მონოგრაფია Nº 04299 ურეცეპტო
ლოჯიკალი D3
Logical D3
150 მლ სიროფი
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium
- მწარმოებელი
- MASENZ DANYA GROUP SL, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ArtPharma
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium. ჯერ ყველაზე იაფი.
აქსელანი
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კალცი ლაიფი
Calci Life
ტაბლეტი #30
კალცი ლაიფი სიროფი
Calci Life liquid
200 მლ სიროფი
კალციუმ აქტივი
Calcium Active
შუშხუნა ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ლოჯიკალი D3 წარმოადგენს ტრიკალციუმის ფოსფატისა და ვიტამინი D3-ს უსაფრთხო და ეფექტურ კომბინაციას კალციუმის ბალანსის სწრაფი და პროლონგირებული აღდგენისთვის.
ლოჯიკალი D3-ის ყოველი 10 მლ შეიცავს:
ტრიკალციუმის ფოსფატი 775მგ (ექვივალენტურია 300მგ ელემენტარული კალციუმის);
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) -3.75 მკგ (150 სე)
ტრიკალციუმის ფოსფატი - კალციუმის მაღალი შემცველობის მარილია, რომელიც ეგზოგენურად აღადგენს კალციუმისა და ფოსფორის ენდოგენურ დეფიციტს და მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალების - ძვლოვანი ქსოვილის მთავარი კარკასის შენებაში. იგი კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ, რის ფონზეც ადვილად აღდგება იონიზირებული კალციუმის დონე. მიუხედევად იმისა, რომ კალციუმის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის, კბილის ემალის ფორმირებისთვის.
ვიტამინი D - ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.
ლოჯიკალი D3 რეკომენდებულია:
კალციუმის დეფიციტის და რაქიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
ჰიპოკალცემია;
ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
კბილის ამოსვლის შეფერხება; კარიესის პროფილაქტიკა;
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის პრევენცია და კომპლექსური თერაპია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში;
მოტეხილობები; ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება;
პოსტოპერაციული პერიოდი;
სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას.
მიღების წესი და
მიღების წესი და დოზირება
3 თვიდან - 1 წლამდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში
1 წლიდან - 4 წლამდე 5 მლ 2-ჯერ დღეში
4 წლიდან - 9 წლამდე 5 მლ 3-ჯერ დღეში
9 წლიდან 10 მლ 2-ჯერ დღეში
განსაკუთრებული მითითებები
საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვების რაციონს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზებს. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ გრილ და მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. გახსინად ვარგისიანობის პერიოდი შეადგენს 30 დღეს. შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენების წინ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
სიროფი, 150მლ
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ
ვარგისიანობის პერიოდი: 3 წელი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
მენოპეის კალციუმი
Menopace Calcium
ტაბლეტი #60
ნანოკალცი
Nanocalci
1000მგ კაფსულა №100
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
1000მგ საღეჭი ტაბლეტი №60
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
600მგ საღეჭი ტაბლეტი №30
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.