8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02848 ურეცეპტო

სტოპექსი

STOPEX

- 2მგ კაფსულა #10

სტოპექსი, - 2მგ კაფსულა #10
მოქმედი ნივთიერება
ლოპერამიდი (Loperamide)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლოპერამიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლებას. შედეგად მცირდება ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო.
სტოპექსის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.

02

ჩვენებები

  • სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა
  • ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით
03

მიღების წესი და დოზირება

საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა)
შემდეგში - თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა)
ინიშნება 6 წლის ზევით

04

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მკურნალობის პროცესში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღე-ბის კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.

05

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.