მონოგრაფია Nº 03887 Rx · რეცეპტით
ებიმემი
Ebimem
10 მგ ტაბლეტი #30
დან29.04 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (Memantine)
- მწარმოებელი
- FACTORY BENNETT PHARMACEUTICALS, საბერძნეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
ებიმემი - Ebimem 10მგ 30 ტაბლეტი
0.97 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.04 ₾
-
GPC
ებიმემი ტაბლეტი 10მგ #30
0.97 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.07 ₾
-
ფარმადეპო
ებიმემი ტაბლეტი 10მგ #30
0.97 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.07 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მემანტინი. ჯერ ყველაზე იაფი.
მემანტინი
Memantina
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N112
ალცება
Alceba
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
დემანტინი
Demantin
10მგ ტაბლეტი #100
პამიერი
10მგ 30 ტაბლეტი №30
მემისტინი XR
28მგ კაფსულა №28
მემისტინ XR
Memistin XR
14მგ ტაბლეტი #28
მემისტინ XR
Memistin XR
28მგ ტაბლეტი #28
ტინგრექსი®
Tingreks®
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N60
კარიერი
10მგ ტაბლეტი №60
მემანტინი ნორმონი
Memantine Normon
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112
აკატინოლი
10მგ ტაბლეტი №90
აკატინოლ მემანტინი
Akatinol Memantine
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90
ებიმემი
Ebimem
ტაბლეტი #20
მემანტინი
Memantina
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N56
პმს-მემანტინი
pms-MEMANTINE
10მგ ტაბლეტი #100
სეროსტარი
SERROSTAR
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
ინსტრუქცია
ჩვენებები
მოქმედების მექანიზმი
ებიმემი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მემანტინის ჰიდროქლორიდს. ის ანტი-დემენციური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება.
ალცჰაიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვის მიზეზი არის თავის ტვინში სიგნალების გადაცემის დარღვევა. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA)-რეცეპტორებს, რომლებიც სწავლისა და მეხსიერებისათვის მნიშვნელოვანი ნერვული სიგნალების გადაცემაში მონაწილეობენ. ებიმემი მიეკუთვნება NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტების პრეპარატების ჯგუფს. ებიმემი ზემოქმედებს აღნიშნულ NMDA-რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვული სიგნალების გადაცემას და მეხსიერებას.
როდის გამოიყენება ებიმემი
ებიმემი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
ებიმემი არ გამოიყენება, თუ:
- ხართ ალერგიული მემანტინ ჰიდროქლორიდის(ჰიპერმგრძნობიარე) ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (მოცემულია პუნქტში 6) მიმართ.
- თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვების ანამნეზი;
- თუ ახალი გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი(გულის შეტევა), ან გაწუხებთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
აღნიშნული მოვლენების დროს აუცილებელია მკურნალობის მეთვალყურეობა, მკურნალი ექიმის მიერ რეგულარულად უნდა გადაფასდეს ებიმემის კლინიკური სარგებელი.
თირკმლის უკმარისობის(თირკმელების პრობლემების) შემთხვევაში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მემანტინის დოზის შესაბამისი კორექცია.
თავიდან უნდა იქნას აცილებული სამკურნალო პრეპარატებთან სახელწოდებით ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (საანესთეზიო საშუალება), დექსტრომეთორფანი (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ გამოიყენება) და სხვა NMDA-ანტაგონისტებთან ერთად გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
ებიმემი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
სხვა პრეპარატები და ებიმემი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
კერძოდ, ებიმემმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი პრეპარატების ეფექტები და შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ მათი დოზის კორექცია.
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეთორფანი;
- დანტროლენი, ბაკლოფენი;
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;
- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან);
- ანტიქოლინერგული პრეპარატები (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავური სპაზმებისა და მოძრაობის დარღვევების სამკურნალოდ);
- ანტიკონვულსანტები (გამოიყენება კრუნჩხვების მოსახსნელად და პრევენციისათვის);
- ბარბიტურატები (საძილე პრეპარატები);
- დოპამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოპა, ბრომოკრიპტინი);
- ნეიროლეპტიკური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობისას);
- პერორალური ანტიკოაგულანტები.
საავადმყოფოში მისვლის შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ებიმემს.
ებიმემი საკვებთან და სასმელთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ მნიშვნელოვნად შეცვალეთ კვების რაციონი ან შეცვლას აპირებთ (მაგ. ნორმალური კვებიდან გადახვედით მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე), ან გაწუხებთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, თირკმლის დისფუნქციით გამოწვეული სისხლში მჟავა-წარმომქმნელი ნივთიერებების სიჭარბე (თირკმლის ფუნქციის დარღვევა) ან საშარდე გზების (შარდის სავალი სტრუქტურა) მძიმე ინფექციები, ვინაიდან ექიმს შეიძლება თქვენი პრეპარატის დოზის კორექცია დასჭირდეს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფამაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულ ქალებში მემანტინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ებიმემით მკურნალობის დროს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მკურნალი ექიმი გეტყვით, თუ რამდენად არის შესაძლებელი ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მექანიზმებთან მუშაობა თქვენი დაავადების ფონზე.
ასევე აბიმემმა შეიძლება შეცვალოს თქვენი რეაქციის უნარი, რომელიც ხდის შეუსაბამოს თქვენი ტრანსპორტის ტარების და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობას.
მიღების წესი და დოზირება
ებიმემი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ებიმემის რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და ხანდაზმული პაციენტებისათვის არის 20 მგ დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, აღნიშნული დოზა მიიღწევა თანდათანობით მკურნალობის შემდეგი დღიური სქემით.
კვირა 1
5 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში
კვირა 2
ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში
კვირა 3
15 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში
კვირა 4
ორი 10 მგ-იანი ტაბლეტი ან 20 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთხელ
თუ დოზის გარკვეული ფორმა არ არის ხელმისაწვდომი, პაციენტმა სხვა ხელმისაწვდომი პრეპარატი უნდა მიიღოს.
შემანარჩუნებელი დოზა
რეკომენდებული დღიური დოზა არის 20 მგ დღეში ერთხელ.
მკურნალობის გასაგრძელებლად, მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის.
დოზირება თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი შეარჩევს თქვენი მდგომარეობისთვის შესაფერის დოზას. ამ შემთხვევაში, გარკვეული ინტერვალებით ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს თქვენი თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ებიმემი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატისაგან სარგებლის მიღებისათვის, ის უნდა მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე, დღის ერთიდაიგივე დროს. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ებიმემი მიიღეთ მანამ, სანამ მას მოაქვს თქვენთვის სარგებელი. ექიმი პერიოდულად შეაფასებს თქვენს მკურნალობას.
თუ, ებიმემის ჭრაბი დოზა მიიღეთ
ზოგადად, ებიმემის ჭარბი დოზის მიღება არ იწვევს რაიმე განსაკუთრებულ ზიანს. შეიძლება გაიზარდოს ისეთი სიმპტომების გამოვლინება, რომლებიც აღწერილია პუნქტში 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“;
ებიმემის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან მოითხოვეთ სამედიცინო კონსულტაცია, რადაგანც შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
თუ, დაგავიწყდათ ებიმემის მიღება
თუ აღმოაჩინეთ, რომ დაგავიწყდათ ებიმემის დოზის მიღება, მოიცადეთ და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
ზოგადად, გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.
ხშირი (შეიძლება იმოქმედოს 10-დან 1-მდე პაციენტზე):
- თავის ტკივილი, ძილიანობა, შეკრულობა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი არტერიული წნევა და წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
არახშირი (შეიძლება იმოქმედოს 100-დან 1-მდე პაციენტზე):
- ადვილად დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, გონების აშლილობა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის მანერის დარღვევა, გულის უკმარისობა და ვენური სისხლის შედედება (თრომბოზი/თრომბოემბოლია).
ძალიან იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 10 000-დან 1-მდე პაციენტზე):
- კრუნჩხვები
უცნობი (არსებული მონაცემები შეფასება ვერ ხერხდება):
- პანკრეასის ანთება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ფსიქოზური რეაქციები
ალცჰაიმერის დაავადება დაკავაშირებულია დეპრესიასთან, სუიციდალურ აზრებთან და სუიციდთან. აღნიშნული მოვლენები რეგისტრირებულია მემანტინით მკურნალ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით რომელიც მითითებულია ქვემოთ:
წამლის ნაციონალური ორგანიზაცია (National Organization for Medicines)
284 Mesogeion Ave.
GR-15562, ქოლარგოსი, ათენი
ტელ.: + 30 213 2040380/337
ფაქსი: +30 210 6549585
ვებ-გვერდი: http://www.eof.gr
5. ებიმემის შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს ყუთზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის <EXP> გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გადაგდება არ შეიძლება საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უსაფრთხო გადაგდება. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს ებიმემი
აქტიური ნივთიერება არის მემანტინის ჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5/10/20 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს, რაც შესაბამისად 4.15/ 8.31/16.62 მგ მემანტინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპროპილპიროლიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სუფთა ტალკი და მაგნიუმის სტეარატი;
ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მაკროგოლ 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ებიმემის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
ებიმემის 5მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოთეთრო, ოვალური ფორმის ერთ მხარეზე ამოტვიფრული „U“ და ცარიელი მეორე მხრით.
ებიმემის 10მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, ოვალური ფორმის სატეხი ხაზით მონიშნული „I“ ორივე მხარეს.
ებიმემის 20მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, ოვალური ფორმის სატეხი ხაზით ორივე მხარეს.
5, 10 ან 20მგ ებიმემის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია მუყაოს 30 ცალიან აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ბლისტერებში არსებული შეფუთვით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.