მონოგრაფია Nº 04931 Rx · რეცეპტით
სეროსტარი
SERROSTAR
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (Memantine)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania, ესპანეთი
- იმპორტიორი საქართველოში
- ArtPharma
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მემანტინი. ჯერ ყველაზე იაფი.
მემანტინი
Memantina
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N112
ალცება
Alceba
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
ებიმემი
Ebimem
10 მგ ტაბლეტი #30
დემანტინი
Demantin
10მგ ტაბლეტი #100
პამიერი
10მგ 30 ტაბლეტი №30
მემისტინი XR
28მგ კაფსულა №28
მემისტინ XR
Memistin XR
14მგ ტაბლეტი #28
მემისტინ XR
Memistin XR
28მგ ტაბლეტი #28
ტინგრექსი®
Tingreks®
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N60
კარიერი
10მგ ტაბლეტი №60
მემანტინი ნორმონი
Memantine Normon
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112
აკატინოლი
10მგ ტაბლეტი №90
აკატინოლ მემანტინი
Akatinol Memantine
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90
ებიმემი
Ebimem
ტაბლეტი #20
მემანტინი
Memantina
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N56
პმს-მემანტინი
pms-MEMANTINE
10მგ ტაბლეტი #100
ინსტრუქცია
ჩვენებები
როგორ მოქმედებს სეროსტი
სეროსტარი განეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანტი-დემენციური მედიკამენტები. მეხსიერების დაკარგვა ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოწვეულია ტვინში შეტყობინებების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც ჩართულები არიან ნერვული სიგნალების გადაცემაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის. სეროსტარი განეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტები. სეროსტარი მოქმედებს ამ NMDA- რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვული სიგნალების გადაცემასა და მეხსიერებას.
სეროსტარი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ალცჰეიმერის დაავადებით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ სეროსტარი:
- თუ ხართ ალერგიული მემანტინ ჰიდროქლორიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების (ჩამოთვლილია მე -6 სექციაში) მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სეროსტარის მიღებამდე
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სეროსტარის მიმართ
- თუ ანამნეზში გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვები
- თუ ახლახან გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა).
ამ სიტუაციებში მკურნალობაზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მეთვალყურეობა და სეროსტარის კლინიკური სარგებლობა რეგულარულად უნდა შეფასდეს განმეორებით თქვენი ექიმის მიერ.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის პრობლემები), თქვენმა ექიმმა ყურადღებით უნდა გააკონტროლოს თქვენი თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სეროსტარის დოზების შესაბამისად ადაპტირება.
სამკურნალო პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (ნივთიერება, რომელიც ზოგადად გამოიყენება საანესთეზიო საშუალებად), დექსტრომეთორფანი (ზოგადად გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA- ანტაგონისტების გამოყენება, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეცვალეთ ან აპირებთ შეცვალოთ დიეტა (მაგ. ჩვეულებრივი დიეტიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზის მდგომარეობა (RTA, სისხლში მჟავა-წარმომქმნელი ნივთიერებების სიჭარბე თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო (თირკმლის ფუნქციის დარღვევა) ან საშარდე ტრაქტის (სტრუქტურა, რომელიც ატარებს შარდს) მძიმე ინფექციები, რადგანაც თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მედიკამენტის დოზის დარეგულირება.
ბავშვები და მოზარდები
სეროსტარი არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის.
სხვა მედიკამენტები და სეროსტარი
სეროსტარმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტები და შეიძლება ექიმს დასჭირდეს მათი დოზის დარეგულირება:
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეთორფანი
- დანტროლენი, ბაკლოფენი
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი
- ჰიდროქლოროთიაზიდი (ანნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდთან)
- ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება მოტორული დარღვევების ან ნაწლავების სპაზმების სამკურნალოდ).
- ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების პრევენციისა და შემსუბუქებისათვის)
- ბარბიტურატები (ზოგადად გამოიყენება როგორც საძილე საშუალებები)
- დოპამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L- დოპა, ბრომოკრიპტინი)
- ნეიროლეპტიკები (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებული ნივთიერებები)
- პერორალური ანტიკოაგულანტები
აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.
თუ თქვენ მიდიხართ საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ სეროსტარს.
სეროსტარი საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები გავლენას არ ახდენს სეროსტარის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სეროსტარის გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდირებული არ არის.
ქალებმა, რომლებიც იღებენ სეროსტარს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.
თუ თქვენ ხართ ორსული ან მეძუძური ქალი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თქვენი ექიმი გეტყვით, გაძლევთ თუ არა თქვენი ავადმყოფობა საშუალებას მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებთან უსაფრთხოდ. უფრო მეტიც, სეროსტარმა შეიძლება შეცვალოს თქვენი რეაგირების უნარი, რაც შეუძლებელს გახდის ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
სეროსტარი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
4. როგორ მიიღება სეროსტარი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
დოზირება
სეროსტარის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულებში არის 20 მგ დღეში ერთჯერ.
გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა ეტაპობრივად შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის სქემით:
კვირა 1
10 მგ-იანი ტაბლეტის ნახევარი
კვირა 2
ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი
კვირა 3
ერთნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი
კვირა 4 და შემდეგ
ორი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთჯერ
დოზირება თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
თუ თქვენ გაქვთ თირკმლების ფუნქციის დარღვევები, თქვენი ექიმი გადაწყვეტს დოზას, რომელიც შეესაბამება თქვენს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს თქვენი ექიმის მიერ დადგენილი ინტერვალებით.
ტაბლეტის გატეხვა
მოათავსეთ ტაბლეტი მრგვალი მხარით მყარ ზედაპირზე, გასატეხი ხაზით ზემოთ. დააჭირეთ ერთი და იგივე ხელის საჩვენებელი თითი და ცერი გასატეხი ხაზის ორივე მხარეს და დააჭირეთ ქვემოთკენ სანამ ტაბლეტი არ გატყდება.
მიღების წესი
სეროსტარი მიიღება პერორალურად დღეში ერთჯერ. იმისათვის, რომ მიიღოთ სარგებელი თქვენი მედიკამენტისაგან, უნდა მიიღოთ ის რეგულარულად, ყოველდღე, დღის ერთი და იგივე დროს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ცოტა წყლის დაყოლებით. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
განაგრძეთ სეროსტარის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ის რეგულარულად შეაფასებს თქვენს მკურნალობას.
ჭარბი დოზირება
ზოგადად, სეროსტარის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ არ უნდა გავნოთ თქვენ. თქვენ შეიძლება განიცადოთ სიმპტომების მომატება, რომლებიც აღწერილია მე -4 სექციაში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
თუ თქვენ სერიოზულად გადააჭარბეთ დოზას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სეროსტარის მიღება
თუ დაგავიწყდათ სეროსტარის დოზის მიღება, დაელოდეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
ზოგადად, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მსუბუქიდან ზომიერამდეა.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 -დან 1 ადამიანს)
თავის ტკივილი
- ძილიანობა
- ყაბზობა
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება
- თავბრუსხვევა
- წინასწორობის დარღვევები
- მაღალი არტერიული წნევა
- ქოშინი
- წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
არა-ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 100 -დან 1 ადამიანს) დაღლილობა; სოკოვანი ინფექციები; ცნობიერების აბნევა; ჰალუცინაციები; ღებინება; სიარულის დარღვევა; გულის უკმარისობა; ვენური სისხლის შედედება (თრომბოზი/ თრომბოემბოლია)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10,000 -დან 1 ადამიანს) კრუნჩხვები
ცნობილი არ არის (სიხშირე ვერ შეფასდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან)
პანკრეასის ანთება; ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); ფსიქოზური რეაქციები
ალცჰეიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და სუიციდთან. ეს მოვლენები დაფიქსირდა სეროსტარით ნამკურნალევ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენების ანგარიშგება
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო ეფექტს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში.
6. როგორ უნდა შეინახოს სეროსტარი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე "EXP" აღნიშვნის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეს და ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელიწადს. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს წამლები, რომლებსაც თქვენ აღარ ღებულობთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
7. პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სეროსტარი
- აქტიური ნივთიერებაა მემანტინი ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინ ჰიდროქლორიდს, რომელიც 8.31 მგ მემანტინის ექვივალენტურია.
- სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი, ყველა ტაბლეტის ბირთვშია; და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდის ყვითელი (E172), რკინის ოქსიდის წითელი (E172) და მაკროგოლი - ყველა ტაბლეტის გარსშია.
როგორ გამოიყურება სეროსტარი და პაკეტის შემცველობა
სეროსტარი 10 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (8 მმ), ერთ მხარეს გასატ ეხი ხაზ ით , ხოლო მეორე მხარეს ამოტვიფრულია "M9MN" და "10". ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
სეროსტარის ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერის პაკეტებში:
ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 30, 42, 50, 56, 60, 90, 98, 100, 112 ან 120 ტაბლეტსა და უნიფიცირებული დოზის ბლისტერი, რომელიც შეიცავს 30x1 ტაბლეტს.
შესაძლოა ბაზარზე არ იყოს გამოტანილი ყველა ზომის პაკეტები.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.