მონოგრაფია Nº 00069 Rx · რეცეპტით
აკატინოლ მემანტინი
Akatinol Memantine
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90
- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (Memantine)
- მწარმოებელი
- Merz Pharma, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მემანტინი. ჯერ ყველაზე იაფი.
მემანტინი
Memantina
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N112
ალცება
Alceba
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
ებიმემი
Ebimem
10 მგ ტაბლეტი #30
დემანტინი
Demantin
10მგ ტაბლეტი #100
პამიერი
10მგ 30 ტაბლეტი №30
მემისტინი XR
28მგ კაფსულა №28
მემისტინ XR
Memistin XR
14მგ ტაბლეტი #28
მემისტინ XR
Memistin XR
28მგ ტაბლეტი #28
ტინგრექსი®
Tingreks®
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N60
კარიერი
10მგ ტაბლეტი №60
მემანტინი ნორმონი
Memantine Normon
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112
აკატინოლი
10მგ ტაბლეტი №90
ებიმემი
Ebimem
ტაბლეტი #20
მემანტინი
Memantina
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N56
პმს-მემანტინი
pms-MEMANTINE
10მგ ტაბლეტი #100
სეროსტარი
SERROSTAR
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 90 ცალი.
1 შემოგარსული ტაბლეტი:
მემანტინის ჰიდროქლორიდი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა - 174.75მგ,
მიკროკრისტალური ცელულოზა - 52,1მგ
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი - 1,25მგ
თალკი - 11,15მგ
მაგნიუმის სტეარატი - 0,75მგ
გარსი:
მეთაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტიპი ჩ - 1,449მგ
ნატრიუმის ლაურილ სულფატი - 0,01მგ
პოლისორბატ 80 - 0,034მგ
თრიაცეტინი - 0,15მგ;
სიმეთიკონის ემულსია - 0,007მგ
თალკი - 0,35მგ
ზოგადი დახასიათება
ტაბლეტები დაფარულია აპკიანი გარსით - თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, ორივე მხარეს გამყოფი ზოლით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დემენციის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:
ფარმაკოდინამიკა:
წარმოადგენს რა N-მეთილ-D- ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების არაკონკურენტულ ანტაგონისტს, ახდენს გლუტამინერგული სისტემის მოდულირებას, არეგულირებს იონების ტრანსპორტს, ახშობს კალციუმის არხებს, აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს და აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.
აუმჯობესებს კოგნიტიურ პროცესებს და ზდრის ყოველდღიურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-6 საათის განმავლობაში. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატი გამოიყოფა ორფაზიანი გზით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი პირველ ფაზაში შეადგენს 4-9 საათს, ხოლო მეორე ფაზაში- 40-65 საათს. პრეპარატი გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
- ალცჰაიმერის ტიპის დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია, ყველანაირი სიმძიმის შერეული ტიპის დემენცია.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის ბავშვები (არასაკმარისი მონაცემების გამო). განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზის, ეპილეფსიის, კრუნჩხვების (მათ შორის ანამნეზში), მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზა:
შიგნით მისაღებად, ინიშნება ჭამის დროს. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით.
მოზრდილთა დემენციის დროს
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5მგ/დღეში, მეორე კვირის განმავლობაში-10 მგ/დღეში, მესამე კვირის განმავლობაში- 15-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს.
ოპტიმალური დოზა თანდათანობით მიიღწევა, ყოველკვირეულად დოზის გაზრდის შემთხვევაში.
მთლიანად ორგანიზმის მხრივ – ზოგადი გვერდითი მოვლენები
ხშირი
იშვიათი
თავის ტკივილი
დაღლილობა
ინფექციები
იშვიათი
სოკოვანი ინფექციები
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი
იშვიათი
იშვიათი
სიხშირე არ არის დადგენილი
ძილიანობა
გონების გაფანტვა
ჰალუცინაციები1
ფსიქოზური დარღვევები2
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ
იშვიათი
იშვიათი
არც ისე ხშირი
ჰიპერტენზია
ვენების თრომბოზი/
თრომბოემბოლია
გულის უკმარისობა
სასუნთქი სისტემის დარღევვა
ხშირი
ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი
იშვიათი
სიხშირე არ არის დადგენილი
ყაბზობა
გულისრევა, ღებინება
პანკრეატიტი2
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები
იშვიათი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა
მოძრაობის დარღვევა
კრუნჩხვები
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება კლინიკური გამოვლინებების (განსაზღვრული ორგანოთა სისტემების დაზიანების შესაბამისად) და გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (> 1/10), ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირი (> 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე არ არის დადგენილი (გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს).
1 ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში ჰალუცინაციები ძირითადად ვლინდება დემენციის მძიმე სტადიაში.
2 კლინიკურ პრაქტიკაში ამ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს აღნიშნული მოვლენის განვითარების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები (მონაცემები მიღებულ იქნა პრეპარატის გაყიდვის შემდგომ).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენები განსაკუთრებულად არის გამოხატული.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
L-დოფასთან, დოფამინის აგონისტებთან, ანტიქოლინერგულ საშუალებებთან კომბინირებული მიღებისას ამ უკანასკნელთა მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ბარბიტურატებთან და ნეიროლეპტიკებთან კომბინირებული გამოყენებისას ამ უკანასკნელთა მოქმედება შეიძლება შემცირდეს. კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეამციროს) დანტროლენის ან ბაკლოფენის მოქმედება, ამიტომ პრეპარატის დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. თავიდან უდა იქნეს აცილებული კომბინირებული მიღება ამანტადინთან, კეტამინთან და დექსამეტოფანთან ერთად. მემანტინთან ერთდროულად გამოყენების დროს პლაზმაში შესაძლებელია მოიმატოს ციმეტიდინის, პროკაინამიდის, ქინიდინის, ქინინის და ნიკოტინის დონემ.
მემანტინთან ერთდროულად მიღების დროს შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის დონე.
განსაკუთრებული მითითებები
ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებში დემენციის ზომიერი და მძიმე სტადიის დროს ხშირად დარღვეულია მანქანისა და რთული მექანიზმების მართვის უნარი. გარდა ამისა, მემანტინს შეუძლია რეაქციის სიჩქარის შეცვლა, ამიტომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულ პირობებში, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის შესაბამისად.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.