მონოგრაფია Nº 01965 Rx · რეცეპტით
მეტფორმინი დენკი 1000
Metformin Denk 1000
1000მგ ტაბლეტი №30
დან6.62 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინის ჰიდროქლორიდი (Metformin)
- მწარმოებელი
- DENK PHARMA GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიგუანიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- დენკ ფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
500მგ · №30
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 500მგ 30 ტაბლეტი
0.22 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.62 ₾
-
GPC
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 500მგ #30
0.22 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.69 ₾
-
PSP
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 500მგ 30 ტაბლეტი
0.22 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.69 ₾
-
ფარმადეპო
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 500მგ #30
0.22 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.69 ₾
500მგ · №100
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 500მგ #100
0.15 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗15.08 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 500მგ 100 ტაბლეტი
0.15 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗15.08 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 500მგ 100 ტაბლეტი
0.15 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗15.08 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 500მგ #100
0.15 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗15.08 ₾
850მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 850მგ #30
0.25 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.52 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 850მგ 30 ტაბლეტი
0.25 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.52 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 850მგ #30
0.25 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.52 ₾
850მგ · №120
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 850მგ #120
0.12 ₾ / ც. × 120
ყიდვა ↗14.32 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 850მგ 120 ტაბლეტი
0.12 ₾ / ც. × 120
ყიდვა ↗14.32 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 850მგ #120
0.12 ₾ / ც. × 120
ყიდვა ↗14.32 ₾
1000მგ · №30
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 1000მგ #30
0.26 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.82 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი ტაბლეტი 1000მგ #30
0.26 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.82 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
მეტფორმინი დენკი - Metformin Denk 1000მგ 30 ტაბლეტი
0.26 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.82 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
გლუკოფაჟი
1000მგ ტაბლეტი №60
სიოფორი® 500
Siofor® 500
500მგ ტაბლეტი #60
მეტფორმინი
Metformin
1000მგ ტაბლეტი №120
Glucophage
1000მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
სიოფორი® 850
Siofor® 850
850მგ ტაბლეტი #60
სიოფორი® 1000
Siofor® 1000
1000მგ ტაბლეტი #60
მეთფოგამა
500 მგ 120 ტაბლეტი №120
მეტფოგამა 1000
Metfogamma 1000
1000მგ შემოგარსული ტაბლეტი
ასფორმინი
AsforminTM
850მგ შემოგარსული ტაბლეტი #100
გლუკოფაჟი XR
1000მგ ტაბლეტი №60
მეტფოგამა 500
Metfogamma 500
500 მგ შემოგარსული ტაბლეტი
მეტფორმინი
Metformin
500მგ ტაბლეტი №100
ასფორმინი
AsforminТМ
1000მგ შემოგარსული ტაბლეტი #100
გლიფორი
1000მგ ტაბლეტი შუშხუნა 100 ტაბლეტი №100
მეთფორმინი დენკი
850მგ ტაბლეტი საღეჭი 120 ტაბლეტი №120
მეტფოგამა 850
Metfogamma 850
850 მგ შემოგარსული ტაბლეტი
სიოფორი XR
750მგ ტაბლეტი №60
ინსუფორი
INSUFOR
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; 850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მეტფორმინ დენკი 850
Metformin Denk 850
850მგ ტაბლეტი #30
მეტფორმინ- დენკი 500
Metfo-Denk 500
500მგ ტაბლეტი #30
მეტფორმინი
Metformin
850მგ ტაბლეტი №120
სიორალი რეტარდი
SIORAL RETARD
500მგ კაფსულა #20
სიორალი რეტარდი
SIORAL RETARD
850მგ კაფსულა #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მეტფორმინ დენკ 1000 მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლელიც გამოიყენება არა ინსულიზე დამოკიდებული 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ უფროსებში და 10 წლიდან ბავშვებში.
თერაპიული მითითებები
მეტფორმინ დენკ 1000 წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია სისხლში მაღალი გლუკოზის შემცვლელობის დასაწევად 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და ფიზიკური დატვირთვა არ იწვევს გლიკემიის დონის ადეკვატურ დარეგულირებას.
უფროსებში: მეტფორმინ დენკ 1000 შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ერთადერთი (მონოთერაპია) პრეპარატი, ასევე კომბინირებულ თერაპიაში სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ორალურად, ან ინსულინთან ერთად მისაღებად.
10 წელზე ზევით ბავშვებში და მოზარდებში: მეტფორმინ დენკ 1000 შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ერთადერთი (მონოთერაპია) პრეპარატი, ან ინსულინთან ერთად მისაღებად.
დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემცირება იქნა აღნიშნული 2 ტიპის მოზრდილ ჭარბწონიან ავადმყოფებში, წარუმატებელი დიეტის შემდეგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის, როგორც პირველი რიგის პრეპარატის გამოყენებით
უკუჩვენებები
მეტფორმინ დენკ 1000 არ გამოიყენება:
- მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან მეტფორმინ დენკ 1000-ის რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს;
- შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლის მჟავიანობის მომატების (დიაბეტური აციდოზი) და კომის პრელიმინალური სტადიის დროს (დიაბეტური პრე-კომა);
- თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს;
- თირკმელის ფუნქციების დაქვეითების ალბათობის მქონე მწვავე მდგომარეობები, მაგალითად:
- გაუწყლოება ძლიერი ფაღარათის ან ღებინების შემდეგ,
- სერიოზული ინფექცია,
- ცირკულარული კოლაფსი (შოკი),
- იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურად შეყვანა რენტგენზე გამოსაკვლევად, გამოკვლევის პერიოდში და გამოკვლევის შემდეგ 48 საათის განმავლობაში
- მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადის დეფიციტი (ქსოვილოვანი ჰიპოქსია),
- სუნთქვითი და გულის უკმარისობის დროს,
- გულის შეტევის დროს (ახალი მიოკარდიუმის ინფარქტი),
- ცირკულარული კოლაფსის დროს (შოკი).
- ღვიძლის უკმარისობის, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ალკოჰოლიზმის დროს;
- ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული სიფრთხილე მეტფორმინ დენკ 1000-ის გამოყენებისას
მეტფორმინის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ძლიერ მომატებული მჟავიანობა (რძემჟავური აციდოზი). თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სისოცხლისათვის საშიში შედეგი, მაგალითად, როგორიც არის კომა. უკუჩვენება არის რძემჟავური აციდოზი, რომელიც ვლინდება ვლინდება ზედმეტი დოზის მიღების ან მედიკამენტის არ მიღებისას. უკუჩვენება უნდა განიხილებოდეს ზუსტად.
რძემჟავური აციდოზის ნიშნები, ემთხვევა მეტფორმინის გასტროინტესტინალურ გვერდით ეფექტს: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარია და მუცლის ტკივილი. რძემჟავური აციდოზის სრული გამოვლინება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, სუნთქვის სიხშირეს მომატება, გონების დაკარგვა და კომა, რომელიც ვლინდება ერთი საათის განმავლობაში, მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას საავადმყოფოში.
მეტფორმინის დაგროვების საფრთხე, სისხლის ძლიერ მომატებული მჟავიანობა (რძემჟავური აციდოზი) ნაწილობრივ დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციაზე. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირება წარმოადგენს მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობის ერთ-ერთ პირობას.
აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, კერძოდ შრატის კრეატინინის დონის ყოველწლიური და უფრო ხშირი კონტროლიც. შრატის კრეატინინის მომატების შემთხვევაში აუცილებელია კონტროლი ჩატარდეს წელიწადში 2-4-ჯერ მაინც. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ შრატის კრეატინინის მაჩვენებელი ყოველთვის არ არის საკმარისი კრიტერიუმი, კერძოდ ხანდაზმულ ადამიანებში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის გამოკვლევის სხვა მეთოდის, კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელის განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს თირკმლის დაზიანების ალბათობა (იხ. ზოგიერთი პრეპარატით მკურნალობის ინფორმაცია, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის ან რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ).
ასევე სიფრთილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას.
რენტგენული გამოკვლევისთვის იოდიზებული კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს არანაკლებ 2 დღის შემდეგ, ისიც მხოლოდ თირკმლის ფუნქციების შეფასების და მისი ნორმალურად ფუნქციონირების შესახებ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.
თუ თქვენ ექვემდებარებით ქირურგიულ ჩარევას ან ეპიდურალურ ანესთეზიას, მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს მანიპულაციამდე 2 დღით ადრე. მკურნალობის განახლება შეიძლება 2 დღის გასვლის, ან საკვების მიღების განახლების შემდეგ, აგრეთვე თირკმლის ფუნქციების შეფასების და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.
მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ აღმოაჩინეთ ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია (გრიპი, სუნთქვის ან შარდისგამომყოფი სისტემის ინფექცია).
მეტფოტმინ დენკ 1000-ის მიღება შეუთავსეთ დანიშნულ დიეტურ თერაპიას, ასევე არეგულირეთ ნახშირწყლების რაოდენობა ყოველდღიურად. ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ.
ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია და რძემჟავური აციდოზი. ამიტომ საჭიროა მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს თავი ავარიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას.
ბავშვები და მოზარდები
ექიმმა უნდა დაადასტუროს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი მეტფორმინ დენკ 850–ით მკურნალობის დაწყებამდე ბავშვებსა და მოზარდებში.
კლინიკურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურეს რაიმე სახის ეფექტი ზრდასა და სქესობრივ სიმწიფესთან დაკავშირებით მეტფორმინთან მიმართებაში 1 წლიანი კვლევის შემდეგ. თუმცაღა არ არსებობს ინფორმაცია გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, რადგან ძალიან ცოტა ბავშვი 10-დან 12 წლის ასაკამდე იყო ჩართულიი კვლევის პროცესში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო ამ ასაკის ბავშვთა მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობისას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების ჩათვლით, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმინ დენკ 1000-ის პირველადად გამოყენებამ, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დამატებითი მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლუკოზის დონეზე.
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა შემდეგ პრეპარატებს: კორტიკოსტეროიდებს, მომატებულ არტერიულ წნევაზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატს (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები), შარდმდენები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ბეტა-სიმპატომიმეტიკები), ასევე იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერებს და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება საჭმელთან და სასმელთან ერთად
თავი ავარიდოთ მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობისას ალკოჰოლის შემცველი სასმელის და საკვების გამოყენებას.
ორსულობა და ლაქტაცია
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე მედიკამენტს მიიღებდეთ.
პაცენტებმა, რომლებსაც აქვთ დიაბეტი და არიან ორსულად ან აპირებენ დაფეხმძიმებას, არ უნდა იმკურნალონ მეტფორმინ-დენკ 1000-ით. ამ შემთხვევაში ნორმასთან ახლოს გლოკემიური დონის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიყენონ ინსულინი. მიმართეთ ექიმს ინსულინით მკურნალობის კორექციის მიზნით.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
მეტფორმინ დენკ 1000-ით მონოთერაპიისას არ არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობა, ამიტომ გავლენას არ ახდენს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. სულფონილშარდოვანასთან, ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციური თერაპიისას, შეიძლება გაუარესდეს მანქანების და მოწყობილობების მართვის უნარი, რადგან არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
მიღების წესი და დოზირება
მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. აუცილებელია კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც, როცა არ იცით როგორ და რა დოზით მიიღოთ პრეპარატი.
მკურნალობის ინდივიდუალური სქემა ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ, სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლის და შემდეგ მისი პერმანენტული კონტროლის პირობებში.
შემოგარსული ტაბლეტი 500 და 850მგ მეტფორმინის ჰიდროქსიდის შემცვლელობით, იძლევა საშუალებას ინდივიდუალურად იქნეს შერჩეული დოზა.
თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, გამოიყენება შემდეგი დოზები:
უფროსებში:
ეს დოზა მისაღებია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც დანიშნული აქვთ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის მაღალი დოზა. ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის მეტფორმინ დენკ 1000-ის 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში (ექვივალენტური 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქსიდთან) ჭამის დროს ან შემდეგ. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 3 შემოგარსული ტაბლეტისა დღეში (ექვივალენტური 3000 მგ. მეტფორმინის ჰიდროქსიდთან).
ბავშვებში 10 წლიდან და მოზარდებში: (მონოთერაპია და ინსულინთან ერთად)
ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში 500-850მგ მეტფორმინის ჰიდროქსიდის შემცველობით ჭამის დროს ან შემდეგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 4 შემოგარსული ტაბლეტისა დღეში 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქსიდის შემცვლელობით ან 2 შემოგარსული ტაბლეტი 1000 გ. მეტფორმინის ჰიდროქსიდის შემცველობით (ექვივალენტური 2000 მგ. მეტფორმინის ჰიდროქსიდის შემცველობით).
უფროს პაციენტეში:
მოხუც პაციენტებში თირკმელთა ფუნქციის დარღვევის გამო, მეტფორმინ დენკ 1000-ის დოზა შერჩეულ უნდა იქნეს თირკმელების ფუნქციის შესაბამისად. თირკმელის ფუნქციის გადამოწმება უნდა მოხდეს რეგულარულად თქვენი ექიმის მიერ.
მიღების წესი:
დაუღეჭავად გადაყლაპეთ შემოგარსული ტაბლეტები საკმარისი სითხის დაყოლებით, ჭამის დროს ან შემდეგ.
ორი ან მეტი ტაბლეტის დანიშვნისას, წამლის მიღება უნდა განაწილდეს დღის განმავლობაში, მაგ: 1 ტაბლეტი საუზმის შემდეგ, შემდეგი ვახშამის შემდეგ და ა.შ.
ჭარბი დოზირება
დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობის დოზის გადაჭარბებისას, საფრთხე მდგომარეობს არა ჰიპოგლიკემიის განვითარებაში, არამედ სისხლის მჟავიანობის მომატებაში (რძემჟავით) (რძემჟავური აციდოზი). რძემჟავური აციდოზის განვითარების სიმპტომები მსგავსია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მეტფორმინის გავლენის: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ტკივილი მუცლის მიდამოში. რძემჟავური აციდოზის საბოლოო სურათი შემდეგნაირია: კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სუნთქვის სიხშირის გახშირება, გონების გაფანტულობა და კომა, რომელიც შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სტაციონარში.
თუ თქვენ გამოტოვეთ მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება?
არ შეიძლება გამოტოვებული პრეპარატის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. თუ დაგავიწყდათ მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება, დანიშნული დოზა მიიღეთ შემდეგ მიღებაზე და ეცადეთ მომავალში დაიცვათ მითითებული დოზირება.
მეტფორმინ დენკ 1000 მკურნალობის შეწვეტა
თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატ მეფორმინ დენკ 1000-ის მიღებას ექიმის დანიშნულების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის გაზრდის რისკი და დიაბეტის ისეთი მეორადი მოვლენები, როგორიცაა: თვალების, თირკმელების და სისხლძარღვების დაზიანება.
თუ გაქვთ სხვა სახის შეკითხვები მეტფორმინ დენკ 1000-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, მეტფორმინ დენკ 1000-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა ადამიანში იგი არ ვლინდება.
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი:
უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი:
მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი:
მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი:
მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი:
1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი:
არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასებ
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ძალიან ხშირად: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილები მუცლის მიდამოში, მადის დაკარგვა. ეს მოვლენები ძირითადად ჩნდებიან მკურნალობის დასაწყისში და თავისით ქრებიან. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად მეტფორმინ დენკ 1000 უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ, 2-3 ერთჯერადი დოზის სახით. ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ შეწყვიტეთ მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნივთიერებათა ცვლა და კვებითი დარღვევები:
ძალიან იშვიათად: მეტაბოლიზმის მწვავე დეკომპენსაცია, რომელიც გამოწვეულია რძემჟავის გამო სისხლის მჟავიანობის მომატებით. ეს შეიძლება გამოვლინდეს ღებინების, მუცლის მიდამოში ტკივილის, კუნთების ტკივილების, კრუნჩხვების და საერთო მოთენთილობის სახით.
ძალიან იშვიათად: მცირდება ვიტამინ ბ12ის შეწოვა, შესაბამისად მცირდება პლაზმის დონე. დაავადების ამ მიზეზის განხილვა რეკომენდირებულია ანემიით დაავადებული პაციენტებისათვის.
ნერვულ სისტემის დარღვევები:
ხშირად: არატიპიური გემო
კანი და კანის დარღვევები:
ძალიან იშვიათად: კანის გაწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება.
თირკმლებისა და საშარდე სისტემის დარღვევა:
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) სიყვითლით ან მის გარეშე. თუ გაქვთ ამ სიმპტომთაგან რომელიმე უნდა შეწყვიტოთ მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება.
მხოლოდ რამდენიმე ინფორმაციაა გვერდითი ეფექტების შესახებ ბავშვებში და მოზარდებში. მსგავსი სიმძიმის, ბუნების და სიხშირის ეფექტებია მოზარდებშიც რაც უფროსებში.
კონტრ-ზომები:
რძემჟავური აციდოსის განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მეტფორმინ დენკ 1000-ით მკურნალობის შეწყვეტა.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა ან თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
მეტფორმინ დენკ 1000-ის შენახვის წესი
შეინახეთ მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაფიული ჯგუფი: შინაგანად მისაღები ანტიდიაბეტური საშუალება
აქთ კოდი: A10BA02
მეტფორმინი არის ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტის მქონე ბიგუანიდი. იგი ამცირებს პლაზმაში როგორც ბაზალურ ასევე საკვების შემდგომ გლუკოზის დონეს. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.
მეტფორმინს ახასიათებს მოქმედების შემდეგი 3 მექანიზმი:
- გლუკონეოგენეზსა და გლიკოგენოლიზისზე ზემოქმედებით ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნას;
- ინსულინისადმი მგრძნობელობის მომატებით, კუნთებში აუმჯობესებს პერიფერიული გლუკოზის შთანთქმას და უტილიზაციას;
- აფერხებს ნაწლავებიდან გლუკოზის შეწოვას.
გლიკოგენ სინტაზას გააქტიურების მეშვეობით, მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიგა სინთეზს.
მეტფორმინი ზრდის გლუკოზის ყველა ტიპის მემბრანული ტრანსპორტიორის (GLUT) მოქმედებას.
გლიკემიაზე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად, მეტფორმინი ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანების ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს ეფექტი გამოვლინდა საკონტროლო, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში წამლის თერაპიული დოზის გამოყენებისას. მეტფორმინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, LDL-ს და ტრიგლიცერიდების დონეს.
ფარმაკოკინეტიკა
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ორალური მიღებიდან 2.5 სთ-ს შემდეგ. ჯანმრთელ ადამიანებში 500 მგ და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემოგარსული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს 50-60%-ს. ორალური მიღების შემდეგ ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფილი მეტფორმინის არააბსორბირებული ფრაქცია შეადგენს 20-30%.
ორალურად მიღების შემდეგ ჰიდროქლორიდი მთლიანად ვერ შეიწოვება. ითვლება, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არალინეარულია. მეტფორმინის რეკომენდირებული დოზირების და დოზირების ცხრილის შესაბამისად, პლაზმის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 სთ-ს შემდეგ. უკანასკნელი, როგორც წესი 1 მგ/მლ-ზე ნაკლებია.
საჭმელი ამცირებს და აფერხებს მეტფორმინის შეწოვას.. პლაზმის ცილებთან მიერთება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლის პიკი უფრო დაბალია პლაზმის პიკთან შედარებით და მიიღწევა თითქმის ერთდროულად. სისხლის წითელი სხეულები უფრო ხშირად წარმოადგენენ განაწილების მეორად ნაწილს. განაწილების საშუალო დონე (Vd) მერყეობს 63-276 L-ს შორის.
მეტფორმინი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. დღემდე ადამიანში არც ერთი მეტაბოლიტი არ არის აღმოჩენილი.
მეტფორმინის თირკმლის კლირენსი > 400 მლ/წთ, მიუთითებს რომ მეტფორმინის ელიმინაცია ხდება გლომერულური ფილტრაციის და ტუბულარული სეკრეციის საშუალებით. ორალურად მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 6.5 სთ-ს. თირკმლის დაზიანებული ფუნქციისას, თირკმლის კლირენსი შემცირებულია კრეატინინის პროპორციულად დანახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია, რაც იწვევს პლაზმაში მეტფორმინის დონის გაზრდას.
მეტფორმინ დენკ 1000 შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, ექვივალენტურს 780 მგ. მეტფორმინთან.
დამხმარე ნივთიერებებია: ჰიდრომელოზა, პოვიდონი (K25), მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171).
აღწერილობა, გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
თეთრი ფერის, წაგრძელებული ფორმის, შემოგარსული ტაბლეტი, გამყოფი ნიშნით ერთ მხარეს და ღრმა გამყოფი ნიშნით მეორე მხარეს.
შემოგარსული ტაბლეტ შეიძლება გაყოფილ იქნას თანაბარ ნაწილებად.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 შემოგარსული ტაბლეტი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
გლუკოვანსი
500მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
Glucovance
500+2.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ნორმოგლიპი M
Normoglip M
2მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
გლიზი-ემ
GLYZEE™-M
ტაბლეტი №30
გლიკლამეტი
GLICLAMET
გლიკლაზიდი 80მგ/მეტფორმინი 500მგ ტაბლეტი #30
სიტადიაბ მეტი
SITADIAB MET
14 ტაბლეტი ბლისტერში
ამარილი მ
AMARIL M
2მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამარილი
2+500მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
მეტფორმინ-სიტაგლიპ
1000მგ+50მგ ტაბლეტი საღეჭი 56 ტაბლეტი №56
ვილმეტფორი
50მგ+850მგ ტაბლეტი №60
იანუმეტი
50მგ+850მგ ტაბლეტი №56
გალვუს მეტი
50+850მგ ტაბლეტი საღეჭი 60 ტაბლეტი №60
გალვუსმეტ
GalvusMet
50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; № 60
V-გლიპტმეტი
50მგ+1000მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ვი-გლიპტმეტი
50მგ+1000მგ ტაბლეტი №30
გალვუსმეტ
GalvusMet
50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60
სიტემ-M XR
50მგ+1000მგ ტაბლეტი №30
გლორმეტი
50მგ+1000მგ ტაბლეტი №60
ვილტამეტი
50მგ+1000მგ ტაბლეტი №60
დიალიპტინი
№56
Janumet
50+850მგ ტაბლეტი საღეჭი 56 ტაბლეტი №56
ალიკვალ დუო
50მგ+1000მგ ტაბლეტი №60
გლიდაპი M
10მგ+1000მგ ტაბლეტი №30
გალვუსმეტ
GalvusMet
50 მგ/500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 60
ქსიგდუო XR
10მგ+1000მგ ტაბლეტი №30
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი
Metformin Hydrochloride/Sitagliptin Grindeks
1000 მგ/50 მგ ტაბლეტები #56
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.