მონოგრაფია Nº 04907 Rx · რეცეპტით
სეიდიგესტანი
Seidigestan
200მგ რბილი კაფსულა N60
დან77.18 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტერონი (Progesteron)
- მწარმოებელი
- SEID, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სასქესო ჰორმონების პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
სეიდიგესტანი კაფსულა 200მგ #60
1.29 ₾ / ც. × 60
ყიდვა ↗77.18 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
სეიდიგესტანი კაფსულა 200მგ #60
1.29 ₾ / ც. × 60
ყიდვა ↗77.18 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
სეიდიგესტანი - Seidigestan 200მგ 60 კაფსულა
1.29 ₾ / ც. × 60
ყიდვა ↗77.18 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პროგესტერონი. ჯერ ყველაზე იაფი.
რელანტანი
RELANTAN
100მგ კაფსულა #30
რეაფემი
100მგ კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები №30
უტროჟესტანი
200მგ კაფსულა №14
ციკლოგესტი
400მგ სანთელი რექტალური/ვაგინალური №15
ლუთეინა 200მგ
Luteina 200mg
200მგ ვაგინალური ტაბლეტი
პლეირისი
25მგ ხსნარი საინექციო ფლაკონი №7 1.112მლ
ლუთეინა 100მგ
Luteina 100mg
100მგ ვაგინალური ტაბლეტები
ფემარინი
Femarine
100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად
ფემარინი
Femarine
200მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
პროგესტერონი, ნატურალური მიკრონიზირებული -200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცეროლი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171) და გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გესტაგენი, ყვითელი სხეულის ჰორმონი. სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორებთან დაკავშირებით აღწევს ბირთვში, სადაც, დნმ-ს აქტივირებით, ასტიმულირებს რნმ-ს სინთეზს. ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან გადასვლას, რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს, სეკრეტულ ფაზაში გადასვლას, ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის. ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების აგზნებულობას და შეკუმშვას, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას.
პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, გლუკოზას უტილიზაციას, ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ამცირებს იზოთემიას, ზრდის შარდთან ერთად აზოტის გამოყოფას. ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.
ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიის განვითარებას
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას
შეწოვა
მიკრონიზირებული პროგესტერონე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია პირველი საათის განმავლობაში იზრდება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (C max) მიღებიდან 1-3 საათში აღინიშნება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 0.13ნგ/მლ-დან 4.25 ნგ/მლ-მდე 1 საათში იზრდება, 11.75 ნგ/მლ-მდე 2 საათში და 8.37 ნგ/მლ-ს 3 საათში შეადგენს, 2 ნგ/მლ-ს 6 საათში და 1.64 ნგ/მლ-ს 8 საათში.
გამოყოფა
გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მათ 95%-ს გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს, ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.
ვაგინალური შეყვანისას
შეწოვა
აბსორბცია სწრაფად ხდება, პროგესტერონე საშვილოსნოში გროვდება, სისხლის პლაზმაში პროგესტერონის მაღალი დონე შეყვანიდან 1 საათში აღინიშნება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის Cmax შეყვანიდან 2-6 საათში
მეტაბოლიზმი
მეტაბოლიზირდება ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. პლაზმაში 5-ბეტა-პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება.
გამოყოფა
გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი გაზრდით (Cmax 142 ნგ/მლ 6 საათში).
პროდუქტის გარეგნული აღწერა და კონტეინერის შიგთავსი
ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულები 15 კაფსულა 1 ბლისტერზე. 4 ბლისტერი 1 კოლოფში.
ჩვენებები
პროგესტერონ-დეფიციტური მდგომარეობები.
შეყვანის პერორალური ხერხი:
- უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად
- წინამენსტრუალური სინდრომი
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის ან ანოვულაციის დარღვების შედეგად
- ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
- პრემენოპაუზა
- მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად).
შეყვანის ვაგინალური ხერხი:
- ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში არაფუნქციონირებადი (არარსებული) საკვერცხეების (კვერცხუჯრედების დონორობა) დროს
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მომზადების დროს
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენტსტრუალურ ციკლში
- ნაადრევი მენოპაუზა
- ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია /ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში/ - უნაყოფობა ლუთეინის უკმარისობის შედეგად
- შეჩვეული და სავარაუდო აბორტის პროფილაქტიკა პროგესტერონის უკმარისობის შედეგად
- საშვილოსნოს მიომას პროფილაქტიკა
- ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა
მიღების წესები და
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათისა და განსაკუთრებულობების მიხედვით.
პერორალური გზა:
მიიღეთ კაფსულები ჭიქა წყალთან ერთად, არა საკვების მიღების დროს.
რეკომენდებული საშუალო დოზა არის 200-დან 300 მგ-მდე დღეში (ანუ 200 მგ ძილის წინ ან 100 მგ
დილით და 200 მგ ძილის წინ).
ვაგინალური გზა:
მოათავსეთ კაფსულები ღრმად საშოში თითის მიწოლით.
დოზა შეიძლება მერყეობდეს 200 მგ-დან 600 მგ-მდე დღეში.
გვერდითი მოვლენები
- ალერგიული რეაქციები.
- შიგნით მიღებისას: ძილიანობა, მოვლითი თავბრუსხვევა (პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში), ძალიან იშვიათად – აციკლური სისხლდენა.
ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ჭარბი დოზის შედეგს წარმოადგენს. პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრება.
სხვა წამლებთან
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ, ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სქესობრივი გზებიდან; არასრული აბორტი, პორფირია.
სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
სიფრთხილით
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია; ჰიპერლიპოპროტეინემია, ორსულობის III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
- კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება
- სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის დარღვეული ფუნქციის გამო
- პერორალური შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის წარმოების დროს, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ჭარბი
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
აძლიერებს დიურეზულების, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების, იმუნოდეპრესიულების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.