8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03972 Rx · რეცეპტით

ფემარინი

Femarine

200მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

ფემარინი, 200მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტერონი (Progesteron)
მწარმოებელი
Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გესტაგენური პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
FARDI MEDICALS
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პროგესტერონი. ჯერ ყველაზე იაფი.

რელანტანი, 100მგ კაფსულა #30

რელანტანი

RELANTAN

100მგ კაფსულა #30

პროგესტერონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.93 ₾
რეაფემი, 100მგ კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები №30

რეაფემი

100მგ კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები №30

პროგესტერონი ლაბ. ლეონ ფარმა, ესპანეთი
დან26.94 ₾
უტროჟესტანი, 200მგ კაფსულა №14

უტროჟესტანი

200მგ კაფსულა №14

პროგესტერონი ცინდეა ფარმა, ესპანეთი
დან29.35 ₾
ციკლოგესტი, 400მგ სანთელი რექტალური/ვაგინალური №15

ციკლოგესტი

400მგ სანთელი რექტალური/ვაგინალური №15

პროგესტერონი აკორდ-უკ, დიდი ბრიტანეთი
დან30.47 ₾
ლუთეინა 200მგ, 200მგ ვაგინალური ტაბლეტი

ლუთეინა 200მგ

Luteina 200mg

200მგ ვაგინალური ტაბლეტი

პროგესტერონი ADAMED, პოლონეთი
დან64.30 ₾
სეიდიგესტანი, 200მგ რბილი კაფსულა N60

სეიდიგესტანი

Seidigestan

200მგ რბილი კაფსულა N60

პროგესტერონი SEID, ესპანეთი
დან77.18 ₾
პლეირისი, 25მგ ხსნარი საინექციო ფლაკონი №7 1.112მლ

პლეირისი

25მგ ხსნარი საინექციო ფლაკონი №7 1.112მლ

პროგესტერონი იბსა, შვეიცარია
დან179.60 ₾
ლუთეინა 100მგ, 100მგ ვაგინალური ტაბლეტები

ლუთეინა 100მგ

Luteina 100mg

100მგ ვაგინალური ტაბლეტები

პროგესტერონი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფემარინი, 100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

ფემარინი

Femarine

100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

პროგესტერონი Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

200 მგ ვაგინალური ტაბლეტი #30, აპლიკატორთან ერთად.

100 მგ ვაგინალური ტაბლეტი #30, აპლიკატორთან ერთად;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფემარინი - წარმოადგენს პრეპარატს რომელიც შედგება სინთეზურად მიღებული ქალის ბუნებრივი სქესობრივი ჰორმონ- პროგესტერონისგან. ორგანიზმში პროგესტერონი მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორების მეშვეობით რომელიც მდებარეობს, მაგალითად საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტი რეპროდუქციულ ორგანოებზე შემდეგია: იგი შესაძლებელს ხდის ოვულაციას, საშვილოსნოს ლორწოვანის ტრანსფორმაციას (ენდომეტრიუმი), ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას, აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას, პროგესტერონი და ესტროგენები ასევე მოქმედებენ სარძევე ჯირკვლებზე, ასტიმულირებენ ჯირკვლების და სადინარების ეპითელიუმის ზრდას და ლაქტაციას. პროგესტერონი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის სათანადოდ მოსამზადებლად ემბრიონის მისამაგრებლად და ორსულობის შესანარჩუნებლად: იგი ხელს უშლის ორსულის საშვილოსნოს სპონტანურ შეკუმშვით აქტივობებს, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას, აინჰიბირებს დედის იმუნურის სისტემის მხრიდან რეაქციას ნაყოფის ანტიგენების მიმართ, წარმოადგენს ძირითად ნივთიერებას ნაყოფის ჰორმონების წარმოქმნისთვის და ხელს უწყობს მშობიარობის დაწყებას. პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, გლუკოზას უტილიზაციას, ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.

03

ჩვენებები

· ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა

· მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა

· ენდომეტრიოზი

· in vitro განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს

· ლუთეინური ფაზის უკმარისობა

· დამატებითი ან ჩანაცვლებითი თერაპია პროგესტერონით

· სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა

· პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა

· ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

04

მიღების წესი და დოზირება

100 მგ ფემარინი:

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული) 10-20 დღის მანძილზე:

1 ვაგინალური ტაბლეტი 1ჯერ დღეში, მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით.

200 მგ ფემარინი:

ენდომეტრიოზის დროს, სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში, ინ ვიტროგანაყოფიერების დროს:

1 ვაგინალური ტაბლეტი 1ჯერ დღეში, მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

აპლიკატორი წარმოადგენს პირადი გამოყენების საგანს და განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ფემარინის გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით.

1. ამოიღეთ აპლიკატორი

2. მოათავსეთ ფემარინის ტაბლეტი აპლიკატორის ბოლოში. ტაბლეტი უნდა მიეკროს აპლიკატორის კედლებს ისე რომ არ გადმოვარდეს

3. მოათავსეთ აპლიკატორი საშოში მოსახერხებელ პოზიციაში (დგომით, მჯდომარე, ზურგზე მწოლიარე პოზიციაში მოხრილი ფეხებით)

4. შეიყვანეთ აპლიკატორი საშოში ისე, რომ ამობურცული ხაზი იყოს სასქესო ბაგეების დონეზე

5. მიაწექით აპლიკატორის დგუშს, იმისათვის რომ გამოვიდეს ტაბლეტი

6. შემდეგ გამოიღეთ აპლიკატორი, გარეცხეთ თბილი, გამდინარე წყლით და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით

7. შეინახეთ აპლიკატორი შემდგომი გამოყენებისთვის

05

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას გამოვლენილი არასასურველი ეფექტები პრეპარატის დოზის შემცირებისას სპონტანურად ქრება

06

უკუჩვენებები

· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

· გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენები სქესობრივი გზებიდან

· არასრული აბორტი, პორფირია

· სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები

· ღვიძლის მწვავე უკმარისობა

· ლაქტაციის პერიოდი

07

გვერდითი მოვლენები

· ალერგიული რეაქციები

· ძილიანობა - თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - კონცენტრაციის და ყურადღების გაფანტულობა - შფოთვა - დეპრესია

08

ორსულობა და ლაქტაცია

ფემარინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პროგესტერონის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში უსაფრთხოა. ფემარინის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში.

09

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

10

ვარგისობის ვადა

მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.