მონოგრაფია Nº 02277 ურეცეპტო
ომეპრაზოლი
OMEPRAZOLE
20მგ ტაბლეტი №28
- მოქმედი ნივთიერება
- ომეპრაზოლი (Omeprazole)
- მწარმოებელი
- Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ომეპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ომეპრაზოლი
20მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი გობენსი
OMEPRAZOLE GOBENS
20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №14
ომეზი კაფსულები
OMEZEE Capsules
20 მგ.ტაბლეტი #10
ომეზიმი
20მგ კაფსულა №200
ომეპრაზოლი/ომეზე
20მგ კაფსულა №200
ომეგარდი
OMEGARD
20 მგ კაფსულა № 200 (20X10)
ომეზოლი
Omezol
20მგ კაფსულა #20
ომეპრაზოლი
OMEPRAZOL
10მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი
OMEPRAZOLE
20მგ კაფსულა #10
ომეპრაზოლი
Omeprazole
20მგ კაფსულა #50
ომეპრაზოლი EM
OMEPRAZOLE EM
10მგ კაფსულა №30
ომეპრაზოლი გობენსი
Omeprazol Gobens
20მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28
ომეპრაზოლი გობენსი
OMEPRAZOLE GOBENS
20მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა №28
ომეპრაზოლი ნეო
OMEPRAZOL NEO
20მგ კაფსულა #10
ორტანოლი
ORTANOL
10მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14
ორტანოლი
ORTANOL
20მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14
პროტონი
Proton
40 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56
პროტონი
Proton
20 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა N14; N56
ჰელიციდი 20
HELICID 20
20მგ კაფსულა #90
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი ომეპრაზოლი 20მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები (OMEPRAZOLE 20mg GASTRO-RESISTANT CAPSULES) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ომეპრაზოლს.
ჩვენებები
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (მათ შორის Helicobacter pylori–ისთან ასოცირებული)
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები.
მიღების წესი და დოზირება
ინდივიდუალური. ერთჯერადი დოზა შეადგენს 20-40მგ-ს, სადღეღამისო დოზა – 20-80მგ-ს. მიღების სიხშირე 1-2-ჯერ/დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8კვირა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ანემია, ეოზინოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ჰემატურია, პროტეინურია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემტხვევებში – ართრალგია, კუნთის სისუსტე, მიალგია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ანამნეზში), მომატებული მგრძნობელობა ომეპრაზოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ომეპრაზოლის მიღება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
თერაპიის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა (განსაკუთრებით კუჭის წყლულის დროს), რადგან ომეპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა შენიღბოს სიმპტომატიკა და დააგვიანოს სწორი დიაგნოზის დასმა.
ომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე შესაძლოა დამახინჯდეს ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები და სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მაჩვენებლები.
ომეპრაზოლის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ბავშვებში.
ომეპრაზოლთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია ბენზოდიაზეპინების ტოქსიური მოქმედების სიმპტომების განვითარება.
დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ომეპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში.
დისულფირამთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია გონების დაკარგვის შემთხვევები, ინდინავირთან – შესაძლოა სისხლის პლაზმაში ინდინავირის კონცენტრაციის შემცირება, კეტოკონაზოლთან – ამ უკანასკნელის აბსორბციის შემცირება.
კლარითრომიცინთან ხანგრძლივი ერთდროული გამოყენებისას, იზრდება კლარითრომიცინისა და ომეპრაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
აღწერილია ორგანიზმიდან მეთოტრექსატის გამოყოფის შემცირება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ომეპრაზოლს.
თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა თეოფილინის კლირენსის უმნიშვნელო ზრდა.
ვარაუდობენ, რომ ომეპრაზოლის მაღალი დოზით მიღებამ ფენიტოინთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლი პლაზმაში.
აღწერილია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა ომეპრაზოლთან მისი ერთდროული გამოყენებისას.
ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია სისხლის პლაზმაში ომეპრაზოლის კონცენტრაციის გაზრდის შემთხვევები, ამასთან ომეპრაზოლის ეფექტურობა მცირდებოდა.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდენელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.