მონოგრაფია Nº 02452 ურეცეპტო
პმს-ლოპერამიდი
pms-LOPERAMIDE
2მგ კაპლეტი #500ტაბლეტი
- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (Loperamide)
- მწარმოებელი
- Pharma science, კანადა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლოპერამიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლოპერამიდი
Loperamide
2 მგ კაფსულა #10
იმომედი
IMOMED
2მგ ტაბლეტი №10
ლოპერმიდი
2მგ ტაბლეტი №20
დიარიდ პრო
2მგ ტაბლეტი №20
იმოდიუმი
Imodium
2მგ ენის ქვეშ დასადები 6 ტაბლეტი.
სტოპექსი
STOPEX
- 2მგ კაფსულა #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი Pპმს-ლოპერამიდი (pms-LOPERAMIDE) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
წამლის ფორმა: 2მგ კაპლეტები - მწვანე, მოგრძო, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, გამყოფი ხაზის მარცხენა მხარეზე დატანილია “L” და მარჯვენა მხარეზე “2”, ხოლო ტაბლეტის მეორე მხარეს “LOPERAMIDE”
ჩვენებები
სხვასდასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული ფაღარათის სიმპტომური მკურნალობა. ლოპერამიდი გამოიყენება ფაღარათის სიმპტომების სწრაფად მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზირება
pms-ლოპერამიდი მიიღება პერორალურად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კაპლეტები მიიღება სითხესთან ერთად.
მოზრდილებში ( > 12 წელი): საწყის ეტაპზე მიიღება 2 კაპლეტი, შემდეგ 1 კაპლეტი ყოველი დეფეკაციისას თუ განავალი თხელი იქნება. მაქსიმალური დღიური დოზაა_ 8 კაპლეტი (16მგ).
შეწყვიტეთ მიღება თუ განავალი მკვრივია ან თუ 24 სთ-ის განმავლობაში არ გასულხართ კუჭში.
დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას მაშინაც კი თუ სიმპტომები არ გამოვლენილა.
გახსოვდეთ როდესაც გაქვთ ფაღარათი და კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს • შესაბამისად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, უშაქრო წვენები ან უბრალო სუპები.
- არ მიიღოთ ალკოჰოლი, რძე, მოერიდეთ ხილს, რადგან შესაძლებელია ფაღარათი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
გვერდითი მოვლენები
pms-ლოპერამიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
შესაძლებელია აღინიშნოს ყაბზობა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს პმს-ლოპერამიდის მიღება და თუ ეს ეფექტი მწვავე ხასიათს მიიღებს უნდა მიმართოთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნება პმს-ლოპერამიდის მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, რაც ვლინდება მაგალითად კანზე გამონაყარით და ქავილით. თუ აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება მიმართეთ ექიმს.
ზოგჯერ აღინიშნება შემდეგი ჩივილები: გულისრევა და ღებინება, დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა, პირის სიმშრალე და შებერილობა. თუმცა ეს ჩივილები შესაძლებელია განპირობებული იყოს თავად ფაღარათით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიანტების მიმართ, ნაწლავური გაუვალობა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა ან ტკივილი მუცლის არეში, ცხელება, სისხლიანი განავალი, მწვავე წყლულოვანი კოლიტი, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული ფაღარათი და ფსევდომემბრანული კოლიტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბაქტერიული ინფექცეიბი.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი (მცირე რაოდენობით გადადის რძეში).
4 წლამდე ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- ფაღარათი უარესდება, გრძელდება >48 სთ ან შენიშნავთ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომს;
- დაინფიცირებული ხართ აივ ვირუსით და აღგენიშნებათ მუცლის შესივების სიმპტომები.
მართალია პმს-ლოპერამიდი აჩერებს ფაღარათს, იგი ვერ მკურნალობს მის გამომწვევ მიზეზებს. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ფაღარათის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
ფაღარათის ლოპერამიდით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია აღინიშნოს დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა. შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენების დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის მცენარეულ საშუალებებს, რადგან ზოგიერთი პრეპარატის ერთად მიღება დაუშვებელია;
- თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ კუჭ ნაწლავის მოქმედებას (მაგ; ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და გაცივებისა და ალერგიის პრეპარატები), რადგან შესაძლებელია ამ შემთხვევაში პმს-ლოპერამიდის ეფექტი ძალიან გაძლიერდეს;
- თუ ღებულობთ სედატიურ საშუალებებს.
განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს: • რიტონავირი (გამოიყენება აივ-ს სამკურნალოდ)
- ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას)
- ორალური დესმოპრესინი (გამოიყენება ჭარბი შარდვის სამკურნალოდ)
- იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
- გემფიბროზილი (გამოიყენება დაბალი ქოლესტერინის სამკურნალოდ)
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30oC), სინათლისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.