მონოგრაფია Nº 02096 ურეცეპტო
ნაზივინი ნაზალური სპრეი
NAZIVIN
0.05% 10მლ ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
- მოქმედი ნივთიერება
- ოქსიმეტაზოლონი (Oxymetazoline)
- მწარმოებელი
- Merk KGaA, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ოქსიმეტაზოლონი. ჯერ ყველაზე იაფი.
სნუპიკი
SNUPPIK
0,01% 5მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
ნაზოლი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 30მლ
აფრინი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
აფრინი ექსტრო
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
რინერჯი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ალერჯონი
0.25მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
აფრინი დამატენიანებელი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
ბურუნაჩი
Burunach
ნაზალური წვეთები 0,01% 5მლ
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.01% 5მლ ნაზალური წვეთები 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.025% 10მლ ნაზალური წვეთები 1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ნაზივინი წვეთები
NAZIVIN
0.05% 10მლ ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის მინის ფლაკონში სახურავი-პიპეტით
ოპერილი
Operil®
0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
ოპერილი
Operil®
0.05% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები მოზრდილთათვის და 7 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ოპერილი P
Operil® P
0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური სპრეი 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი
Santa Cold Spray Kids
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ოქსიმეთაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.500 მგ
დამხმარე საშუალებები:
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი 0.6093 მგ
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 3.823 მგ
გლიცეროლი (85%) 24.348 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი
(50% ხსნარი) 0.100 მგ
გასუფთავებული წყალი 978.600 მგ
ზოგადი დახასიათება
ხსნარი თითქმის გამჭვირვალე, თითქმის უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიკონგესტიური საშუალება – ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტიკი).
ათქ კოდი: R01AA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაზივინი (ოქსიმეთაზოლინი) ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას. ცხვირის ანთებით ლორწოვანაზე ადგილობრივად წასმისას ამცირებს შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს.
ლორწოვანას შეშუპების მოხსნა ხელს უწყობს ცხვირის ნესტოების, შუა ყურის ღრუს აერაციის აღდგენას, რაც ახდენს ბაქტერიული გართულებების განვითარების პრევენციას (ჰაიმპორიტის, სინუსიტის, შუა ოტიტს).
ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისას თერაპიული კონცენტრაციებით არ აღიზიანებს ლორწოვანას, არ იწვევს ჰიპერემიას.
ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისას პრეპარატს არ გააჩნია სისტემური მოქმედება.
პრეპარატი მოქმედებას იწყებს სწრაფად (რამდენიმე წუთში).
ნაზივინის მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
ჩვენებები
- მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც თან ახლავს სურდო
- ალერგიული რინიტი
- ვაზომოტორული რინიტი
- დრენაჟის აღსადგენად ცხვირის ღრუს ცხვირის ნესტოების ანთების, ევსტაქიიტის, შუა ოტიტის დროს
- შეშუპების მოსახსნელად ცხვირის გასასვლელებში დიაგნოსტიკურ მანიპულაციებამდე.
უკუჩვენებები
ატროფიული რინიტი; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტრიული წნევის მომატებას მათი მიღების შემდეგ 10 დღემდე პერიოდში; მომატებული თვალის შიდა წნევის, გამოხატული ათეროსკლეროზის, ტაქიკარდიის, ფეოქრომოციტომის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმების დროს (ჰიპერტენზია, სტენოკარდია); თირეოტოქსიკოზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას არ შეიძლება რეკომენდებული დოზირების გადამეტება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისა და ნაყოფისათვის რისკისა და სარგებლის ურთიერთმიმართების გულდასმითი შეფასების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 6 წლამდე:
1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში 2-3-ჯერ. პრეპარატი გამოიყენება 5-7 დღე.
რეკომენდებულზე მაღალი დოზები გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ:
ცხვირის გარსების წვა ან სიმშრალე, ცემინება.
იშვიათ შემთხვევებში:
მას შემდეგ, რაც გავა ნაზივინის გამოყენების ეფექტი, აღინიშნება ცხვირის “გაჭედილობის” ძლიერი გრძნობა (რეაქციული ჰიპერემია). მრავალჯერადი ზედოზირება ადგილობრივი ნაზალური გამოყენებისას ზოგჯერ იწვევს ისეთ სისტემურ სიმპატომიმეტიკურ ეფექტებს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად აღინიშნა შფოთვა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილები და გულისრევა.
სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების ხანგრძლივმა უწყვეტმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქსია, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ატროფია და ცხვირის ლორწოვანის შექცევადი შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი).
ჭარბი დოზა
მნიშვნელოვანი ზედოზირების ან შემთხვევით შიგნით მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გუგების შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, არითმია, კოლაფსი, გულის მუშაობის დათრგუნვა, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დარღვევები. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ფსიქიკური აშლილობები, აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რასაც თან ახლავს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის გაჩერება და კომის შესაძლო განვითარება.
შიგნით მიღებასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირებისას ინიშნება კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მაო ბლოკატორებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას – არტერიული წნევის მომატება.
სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა სამკურნალო საშუალებების იმავდროულად მიღებისას მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება და ზედოზირება, განსაკუთრებით ბავშვებში.
ოქსიმეთაზოლინის შემცველი სურდოს საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულზე მაღალი დოზებით არ არის გამორიცხული საერთო ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასეთ შემთხვევებში შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარი.
გამოშვები ფორმა
ნაზალური სპრეი 0.05%.
10 მლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონი შემასხურებელი მოწყობილობით, ხრახნიანი თეთრი ფერის პოლიეთილენის თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვა
ინახება არა უმეტეს 25oC-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.