მონოგრაფია Nº 02284 ურეცეპტო
ომეზი კაფსულები
OMEZEE Capsules
20 მგ.ტაბლეტი #10
დან17.00 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ომეპრაზოლი (Omeprazole)
- მწარმოებელი
- Zee Laboratories, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
ომეზი - Omezee 20მგ 200 კაფსულა
0.09 ₾ / ც. × 200
ყიდვა ↗17.00 ₾
-
PSP
ომეზი - Omezee 20მგ 200 კაფსულა
0.09 ₾ / ც. × 200
ყიდვა ↗17.02 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ომეპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ომეპრაზოლი
20მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი გობენსი
OMEPRAZOLE GOBENS
20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №14
ომეზიმი
20მგ კაფსულა №200
ომეპრაზოლი/ომეზე
20მგ კაფსულა №200
ომეგარდი
OMEGARD
20 მგ კაფსულა № 200 (20X10)
ომეზოლი
Omezol
20მგ კაფსულა #20
ომეპრაზოლი
OMEPRAZOL
10მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი
OMEPRAZOLE
20მგ ტაბლეტი №28
ომეპრაზოლი
OMEPRAZOLE
20მგ კაფსულა #10
ომეპრაზოლი
Omeprazole
20მგ კაფსულა #50
ომეპრაზოლი EM
OMEPRAZOLE EM
10მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი გობენსი
Omeprazol Gobens
20მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28
ომეპრაზოლი გობენსი
OMEPRAZOLE GOBENS
20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №28
ომეპრაზოლი ნეო
OMEPRAZOL NEO
20მგ კაფსულა #10
ორტანოლი
ORTANOL
10მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14
ორტანოლი
ORTANOL
20მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14
პროტონი
Proton
40 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56
პროტონი
Proton
20 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56
ჰელიციდი 20
HELICID 20
20მგ კაფსულა #90
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ომეპრაზოლი 20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ომეპრაზოლი წარმოადგენს H+-K+-AT- ფაზის ენზიმური სისტემის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+-K+-AT- ფაზის აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების მემბრანებში და ამით აბლოკირებს კუჭის წვენის სეკრეციას. ვინაიდან, ეს ფერმენტული სისტემა განიხილება, როგორც კუჭის ლორწოვანის `პროტონული ტუმბო~, ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბიტორს, რომელიც თრგუნავს ამ უკანასკნელის გამოყოფის ბოლო საფეხურს. ომეპრაზოლი იწვევს რა, მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას, ამით აქვეითებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
20 მგ. პრეპარატის მიღებისას, კუჭის წვენის სეკრეციის დათრგუნვა ხდება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას, უზმოზე, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 0.5-3.5 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებისას, აბსორბციის პროცესი უფრო ხანგრძლივია.
ომეპრაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5-1 სთ-ს. პრეპარატს ახასიათებს სისხლის პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი (დაახლოებით 95%) შეკავშირების უნარი.
აბსორბციის შემდეგ, ომეპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირდება ღვიძლში და სწრაფად გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. პრეპარატი სწრაფად, 4 სთ-ის განმავლობაში ვრცელდება კუჭის ლორწოვან გარსში, ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში. 48 სთ-ის შემდეგ ომეპრაზოლი რჩება მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსში. პრეპარატის შეღწევადობა ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეზღუდულია.
პერორალური მიღებისას პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი (77%) გამოიყოფა შარდთან ერთად, მინიმუმ 6 მეტაბოლიტის სახით. აქედან 2 იდენტიფიცირდება ფეკალურ მასებში, რაც მეტყველებს ნაღველში მეტაბოლიტების მნიშვნელოვან ექსტრაქციაზე.
პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი 3 მეტაბოლიტი, როგორიცაა: ომეპრაზოლის სულფიდური და სულფონური წარმოებულები. ეს მეტაბოლიტები ხასიათდებიან სუსტი ანტისეკრეტორული აქტივობით.
აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ომეპრაზოლის სულფონი.
ჰეპატიტიან ავადმყოფებში, პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდის ხანგრძლივობა პლაზმაში იზრდება 3 საათამდე, ჯანმრთელ ადამიანებთან (0.5-1 სთ) შედარებით.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში, ადგილი აქვს ექსკრეციის გახანგრძლივებას. ვინაიდან ომეპრაზოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, მათი გამოყოფის სიჩქარე ფერხდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად, ხოლო კონცენტრაცია იზრდება.
ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), კუჭის კეთილთვისებიანი წყლული, რეციდიული წყლული, ქირურგიული ოპერაციის შემდგომი წყლული;
გასტრიტი;
მომატებული მჟავიანობა და კუჭის გაღიზიანება;
რეფლუქს-ეგზოფაგი (გამწვავების ფაზაში);
სისხლდენები კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან;
ლორწოვანი გარსის მწვავე სტრესული წყლულები:
ასპირაციის სინდრომი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (გასტრინომა).
მიღების წესი და დოზირება
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ ერთჯერადად. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში 8 კვირას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზაა 60 მგ ერთჯერადად, შემდგომში, ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მისი კორექცია 20-120 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე. მძიმე შემთხვევებში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 360 მგ-მდე დღე-ღამეში 3 მიღებაზე.
ომეპრაზოლის მოქმედება იწყება 4 დღის შემდეგ. სასურველია მისი მიღება ჭამამდე ან ჭამის დროს, ამ დროს დემონსტრირდება პრეპარატის მაქსიმალური ეფექტურობა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, უძილობა. არსებობს მონაცემები: ღვიძლის ფუნქციის მოშლის, თრომბოპენიის, ლეიკოპენიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილების, აგრესიული და დეპრესიული რეაქციების.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგანაც მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ომეპრაზოლი აძლიერებს ორგანიზმიდან დიაზეპამის, ფენიტოინის და ვარფარინის გამოყოფის პერიოდს. ეს პრეპარატები ღვიძლში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების შედეგად გარდაიქმნებიან ფერმენტული სისტემის ციტოქრომ P-450 იზოფორმებად.
შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: მშრალ და გრილ ადგილას.
მოარიდეთ ბავშვებს!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.