მონოგრაფია Nº 04919 ურეცეპტო
სენსი ბეიბი
Sensi Baby
სპრეი 50მლ
- მოქმედი ნივთიერება
- Zinc oxide
- მწარმოებელი
- ADAMED, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- დერმატოლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
სენსი ბეიბი - თუთიის ოქსიდის ემულსია
შემადგენლობა
თუთიის ოქსიდი - ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით, ამცირებს კანიდან სითხის კარგვას.
პანთენოლი - ინტენსიურად ატენიანებს, იცავს და აღადგენს კანს, ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას. აჩქარებს ეპიდერმისის რეგენერაციას
ალანტოინი - ატენიანებს, არბილებს კანს, აჩქარებს ეპიდერმისის რეგენერაციას
ქოქოსის, კანოლას, სოიოს, კანაფის ზეთები - აქვთ დამატენიანებელი და დამცავი თვისებები, აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას, ზრდიან ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციებისადმი მედეგობას
ვიტამინი E - დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, ხელს უწყობს რეგენერაციას.
ჩვენებები
სენსი ბეიბი ემულსია შექმნილია ჩვილების და მცირეწლოვანი ბავშვების მგრძნობიარე, გამონაყარის, გაღიზიანებისა და სიწითლისადმი მიდრეკილი კანის მოვლისათვის სიცოცხლის პირველივე დღიდან.
პროდუქტს აქვს დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და დამცავი მოქმედება, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ხსნის სიწითლეს.
მიღების წესი და დოზირება
პროდუქტი შეაფრქვიეთ საფენქვეშა მიდამოს კანზე, 20-30 სმ მანძილიდან. დაელოდეთ 1-2 წუთი, რომ შეიწოვოს. გამოიყენეთ პროდუქტი დღეში რამდენჯერმე ან საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღიდან.
განსაკუთრებული მითითებები
: არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. მოარიდეთ ლორწოვან გარსს (პირი, თვალები, ცხვირი). თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით ან / და მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
ინახება 8-25OC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სენსი ბეიბის შეფუთვა - სპრეის ფორმა უზრუნველყოფს:
პრეპარატის დოზირებულად, უშუალოდ კანზე დატანას;
არ საჭიროებს ხელით გადანაწილებას - ჰიგიენურია გამოყენებისას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ნანოკალცი
Nanocalci
1000მგ კაფსულა №100
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
1000მგ საღეჭი ტაბლეტი №60
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
600მგ საღეჭი ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.