მონოგრაფია Nº 02073 ურეცეპტო
ნანოკალცი
Nanocalci
1000მგ კაფსულა №100
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium რკინის ფუმარატი (Ferrous fumarate) Zinc oxide
- მწარმოებელი
- Realmus ind. Co Ltd, აშშ
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჰერბალ პრეპარატი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 კაფსულის შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი 1000 მგ (ელემენტური
კალციუმი 300 მგ)
რკინის (II) ფუმარატი 15 მგ,
თუთიის (II) ოქსიდი 6 მგ.
ზოგადი დახასიათება
მოგრძო ფორმის, ყავისფერი რბილი კაფსულა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი დამზადებულია ნანოტექნოლოგიით, ამიტომ შეწოვისათვის არ საჭიროებს ვიტამინი D3-ის შემცველობას. დაზიანებული უჯრედი გამოყოფს წყალბადის პეროქსიდს, რისი აღმოჩენაც შეუძლია ნანონაწილაკებს; სუპრამოლეკულებს აქტიური ნივთიერების მოლეკულები მიაქვთ სამიზნე ადგილამდე, „ლიგანდი-სამიზნე“ მდგრადი კომპლექსის წარმოქმნის ხარჯზე მაქსიმალური ბიოშეღწევადობა მიიღწევა იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად არის მედიკამენტის საჭიროება. შესაბამისად მინიმალურ დროში ვიღებთ მაქსიმალურ ფარმაკო-თერაპიულ ეფექტს.
პრეპარატი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, კბილებში, თმებში, კუნთებში), ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს. კალციუმის გამოყენება აფერხებს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკა
კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დაჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის შემცველობის დაახლოვებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან 10% ციტრატებთან,ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსში,დარჩენილი 40% კი შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.კალციუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმელებით და საოფლე ჯირკვლებით.
ჩვენებები
კალციუმის დეფიციტი, სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი, მოტეხილობები (კომპლექსურ
თერა პია ში), ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონული სტატუსის დარღვევა:მენოპაუზა და მისი წინა პერიოდი, ოვარექტომია, გლუკოკორტიკოსდტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა, თირკმელჩანაცვლებითი თერაპია (დიალიზი).
მიღების წესი და დოზირება
თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში ან 2 კაფსულა ერთხელ დღეში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემია; ჰიპერკალციურია; თირკმლის მძიმე უკმარისობა; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); აქტიური ტუბერკულოზი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულის რევა, გასტრალგია, დიარეა; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
ოქსალატების შემცველი ( მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის ( ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტების მიღება ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ რეკომენდირებულია ეს პროდუქტი არ მიიღოთ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, გულისრევა.
მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა მარყუჟისებრი დიურეტიკების ( ფუროსემიდი), გლუკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების დანიშვნა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ კაცლიუმის შეშოვას, ამიტომ მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს დოზის გაზრდა.
საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ელ. კარდიოგრამის და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი,ვინაიდან კალციუმის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.
თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის არხისმიერ რეზორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟისებრი დიურეტიკები კი ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.
კალციუმის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტეტრაციკლინების შეწოვა, ამიტომ მათ შორის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 საათს.
შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +250C- მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადა
3 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
აქსელანი
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
ჰეფეროლი
350მგ კაფსულა №30
კალცი ლაიფი
Calci Life
ტაბლეტი #30
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
კალცი ლაიფი სიროფი
Calci Life liquid
200 მლ სიროფი
გალფერი
Galfer
305 მგ კაფსულა ბლისტერში N100
გალფერი ფა
Galfer FA
კაფსულა #28
კალციუმ აქტივი
Calcium Active
შუშხუნა ტაბლეტი #20
ლოჯიკალი D3
Logical D3
150 მლ სიროფი
მენოპეის კალციუმი
Menopace Calcium
ტაბლეტი #60
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
1000მგ საღეჭი ტაბლეტი №60
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
600მგ საღეჭი ტაბლეტი №30
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
სენსი ბეიბი
Sensi Baby
სპრეი 50მლ
ფერო-დენკი 50
FERRO-DENK 50
50მგ ტაბლეტი #50
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.