- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (Loperamide)
- მწარმოებელი
- სოფარმა, ბულგარეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- სოფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
იმომედი ტაბლეტი 2მგ #10
0.46 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗4.58 ₾
5.39 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
იმომედი ტაბლეტი 2მგ #10
0.46 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗4.58 ₾
5.39 ₾
-
ავერსი
იმომედი 2მგ #10ტ
0.47 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗4.74 ₾
5.35 ₾
-
PSP
იმომედი - Imomed 2მგ 10 ტაბლეტი
0.53 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗5.30 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლოპერამიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლოპერამიდი
Loperamide
2 მგ კაფსულა #10
ლოპერმიდი
2მგ ტაბლეტი №20
დიარიდ პრო
2მგ ტაბლეტი №20
იმოდიუმი
Imodium
2მგ ენის ქვეშ დასადები 6 ტაბლეტი.
პმს-ლოპერამიდი
pms-LOPERAMIDE
2მგ კაპლეტი #500ტაბლეტი
სტოპექსი
STOPEX
- 2მგ კაფსულა #10
ინსტრუქცია
ჩვენებები
იმომედი არის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფეკალური მასების გასამყარებლად და დეფეკაციის სიხშირის შესამცირებლად. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმომედი უეცარი (მწვავე) დიარეის ან გახანგრძლივებული (ქრონიკული) დიარეის დროს.
იმომედი ასევე გამოიყენება ნაწლავთა ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ იმომედი:
- თუ თქვენ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 -ე პუნქტში);
- ისეთ მდგომარეობების დროს, რომელსაც ეწოდება ნაწლავთა გამავლობის შენელება. ასეთი მდგომარეობებია: მუცლის შებერილობა და შეკრულობა.
- განავალში სისხლის არსებობისას ან თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა.
- თუ თქვენ დიაგნოსტირებული გაქვთ მუცლის ქვედა წილის ანთება ( მაგ. წყლულოვანი კოლიტი ან ფსევდომემბრანული კოლიტი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ);
- ზოგიერთი ნაწლავური ბაქტერიებით, როგორიცაა სალმონელა, შიგელა და კამპილობაქტერი, გამოწვეული ენტეროკოლიტის დროს;
- 6 წლამდე ბავშვებში;
განსაკუთრებული მითითებები
მიუხედავად იმისა, რომ იმომედი აჩერებს დიარეას, პრეპარატი არ აღმოფხვრის მის გამომწვევ მიზეზებს. როცა ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს დიარეის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა
თუ დიარეა გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ კარგავთ სითხის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამიტომ უნდა აინაზღაუროთ სითხის გაზრდილი დანაკარგები. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს თქვენი ფარმაცევტი გამოგიწერთ სპეციალური ფხვნილებს, რომელიც შეიცავს შაქარს და მარილებს. წყალში გახსნის შემდეგ ის აანაზღაურებს დიარეით გამოწვეულ მარილების დანაკარგებს.
ხსნარები განსაკუთრებით შესაბამისია ბავშვებისთვის.
უეცარი (მწვავე) დიარეის დროს, იმომედის როგორც წესი 48 საათის განმავლობაში ხსნის სიმპტომებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაუმჯობესება არ დადგება, შეაჩერეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ შიდს-ი და მკურნალობთ იმომედით, მუცლის შებერილობის ნებისმიერი ნიშნის გაჩენისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იმომედის მიღება და აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
არ მიიღოთ ეს პროდუქტი არაფრისთვის, გარდა იმისა, რისთვისაც არის განკუთვნილი (იხ. პუნქტი 1) და არასოდეს მიიღოთ რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი (იხ. პუნქტი 3).
იყო შეტყობინებები გულის სერიოზული პრობლემების შესახებ (რომლის სიმპტომები მოიცავს აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას). იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაჭარბებით მიიღეს ლოპერამიდი, რომელიც არის იმომედის აქტიური ნივთიერება.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა იმომედით მკურნალობისას.
ბავშვები
6 წლამდე ბავშვებში იმომედის გამოყენება არ შეიძლება მასში ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მაღალი შემცველობის გამო.
სხვა წამლები და იმომედი:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ისეთ წამლებს, რომლებიც ანელებენ კუჭის და ნაწლავების პერესტალტიკას (მაგალითად, ანტქოლინერგული პრეპარატები), რადგან ამ საშუალებებს შეუძლიათ გააძლიერონ იმომედის ეფექტი.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღებთ სხვა წამლებს. ეს მოიცავს იმ წამლებს, რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ ან მცენარეულ წამლებს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- რიტონავირი ( HIV ვირუსის სამკურნალოდ).
- ქინიდინი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ);
- დესმოპრესინის პერორალური ფორმა (გამოიყენება გაძლიერებული შარდვის სამკურნალოდ );
- იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ);
- ჰემფიბროზილი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)
იმომემედი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული სითხესთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
არ არის რეკომენდებული იმომედის მიღება ძუძუთი კვების დროს, ვინაიდან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
იმომედი არ მოქმედებს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
ფაღარათთან ერთად შეინიშნება დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვის დროს ან მექანიზმებთან მუშაობისას.
იმომედი შეიცავს ლაქტოზას.. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ იმომედი
ყოველთვის მიიღეთ იმომედი, როგორც ეს მოცემულია ამ ინსტრუქციაში. იმომედი მოწოდებულია ტაბლეტების სახით პერორალური მიღებისთვის.
იმომედის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს. ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად.
თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე დიარეა
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (2 მგ).
მოზრდილები - საწყისი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (4 მგ).
მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით (2 მგ) ნებისმიერი თხიერი განავლის შემდეგ.
ქრონიკული დიარეა
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (2 მგ).
მოზრდილები - საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი (4 მგ).
ეს საწყისი დოზა შეიძლება დარეგულირდეს მდღეში 1-2 ფორმირებული განავლის მისაღწევად, რაც ჩვეულებრივ მიიღწევა შემანარჩუნებელი დოზით 1-6 ტაბლეტი (2-12 მგ) დღეში.
მაქსიმალური დოზა მწვავე და ქრონიკული დიარეისთვის არის 8 ტაბლეტი (16 მგ) ყოველდღიურად მოზრდილებში; ბავშვებში დოზა უნდა გამოითვალოს სხეულის წონასთან კორელაციაში (3 ტაბლეტი/20 კგ), მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს დღეში.
ყურადღება: არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში!
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ იმომედის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ , განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები: გახშირებული პულსი, არათანაბარი პულსი, ცვლილებები
პულსში (ეს სიმპტომები პოტენციურად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში შედეგების მქონე), კუნთების შებოჭილობა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ძილიანობა, შარდვის გაძნელება ან შესუსტებული სუნთქვა.
ბავშვებში რეაქცია იმომედის მაღალ დოზებზე უფრო გამოხატულია, ვიდრე მოზრდილებში. თუ ბავშვმა მიიღო
ჭარბი დოზა ან გამოუვლინდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ინფორმაცია ექიმისთვის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
- გამოიყენეთ ნალოქსონის ინექცია.
- საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ ნალოქსონის ინექცია 1-3 საათის შემდეგ.
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი საჭიროა შემდეგი 48 საათი.
თუ თქვენ გამოტოვეთ იმომედის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმომედის გამოტოვებული ტაბლეტების საკომპენსაციოდ.
4, შესაძლო არასასურველი რეაქციები.
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პირში.
სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნათ:
- სახის, ტუჩების ან ყელის უეცარი შეშუპება, ხმის ჩახრინწვა, ჰაერის უკმარისობა, ჭინჭრის ციება (ან ურტიკარია), კანის მწვავე გაღიზიანება, სიწითლე ან ბუშტუკების წარმოქმნა.
ეს შეიძლება იყოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები ან ალერგიული რეაქცია;
- გადაჭარბებული დაღლილობა, მოძრაობის უუნარობა და კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა;
- მუცლის ძლიერი ტკივილი, შებერილობა ან ტემპერატურა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის სანათურის დახშობით ან გაფართოებით.
უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ეს არ შეიძლება იყოს შეფასებული)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი რომელიც გადაეცემა ზურგზე, ტკივილი მუცელზე შეხებისას; ცხელება, გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, რომელიც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი).
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაქვთ:
- პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის ტკივილი, დისკომფორტი ან შებერილობა მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;
- გამონაყარი;
- შარდის შეკავება (მოშარდვის ან შარდის ბუშტის სრული დაცლის შეუძლებლობა).
- გუგების შევიწროება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქცია (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით) და ანაფილაქტოიდური რეაქცია, კოორდინაციის დარღვევა, ცნობირების დაქვეითება, ჰიპერტენზია, გონების დაკარგვა, ძილიანობა, დაბინდვა, მიოზი (თვალის გუგის შევიწროება), ილეუსი (ნაწლავის გაუვალობა), მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გადიდება), ანგიოედემა (შეშუპება), ბულოზური გამონაყარი, მათ შორის.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის ვრცელი უბნების ნეკროზი ტოქსიკურ გამოვლინებებთან ერთად), ჭინჭრის ციება, ქავილი, შარდის შეკავება, დაღლილობა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველას
შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეტყობინება გადასცეთ უშუალოდ ეროვნულ სისტემაში წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: დამიან გრუევის ქ 8, 1303 სოფია, ტელ.: +359 28903417, ვებგვერდი: www.bda.bg. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთებით თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეკრებაში.
5. როგორ შეინახოთ იმომედი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს წამალი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან კონტეინერში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს იმომედი
- აქტიური ნივთიერებაა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ბრილიანტის ლურჯი FCF, ქინოლინის ყვითელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
ღია მწვანე, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები დიამეტრით 7 მმ. ორიგინალი შეფუთვა შეიცავს ერთ ბლისტერს
10 ტაბლეტით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.