8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01868 Rx · რეცეპტით

ლუთეინა 200მგ

Luteina 200mg

200მგ ვაგინალური ტაბლეტი

დან64.30 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლუთეინა 200მგ, 200მგ ვაგინალური ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება
პროგესტერონი (Progesteron)
მწარმოებელი
ADAMED, პოლონეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გესტაგენური პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    ლუთეინა - Luteina 200მგ 30 ვაგინალური ტაბლეტი აპლიკატორით

    2.14 ₾ / ც. × 30

  • GPC

    ლუთეინა ტაბლეტი ვაგინალური 200მგ +აპლიკატორი #30

    2.14 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო

    ლუთეინა ტაბლეტი ვაგინალური 200მგ +აპლიკატორი #30

    2.14 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პროგესტერონი. ჯერ ყველაზე იაფი.

რელანტანი, 100მგ კაფსულა #30

რელანტანი

RELANTAN

100მგ კაფსულა #30

პროგესტერონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.93 ₾
რეაფემი, 100მგ კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები №30

რეაფემი

100მგ კაფსულა ვაგინალური და შიგნით მისაღები №30

პროგესტერონი ლაბ. ლეონ ფარმა, ესპანეთი
დან26.94 ₾
უტროჟესტანი, 200მგ კაფსულა №14

უტროჟესტანი

200მგ კაფსულა №14

პროგესტერონი ცინდეა ფარმა, ესპანეთი
დან29.35 ₾
ციკლოგესტი, 400მგ სანთელი რექტალური/ვაგინალური №15

ციკლოგესტი

400მგ სანთელი რექტალური/ვაგინალური №15

პროგესტერონი აკორდ-უკ, დიდი ბრიტანეთი
დან30.47 ₾
სეიდიგესტანი, 200მგ რბილი კაფსულა N60

სეიდიგესტანი

Seidigestan

200მგ რბილი კაფსულა N60

პროგესტერონი SEID, ესპანეთი
დან77.18 ₾
პლეირისი, 25მგ ხსნარი საინექციო ფლაკონი №7 1.112მლ

პლეირისი

25მგ ხსნარი საინექციო ფლაკონი №7 1.112მლ

პროგესტერონი იბსა, შვეიცარია
დან179.60 ₾
ლუთეინა 100მგ, 100მგ ვაგინალური ტაბლეტები

ლუთეინა 100მგ

Luteina 100mg

100მგ ვაგინალური ტაბლეტები

პროგესტერონი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფემარინი, 100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

ფემარინი

Femarine

100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

პროგესტერონი Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa, იტალია
Rx · რეცეპტით
ფემარინი, 200მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

ფემარინი

Femarine

200მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 აპლიკატორთან ერთად

პროგესტერონი Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

პროგესტერონი 100 მგ

პროგესტერონი 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროგესტერონი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). პროგესტერონი აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას.

03

მიღების წესი და დოზირება

პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ჩვენების და ეფექტურობის მიხედვით მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული) 10-20 დღის მანძილზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 3-6 ციკლის განმავლობაში. მენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს პროჟესტერონით მკურნალობა გრძელდება მენოპაუზის დადგომამდე ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში გამოიყენება 100 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში, თანმიმდევრული თერაპიის სახით ციკლის მე-15 დღიდან 25-დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით მეორადი ამენორეის დროს პროგესტერონის ტესტირებისას პროგესტერონი ინიშნება ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში, 5-7 დღე. სისხლდენა ვითარდება პროგესტერონის მიღების შეწყვეტიდან მე-7, მე-10 დღეს საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენის მკურნალობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად 5-7 დღე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2-3 თვის მანძილზე, პროგესტერონის დოზის 100 მგ დღეში მიღებით ინტრავაგინალურად ციკლიდან მე-15-25-ე დღეს ენდომეტრიოზის დროს ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ანოვულაციური და ინდუცირებული ციკლის დროს 100-300 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში. მკურნალობა ტარდება უწყვეტად ორსულობის მე-18 _ მე-20 კვირამდე ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ინიშნება 150-200 მგ პროგესტერონი ორჯერ დღეში ინტრავაგინალურად. მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე. მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

ლუთეინა უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ლუთეინას გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით

04

ჩვენებები

  • ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), ანოვულატორული ციკლები, პრემენსტრუალური სინდრომი, საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა
  • ენდომეტრიოზი
  • ინ ვიტრო განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს
  • ლუთეინური ფაზის უკმარისობა
  • სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა
  • პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა
  • ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში
05

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება, შფოთვა, დეპრესია, ვაგინალური პრობლემები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი)

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

ინტრავაგინალურად მიღებული ლუთეინა არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

06

უკუჩვენებები

ალერგიული რეაქციები პროგესტერონის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, არაფიზიოლოგიური ვაგინალური სისხლდენა. სპონტანური აბორტის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოში გაურკვეველი ქსოვილების ჩარჩენის ეჭვის შემთხვევაში, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე, სისხლიანი კოლტები მკლავებზე, ფეხებზე, ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებზე, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ლაქტაციის პერიოდი.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტერონი უსაფრთხოდ გამოიყენება. პროგესტერონის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.