8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02275 ურეცეპტო

ომეპრაზოლი

OMEPRAZOL

10მგ კაფსულა №30

ომეპრაზოლი, 10მგ კაფსულა №30
მოქმედი ნივთიერება
ომეპრაზოლი (Omeprazole)
მწარმოებელი
გამა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
გამა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ომეპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ომეპრაზოლი, 20მგ კაფსულა №30

ომეპრაზოლი

20მგ კაფსულა №30

ომეპრაზოლი ბორისოვო, ბელარუსი
დან3.15 ₾
ომეპრაზოლი გობენსი, 20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №14

ომეპრაზოლი გობენსი

OMEPRAZOLE GOBENS

20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №14

ომეპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან6.85 ₾
ომეზი კაფსულები, 20 მგ.ტაბლეტი #10

ომეზი კაფსულები

OMEZEE Capsules

20 მგ.ტაბლეტი #10

ომეპრაზოლი Zee Laboratories, ინდოეთი
დან17.00 ₾
ომეზიმი, 20მგ კაფსულა №200

ომეზიმი

20მგ კაფსულა №200

ომეპრაზოლი
დან17.02 ₾
ომეპრაზოლი/ომეზე, 20მგ კაფსულა №200

ომეპრაზოლი/ომეზე

20მგ კაფსულა №200

ომეპრაზოლი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან17.02 ₾
ომეგარდი, 20 მგ კაფსულა № 200 (20X10)

ომეგარდი

OMEGARD

20 მგ კაფსულა № 200 (20X10)

ომეპრაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო
ომეზოლი, 20მგ კაფსულა #20

ომეზოლი

Omezol

20მგ კაფსულა #20

ომეპრაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

ომეპრაზოლი

OMEPRAZOLE

20მგ ტაბლეტი №28

ომეპრაზოლი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
ომეპრაზოლი, 20მგ კაფსულა #10

ომეპრაზოლი

OMEPRAZOLE

20მგ კაფსულა #10

ომეპრაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ომეპრაზოლი, 20მგ კაფსულა #50

ომეპრაზოლი

Omeprazole

20მგ კაფსულა #50

ომეპრაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ომეპრაზოლი EM, 10მგ კაფსულა №30

ომეპრაზოლი EM

OMEPRAZOLE EM

10მგ კაფსულა №30

ომეპრაზოლი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
ომეპრაზოლი გობენსი, 20მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28

ომეპრაზოლი გობენსი

Omeprazol Gobens

20მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28

ომეპრაზოლი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
ომეპრაზოლი გობენსი, 20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №28

ომეპრაზოლი გობენსი

OMEPRAZOLE GOBENS

20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №28

ომეპრაზოლი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო

ომეპრაზოლი ნეო

OMEPRAZOL NEO

20მგ კაფსულა #10

ომეპრაზოლი ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო

ორტანოლი

ORTANOL

10მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14

ომეპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

ორტანოლი

ORTANOL

20მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14

ომეპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო
პროტონი, 40 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56

პროტონი

Proton

40 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56

ომეპრაზოლი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
პროტონი, 20 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56

პროტონი

Proton

20 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56

ომეპრაზოლი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო

ჰელიციდი 20

HELICID 20

20მგ კაფსულა #90

ომეპრაზოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 20 მგ ომეპრაზოლის შემცველ 0,233გ გრანულებს

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო მაღალეფექტურ საშუალებას. ომეპრაზოლი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ლიპოფილური თვისებებით, ადვილად აღწევს კუჭის ლორწოვანის პარიეტალურ უჯრედებში, იგი გროვდება ამ უკანასკნელში და აქტივირდება კუჭში მჟავიანობის მომატებისას. ახდენს პარიეტალური უჯრედების აპიკალურ მემბრანაზე H+-K+ ATF-აზის (პროტონული ტუმბოს) ინჰიბირებას. აბლოკირებს წყალბადის იონების სეკრეციას კუჭის სანათურში და კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიას, ამცირებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
ომეპრაზოლი აგრეთვე ავლენს მკვეთრად გამოხატულ ბაქტერიციდულ ეფექტს Helicobacter pylori - ს მიმართ.

03

ფარმაკოკინეტიკა

ომეპრაზოლი სრულად იწოვება 3-6 საათის განმავლობაში. სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 35%, განმეორებითი, დღეში ერთჯერადი მიღების შემდეგ კი 60%. პლაზმაში მისი 95% უკავშირდება ცილებს. ომეპრაზოლი განიცდის ბიოტრანსფორმაციას ძირითადად ღვიძლში, T1/2 შეადგენს 40 წუთს. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, ჰეპატიტით დაავადებულ ავადმყოფებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება 3 სთ-მდე. იგი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით (80%), თირკმლების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

04

ჩვენებები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; რეფლუქს ეზოფაგიტი (მათ შორის პროფილაქტიკა), გასტრიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება პერორალურად უზმოზე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა. წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ - 1 კაფსულა დღეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში 40 მგ). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს 2-4 კვირის განმავლობაში, ხოლო კუჭის წყლულისა და რეფლუქს ეზოფაგიტის დროს 4-8 კვირის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზა შეადგენს 20-60 მგ დღეში, რომელსაც თანდათანობით ზრდიან 80-120 მგ-მდე. ამ შემთხვევაში დღიური დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე.

06

გვერდითი მოვლენები

ომეპრაზოლით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე. ცნს მხრივ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე. ალერგიული რეაქცია კი შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარის სახით

07

უკუჩვენებები

აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება არ არსებობს;
ომეპრაზოლი წინააღმდეგნაჩვენებია ან შედარებით მცირე დოზებში ინიშნება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს;
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისათვის.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბავშვებში გამოყენება:
ომეპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის სრულად შესწავლილი ბავშვთა ასაკში ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული პედიატრიული პაციენტებისთვის

09

განსაკუთრებული მითითებები

იმ შემთხვევაში, როდესაც ომეპრაზოლი ინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ავადმყოფებში, მკურნალობა იწყება პრეპარატის დაბალი დოზებით.
ღვიძლის დაავადებების გადატანის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება. პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

10

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების დროს ტოქსიკური ეფექტები არ არის აღწერილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ომეპრაზოლი აინჰიბირებს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმში მონაწილე ღვიძლის ფერმენტულ სისტემებს, რის გამოც ახდენს ზეგავლენას სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, მათ კონცენტარაციაზე სისხლში და ელიმინაციის პროცესზე. სხვა მხრივ იგი აქვეითებს კუჭის მჟავიანობას და ცვლის ბიოლოგიურ სითხეებში ყველა სამკურნალო საშუალების კონცენტრაციებს, რომელთა რეზორბციაც დამოკიდებულია PH–ზე.
ომეპრაზოლი აფერხებს ორგანიზმიდან დიაზეპამის, ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის და ვარფარინის გამოყოფას. მათი ერთდროული მიღების დროს საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით.
ომეპრაზოლი ამცირებს ამპიცილინის, რკინის მარილების და კეტოკონაზოლის რეზორბციას.

12

შენახვის პირობები

მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

მხოლოდ ექიმის რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.