მონოგრაფია Nº 03616 ურეცეპტო
ბურუნაჩი
Burunach
ნაზალური წვეთები 0,01% 5მლ
დან24.81 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ოქსიმეტაზოლონი (Oxymetazoline)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ბურუნაჩი წვეთები ცხვირის 0.01% 5მლ ფლაკონი დოზატორით #1
ყიდვა ↗24.81 ₾
29.19 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბურუნაჩი წვეთები ცხვირის 0.01% 5მლ ფლაკონი დოზატორით #1
ყიდვა ↗24.81 ₾
29.19 ₾
-
PSP
Burunach - ბურუნაჩი ცხვირის წვეთები 0.01% 5მლ
ყიდვა ↗29.18 ₾
-
ავერსი
ბურუნაჩი 0.01% 5მლ ნაზ/წვ
ყიდვა ↗29.31 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ოქსიმეტაზოლონი. ჯერ ყველაზე იაფი.
სნუპიკი
SNUPPIK
0,01% 5მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
ნაზოლი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 30მლ
აფრინი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
აფრინი ექსტრო
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
რინერჯი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ალერჯონი
0.25მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
აფრინი დამატენიანებელი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
ნაზივინი ნაზალური სპრეი
NAZIVIN
0.05% 10მლ ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.01% 5მლ ნაზალური წვეთები 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.025% 10მლ ნაზალური წვეთები 1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.05% 10მლ ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ოპერილი
Operil®
0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
ოპერილი
Operil®
0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ოპერილი P
Operil® P
0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი
Santa Cold Spray Kids
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ოქსიმეტაზოლინი, Oxymetazoline
სამკურნალო ფორმა
ნაზალური წვეთები 0,01%.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, მაკროგოლი 1000, ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი R01AA05
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
შეშუპების საწინააღმდეგო და სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის ცხვირის ღრუს დაავადებების დროს. სიმპათომიმეტიკები, მარტივი პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატ ბურუნაჩის აქტიურ კომპონენტს გააჩნია სიმპათომიმეტური, ვაზოკონსტრიქციული და შესაბამისად, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ლორწოვან გარსებზე.
სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და შესაბამისად ახდენს ცხვირით სუნთქვის ნორმალიზებას. ხელს უშლის პარანაზალური სინუსების წიაღებისა და ევსტაქის მილის ბლოკირებას.
ოქსიმეტაზოლინის შემცველი ხსნარების ანტივირუსული მოქმედება დადასტურებულია ვირუსებით ინფიცირებულ კულტივირებულ უჯრედებზე ჩატარებულ კვლევებში (თერაპიული მიდგომა).
მოქმედების ეს მიზეზობრივ-შედეგობრივი მექანიზმი დემონსტრირებული იყო ვირუსების აქტივობის დათრგუნვის შედეგად, რომლებიც იწვევენ გაციებას, ტესტის გამოყენებით თრომბოციტების რაოდენობის შემცირების კვლევისათვის, ტესტის გამოყენებით ვირუსების ნარჩენი ინფექციურობის განსაზღვრისთვის (ვირუსების ტიტრირება), ასევე ტესტი ვირუსული ციტოპათოგენური მოქმედების ინჰიბირების კვლევისთვის (ცპმ/zpE).
ოქსიმეტაზოლინის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება დადასტურებული იყო სხვადასხვა კვლევებში.
ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო პრეპარატის ბურუნაჩი გამოყენებისას, ეფექტის მიღწევა შესაძლებელია 20 წუთის განმავლობაში. ოქსიმეტაზოლინის მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
ზოგჯერ, ინტრანაზალური შეყვანისას, ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის აბსორბირებული რაოდენობა შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
არ არსებობს ადამიანების მონაწილეობით ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების რაიმე დამატებითი მონაცემები.
ჩვენებები
- მწვავე რინიტი;
- ალერგიული რინიტი;
- ვაზომოტორული რინიტი;
- დრენაჟის აღდგენა ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების დროს, აგრეთვე ევსტაქიტის დროს რინიტთან კომბინაციაში;
- შეშუპების მოხსნა ცხვირის გასასვლელებში დიაგნოსტიკური მანიპულაციების დაწყებამდე.
სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი, ნაზალური წვეთები, განკუთვნილია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის.
მიღების წესი და დოზირება
ჩვილები და 1 წლამდე მცირეწლოვანი ბავშვები
4 კვირამდე ასაკის ბავშვები: 1 წვეთი 0,01% ხსნარი ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
5 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
ხსნარის ჩაწვეთება ხდება ცხვირის თითოეულ ნესტოში. პრეპარატის ბურუნაჩი ინსტილაციის დროს ბავშვის თავი უკან უნდა იყოს გადახრილი. ჩვილებში ეფექტი 0,01%-იანი ხსნარის გამოყენებისას შეიძლება მიღწეული იქნას გამოყენებიდან 20 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ბურუნაჩის ერთჯერადი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული დღეში 3-ჯერ მეტად. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. სამკურნალო პრეპარატის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.
რეკომენდაციები გამოყენებისათვის
პრეპარატი ბურუნაჩი გამოიყენება ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის დოზა ახალშობილებში ნორმაზე დაბალი წონით და დღენაკლულ ბავშვებში უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ, დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად.
სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისათვის.
პრეპარატ ბურუნაჩის პირველ გამოყენებამდე მოხსენით დამცავი თავსახური მადოზირებელი მოწყობილობიდან, ფლაკონის ნახვრეტი მიმართული უნდა იყოს ქვევით და რამდენჯერმე დააჭირეთ მადოზირებელ მოწყობილობას წვეთის გაჩენამდე. სამკურნალო პრეპარატის ინსტილირება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ზურგზე წევს და თავი უკან გადახრილი აქვს. ფლაკონის ხვრელი მიმართული უნდა იყოს ქვევით პირდაპირ ნესტოს წინ და ჩაწვეთება უნდა მოხდეს ცხვირის თითოეულ ნესტოში.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ოქსიმეტაზოლინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- მშრალი რინიტი;
- ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ, რომლის დროსაც ხდება თავის ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლება.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდედა არსებული მონაცემებით).
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ძილიანობა, სედაცია, თავის ტკივილი, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).
ფსიქიკური აშლილობები: ძალიან იშვიათად - შფოთვა, უძილობა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში).
გულისა და სისხლძარღვების მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია, ტაქიკარდია, ჰიპერტონია; ძალიან იშვიათად - არითმიები.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება; არახშირად - მოქმედების შესუსტების შემდეგ ძლიერდება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - აპნოე ჩვილებსა და ახალშობილებში.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ძალიან იშვიათად - დაღლილობა (სისუსტის შეგრძნება); სიხშირე უცნობია - ტაქიფილაქსია (ხანგრძლივი გამოყენებისას ან დოზის გადაჭარბებისას).
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციების აღნიშვნისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებსა და ჩვილებში.
იყო შეტყობინებები სერიოზული გვერდითი რეაქციების ცალკეული შემთხვევების შესახებ (კერძოდ, აპნოე) თერაპიული დოზების გამოყენებისას ამ ასაკობრივ ჯგუფში.
თავი უნდა იქნას არიდებული დოზის გადაჭარბებას.
ეს სამკურნალო პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი / რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ, შემდეგი მდგომარეობების დროს:
- მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმები (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება) ან ჰიპერტენზია;
- ფეოქრომოციტომა;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი);
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
- პორფირია;
- თერაპია მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით ან სხვა პრეპარატებით, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის მომატება.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და დოზის გადაჭარბება. კერძოდ, ხანგრძლივი გამოყენებისას და დოზის გადაჭარბებისას, მისი მოქმედება შეიძლება შემცირდეს (ტაქიფილაქსია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი დოზების გამოყენების საჭიროება ან უფრო ხშირი გამოყენება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას. მკურნალობის რეკომენდირებული კურსის გადამეტების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
შეშუპების საწინააღმდეგო რინოლოგიური საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია (რიკოშეტის ფენომენი);
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტური რინიტი);
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ქრონიკული რინიტის დროს, ასევე რეკომენდებულზე მაღალი დოზებით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დამხმარე ნივთიერებები
სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი შეიცავს 0,15 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს 1 მლ ხსნარში. ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის ღრუში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
მონაცემები, მიღებული შეზღუდული რაოდენობის ორსულებში, რომლებიც იღებდნენ ოქსიმეტაზოლინს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, არ მიუთითებენ რაიმე გვერდითი რეაქციების განვითარებაზე, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ ორსულობაზე ან ნაყოფის / ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე. რაიმე სხვა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ამჟამად არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა თერაპიულ დოზებზე მეტი დოზების გამოყენების დროს. ორსულობის დროს პრეპარატი ბურუნაჩი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით. ორსულობის დროს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დაარღვიოს ნაყოფისთვის სისხლის მიწოდება.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ოქსიმეტაზოლინი დედის რძეში. ამრიგად, პრეპარატი ბურუნაჩი უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით. ძუძუთი კვების დროს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება შეამციროს რძის გამომუშავება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ოქსიმეტაზოლინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ტრანლიციპრომინის ტიპის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ან ჰიპერტენზიული პრეპარატების კომბინირებულმა (ერთდროულმა) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. ამიტომ, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ წამლების ერთდროული გამოყენება.
ჭარბი დოზირება
შეშუპების საწინააღმდეგო რინოლოგიური საშუალებების მოქმედება შეიძლება შემცირდეს ხანგრძლივი გამოყენებისას და დოზის გადაჭარბებისას (ტაქიფილაქსია). ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი დოზების გამოყენების საჭიროება ან უფრო ხშირი გამოყენება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სამკურნალო პრეპარატის მოხმარების ხანგრძლივობას. მკურნალობის რეკომენდებული კურსის გადამეტების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ნაზალური გამოყენების ან შიგნით შემთხვევითი მიღების შემდეგ. იმიდაზოლის წარმოებულებით ინტოქსიკაციის შემდეგ კლინიკური სურათი შეიძლება ბუნდოვანი იყოს, ვინაიდან ჰიპერრეაქტიულობის ფაზები შეიძლება შენაცვლებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემის დათრგუნვის ფაზებით.
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება გამოიხატება შემდეგი პირობებით: შიში, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.
ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა გამოიხატება შემდეგი მდგომარეობებით: სხეულის ტემპერატურის შემცირება, მოთენთილობა, ძილიანობა და კომა.
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დამატებითი სიმპტომები: მიოზი, მიდრიაზი, სხეულის ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, სიფერმკრთალე, ციანოზი, პალპიტაცია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, შოკური ჰიპოტენზია, გულისრევა და პირღებინება, სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე და ფსიქოგენური დარღვევები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, ხშირად ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, რომელსაც თან ახლავს კრუნჩხვები და კომა, ბრადიკარდია, აპნოე და ჰიპერტენზია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ჰიპოტონიით.
მკურნალობა
მძიმე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია სტაციონარული ინტენსიური თერაპია. ვინაიდან ოქსიმეტაზოლინი სწრაფად შეიწოვება, პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს სამედიცინო ნახშირი (აბსორბენტი), ნატრიუმის სულფატი (საფაღარათო საშუალება) ან უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღების შემთხვევაში). ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია. ანტიდოტის სახით შეიძლება დაინიშნოს არასელექტიური α- ბლოკატორი.
საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია სხეულის ტემპერატურის შემცირება, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია და ფილტვების ჟანგბადით ვენტილაცია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
5 მლ ნაზალური წვეთები თეთრ პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 6 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.