8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02300 ურეცეპტო

ოპერილი P

Operil® P

0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

მოქმედი ნივთიერება
ოქსიმეტაზოლონი (Oxymetazoline)
მწარმოებელი
Lek d.d., სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
სანდოზი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ოქსიმეტაზოლონი. ჯერ ყველაზე იაფი.

სნუპიკი, 0,01% 5მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით

სნუპიკი

SNUPPIK

0,01% 5მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით

ოქსიმეტაზოლონი Hemomont d.o.o, მონტენეგრო
დან9.83 ₾
ნაზოლი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 30მლ

ნაზოლი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 30მლ

ოქსიმეტაზოლონი ინსტუტიტო დე ანგელი, იტალია
დან13.86 ₾
აფრინი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

აფრინი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ოქსიმეტაზოლონი დელფარმ მონრეალი, კანადა
დან14.00 ₾
აფრინი ექსტრო, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

აფრინი ექსტრო

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ოქსიმეტაზოლონი დელფარმ მონრეალი, კანადა
დან15.43 ₾
რინერჯი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

რინერჯი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ოქსიმეტაზოლონი ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან16.83 ₾
ალერჯონი, 0.25მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

ალერჯონი

0.25მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

ოქსიმეტაზოლონი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან22.95 ₾
აფრინი დამატენიანებელი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

აფრინი დამატენიანებელი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ოქსიმეტაზოლონი დელფარმ მონრეალი, კანადა
დან23.49 ₾
ბურუნაჩი, ნაზალური წვეთები 0,01% 5მლ

ბურუნაჩი

Burunach

ნაზალური წვეთები 0,01% 5მლ

ოქსიმეტაზოლონი World Medicine Ophthalmics
დან24.81 ₾
ნაზივინი ნაზალური სპრეი, 0.05% 10მლ ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით

ნაზივინი ნაზალური სპრეი

NAZIVIN

0.05% 10მლ ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით

ოქსიმეტაზოლონი Merk KGaA, გერმანია
ურეცეპტო
ნაზივინი წვეთები, 0.01% 5მლ ნაზალური წვეთები 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ნაზივინი წვეთები

NAZIVIN

0.01% 5მლ ნაზალური წვეთები 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ოქსიმეტაზოლონი Merk KGaA, გერმანია
ურეცეპტო
ნაზივინი წვეთები, 0.025% 10მლ ნაზალური წვეთები 1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ნაზივინი წვეთები

NAZIVIN

0.025% 10მლ ნაზალური წვეთები 1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ოქსიმეტაზოლონი Merk KGaA, გერმანია
ურეცეპტო
ნაზივინი წვეთები, 0.05% 10მლ ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ნაზივინი წვეთები

NAZIVIN

0.05% 10მლ ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით

ოქსიმეტაზოლონი Merk KGaA, გერმანია
ურეცეპტო

ოპერილი

Operil®

0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

ოქსიმეტაზოლონი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

ოპერილი

Operil®

0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ოქსიმეტაზოლონი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი

Santa Cold Spray Kids

ოქსიმეტაზოლონი ჰუმანითი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
1 მლ ხსნარი შეიცავს ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,25 მგ.
1 შესხურება (0,05 მლ) შეიცავს 0,0125 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვა: 10 მლ გამჭვირვალე უფერო ხსნარი სპრეი-ფლაკონში მექანიკური შესასხურებელი მოწყობილობით, მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.

02

ჩვენებები

ოპერილ პ შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება ნაზალური დეკონგესტანტის სახით (საშუალებები ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ). არტერიოლების შევიწროების წყალობით, იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებულობას და ცხვირიდან გამონადენს. ამსუბუქებს სუნთქვას ცხვირიდან, ხსნის ცხვირის ღრუებს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს) და ევსტაქის მილს, ასევე არბილებს გაციების სიმპტომებს. ოპერილ პ იწყებს მოქმედებას რამოდენიმე წუთში, და მისი მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ოპერილ პ ახდენს ანტივირუსულ ზემოქმედებას გარკველ ვირუსებზე, რომლებიც წარმოადგენენ რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევებს.

  • მწვავე რინიტი;
  • ალერგიული რინიტი;
  • რინოსინუსიტი;
  • შუა ყურის ანთება (ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად) (საშუალო ოტიტი).

ოპერილ® პ-ს გამოყენების დაწყემაბდე

03

უკუჩვენებები

  • ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე ბავშვებში;
  • ცხვირის ლორწოვანის მშრალი ანთება ქერქებით (ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება) ბავშვებში.
04

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალუირეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული გულის უკმარისობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა);
  • გულის არითმია (არარეგულარული გულისცემა);
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული შიდა თვალის წნევა);
  • პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა).

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ ან ჭარბი დოზით გამოყენებას.

სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენი ბავშვი ღებულობს, არც ისე დიდი ხნის წინ ღებულობდა ან, შესაძლოა, მიიღებს სხვა პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, შაეტყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ჭარბი დოზირების ან შიგნით მიღების შედეგად პრეპარატი აბსორბირდება, მაშინ შესაძლოა გაძლიერდეს მისი გავლენა არტერიულ წნევაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მაპროტილინი). იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად მაო-ინჰიბიტორებს დეპრესიის წინააღმდეგ, შესაძლოა, განუვითარდეს ჰიპერტონული კრიზიც კი (მომატებული არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება).
ნუ აძლევთ ბავშვს ერთდროულად ხველის და გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილ პ-ს მიღება თვითმკურნალობის მიზნით.
ოპერილ პ-ს მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ.
მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ოპერილ პ-მ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და შეუძლია კანისმიერი რეაქციების გამოწვევა.

როგორ უნდა გამოიყენოთ ოპერილ® პ
ოპერილ პ ნაზალური სპრეი განკუთვნილია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
მოზრდილებისთვის და 7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის გამოსადეგია პრეპარატის სხვა ფარმაცევტული ფორმები. ადგილობრივად, ცხვირში შესასხურებლად.

ჩვეულებრივი დოზა
2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოულ ცხვირის გასასვლელში 2-3-ჯერ დღეში; ამასთან, დაიცავით ნაზალური სპრეის შეყვანის ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქცია. პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია 2 წლამდე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ.
ოპერილ პ-ს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა თითოეული ცხვირის გასასვლელისთვის შეადგენს ორ შესხურებას დღეში სამჯერ.
დამოუკიდებელი მკურნალობისას ოპერილ პ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ სამი დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეფასების შემდეგ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
ნაზალური სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ გამოსაყენებლად. რამოდენიმე პაციენტის მიერ ერთი სპრეი-ფლაკონის გამოყენება შესაძლოა გახდეს ინფექციის განვითარების ან გადაცემის მიზეზი. თითოეული გამოყენების შემდეგ საცმი უნდა გაწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.

ნაზალური სპრეის შეყვანის ინსტრუქცია
პრეპარატის სწორი გამოყენება ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.
საგულდაგულოდ გამოიწმინდეთ ცხვირი.
მოხსენით დამცავი ხუფი.
ახალი ფლაკონის პირველი გამოყენების წინ გამოუშვით ჰაერში ხსნარი გარკვეული რაოდენობით საცმიდან; შეანჯღრიეთ ფლაკონი (საცმის ქვემოთ დაჭერით) რამოდენიმეჯერ, სანამ არ დაინახავთ შესასხურებულ ხსნარს.
დახარეთ თავი წინ, ისე, რომ დაინახოთ ფეხების ფრჩხილები. მარჯვენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარცხენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ. შეისუნთქეთ ცხვირიდან, დააჭირეთ საცმს ქვემოთ, პრეპარატის დოზის შესასხურებლად.
ამის შემდეგ მარცხენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარჯვენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ, და შეისხურეთ დოზა, ცხვირში შესუნთქვისას.
გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ საცმი სუფთა ცხვირსახოცით და დაახურეთ მას დამცაცი ხუფი.

06

ჭარბი დოზირება

თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა დაუდევრობის გამო დალიეთ მოცემული პრეპარატი, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე და ცემინება. ჭარბი დოზა, შინაგანად პრეპარატის მიღება ან მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს უძილობას, თავის ტკივილს, თვალის გუგების შევიწროებას, არტერიული წნევის ცვალებადობას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას, ჰიპოთერმიას და გონების დაკარგვას. როგორც წესი, დოზის შემცირებისას, ეს სიმპტომები ქრება 12-36 საათში.

დოზის გამოტოვება
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
დამატებითი კითხვებით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

07

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილ პ-მ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

არც ისე ხშირი: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), არასასიამოვნო შეგრძნება აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება, წარმავალი სიმშრალე და ცხვირში წვის შეგრძნება ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში, სიმშრალე პირში და ყელში, ცემინება.
სიხშირე დადგენილი არ არის: გულისრევა, ხანგრძლივი, ჭარბი გამოყენებისას და მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების განვითარება (მედიკამენტოზური რინიტი).
უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას:

  • მომატებული არტერიული წნევა, არასასიამოვნო შეგრძნებები აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება.

გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმავევტს. ეს ასევე განეკუთვნება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში.

08

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

09

ვარგისობის ვადა

2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.