი 1ჯერ დღეში მკურნალობის ხნგრძლივობა 1 კვირა.კანის კანდიდოზი 1-2 ჯერ დღეში მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 კვირა.მრავალფეროვანი სირსველი 1-2 ჯერ დღეში მკურნალობის ხანგრძლივობა 1 კვირა.
გვერდითი ეფექტი: ადგილობრივი რეაქციები;ქავილი და კანის წვა ჰიპერემია (სიწითლე)წასმის ადგილას.არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა
ალერგიული რეაქციები:გენერალიზირებული გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება.უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფუნგოტერბინის საცხის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარეგანი გამოყენების საცხი 1%
15 გრ ალუმინის ან პოლიეთილენის ლამინატის ტუბი. ტუბი მოტავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.