მონოგრაფია Nº 01926 ურეცეპტო
მედროლგინი
MEDROLGIN
30მგ/1მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დან12.50 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (Ketorolac tromethamine)
- მწარმოებელი
- Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
30მგ/1მლ · 1მლ · №5
-
GPC ყველაზე იაფი
მედროლგინი ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა #5
2.50 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.50 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მედროლგინი ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა #5
2.50 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.50 ₾
30მგ/მლ · 1მლ · №5
-
PSP
მედროლგინი - Medrolgin 30მგ/მლ 1მლ 5 ამპულა
2.50 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.50 ₾
30მგ · 1მლ · №5
-
PSP
მედროლგინი 30მგ/1მლ.. 5 ამპულა
2.50 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოროლაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტოროლაკი ნეო
KETOROLAC NEO
10მგ ტაბლეტი #20
კეტამო
KETAMO
10მგ ტაბლეტი #10
კეტზი
KETZY
შემოგარსული ტაბლეტი #10
კეტზი
KETZY
30 მგ/მლ 1 მლ ი.მ/ი.ვ საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ-იან შპრიცთან ერთად
კეტოროლი ®
KETOROL ®
- 10მგ ტაბლეტი #10
მედროლგინი
10მგ ტაბლეტი №10
ენფლუატი
0.4% წვეთები თვალის №1 5მლ
ვატორლაკი
VATORLAC
30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №3
კეტალდინი
0.5% წვეთები თვალის №1 5მლ
მედროლგინი
MEDROLGIN
0,5% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
ელიპა
0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
კეტოროლაკი გრინდექსი
KETOROLAC-GRINDEKS
30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტამო
KETAMO
30მგ/1მლ ამპულა #10
კეტოროლაკი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ
30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №20
ტორადოლი
10მგ ტაბლეტი №20
ტორადოლი
30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
კეტოროლაკი - APO
Ketorolac - APO
500მგ კაფსულა #30
კეტოროლაკი ნორმონი ი/მ ი/ვ
30მგ/მლ ხსნარი საინექციო ამპულა №100 1მლ
დოლომინი
Dolomin
30 მგ/ მლ 1 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტოროლაკის ტრომეტამოლი
Ketorolac Trometamol
30მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №100
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე უფერო ან მქრქალი ყვითელი ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამოლი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ეთილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის კოდი ათქ: M01AB15
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოროლაკის ტრომეტამოლი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტების ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობის არასელექტიურ დათრგუნვასთან, უმთავრესად პერიფერიულ ქსოვილებში, რისი შედეგიც არის პროსტაგლანდინების ტკივილის აღქმის, თერმორეგულაციისა და ანთების მოდულატორების ბიოსინთეზის დათრგუნვა.
კეტორალაკის ტრომეტამინის ბიოლოგიური აქტივობა დაკავშირებულია შ-ფორმასთან (შ-ენანთიომერთან). კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ თრგუნავს სუნთქვას, არ იწვევს წამლისმიერ დამოკიდებულებას, არ გააჩნია სედატიური და ანქსიოლიზური მოქმედება. ანალგეზიური ეფექტის სიმძლავრით მორფინის მსგავსია, საგრძნობლად აღემატება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
კეტოროლაკის მაქსიმალური ანალგეზიური ეფექტი 1-2 საათში მიიღწევა, ანალგეზიის ხანგრძლივობა 4-6 საათს შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანის შემდეგ კეტოროლაკი სწრაფად და სრულად შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ინექციის ადგილიდან. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2,2 მკგ/მლ მიიღწევა საშუალოდ 50 წუთში კუნთში ერთჯერადი დოზის 30 მგ შეყვანიდან. ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას პიკური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 1-3 წუთის განმავლობაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ს. შეყვანილი დოზის 50%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტებია გლუკურონიდები და პ-ჰიდროქსიკეტოროლაკი. კეტოროლოკი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად შარდთან ერთად გამოიყოფა (91%) და ნაკლებად განავალთან ერთად (6%). ტერმინალური ფაზის ნახევარდაშლის პერიოდი პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეადგენს საშუალოდ 5,3 საათს.
ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ტკივილი ოპერაციისშემდგომ პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების დროს).
მიღების წესი და დოზირება
ხსნარი ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ინტრავენური შეყვანა უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 15 წამი. მედროლგინის ინტრამუსკულარული შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ღრმად კუნთში. ადგილობრივი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შეიძლება ინექციის ადგილას ზეწოლის განხორცილებით 15-30 წამის განმავლობაში შეყვანის შემდეგ. უკუნაჩვენებია პრეპარატის ეპიდურული და ინტრათეკალური შეყვანა.
ზომიერად მძიმე და მწვავე ტკივილის მოსახსნელად 65 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტებში სხეულის წონით 50 კგ-ზე მეტი კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 60 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 30 მგ ყოველ 6 საათში; ინტრავენურად _ 30 მგ (არა უმეტეს 15 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს.
პაციენტებში სხეულის წონით <50 კგ ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, აგრეთვე, 65 წლის ასაკზე ზევით, კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 30 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 15 მგ (არა უმეტეს 20 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში); ინტრავენურად _ არა უმეტეს 15 მგ-სა ყოველ 6 საათში (არა უმეტეს 20 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არა უმეტეს 5 დღისა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები ანამნეზში;
- ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით;
- პროფილაქტიკური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი);
- თირკმლის უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმები, თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიის ან დეჰიდრატაციის დროს;
ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი, ქვინკეს შეშუპება ან ბრონქოსპაზმი;
- საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულური სისხლდენა, ოპერაციული ჩარევები სისხლჩაქცევის ან სისხლდენის არასრული შეჩერების მაღალი რისკით;
- სისხლის შედედების დარღვევა, მდგომარეობები სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის მაღალი რისკით;
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან პენტოქსიფილინით ერთდროული მკურნალობა;
_ ორსულობა, მშობიარობის და ძუძუთი კვების პერიოდი;
- 16 წლამდე ასაკი.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დისპეფსია, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, გასტრიტი, დიარეა, ბოყინი, ღებინება, შეკრულობა, მეტეორიზმი, კუჭის გადავსების შეგრძნება, სტომატიტი, მელენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (განსაკუთრებით მოხუცებში), სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვვა, მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, ნერვული აგზნებადობა, პარესთეზიები, დეპრესია, ეიფორია, კრუნჩხვები, მომატებული წყურვილი, კონცენტერაციის უნარის დარღვევა, უძილობა, ადვილად დაღლა, აგზნებადობა, გემოვნების დარღვევა, მიალგია, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზიები, სმენის დაქვეითება, ასეპტიური მენინინგიტი, ფსიქოზური რეაქციები.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, ოლიგურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული შემცველობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, შარდის შეკავება, ნეფროზული სინდრომი.
ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ალები, ბრადიკარდია, სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ასთმა, ფილტვების შეშუპება.
სისხლის სისტემის მხრივ: პურპურა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, სისხლდენა პოსტოპერაციული ჭრილობიდან, ჰემატომები, ეპისტაქსისი, სისლხდენის დროის გახანგრძლივება.
კანის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ლაელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, გამონაყარი, ანაფილაქსია.
რეპროდუქციული სისტემა: შესაძლოა ფერტილობის დარღვევა.
სხვა: შეშუპებები, წონის მატება, სხეულის ტემპერატურის მატება.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა შეიძლება შემცირდეს, მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით დროის ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც სიმპტომების მოსახსნელად არის საჭირო. კეტოროლაკის ტრომეტამოლის კომბინირებული გამოყენება პარენტერალურად და პერორალურად არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ქალებში, რომლებიც ვერ ორსულდებიან და ამასთან დაკავშირბით იტარებენ გამოკვლევებს, კეტოროლაკის ტრომეტამოლი უნდა მოიხსნას. ქალები განაყოფიერების დაქვეითებული უნარით მედროლგინის მიღებას უნდა ერიდონ.
კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანას დაზიანება. კლინიკური თვალსაზრისით მძიმე სისხლდენების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არის დოზადამიკოდებული. ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობის გარდა, მაპროვოცირებელი ფაქტორებია პერორალური კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება, ხანგრძლივი თერაპია არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება, ხანდაზმული ასაკი და ზოგადად ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა.
თირკმლის ფუნქციის ნაკლებად გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტები უნდა ღებულობდნენ კეტოროლაკის დაბალ დოზებს (არა უმეტეს 60 მგ დღე-ღამეში კუნთში). აუცილებელია თირკმელების ფუნქციის სათანადო კონტროლი.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი. კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. პაციენტებში სისხლის შედედების ნორმალური ფუნქციით სისხლდენის დრო იზრდებოდა, თუმცა არ აღემატებოდა ნორმის დიაპაზონს, რომელიც შეადგენს 2-11 წუთს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი სიფრთხილით ინიშნება არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის ან მსგავსი მდგომარეობების დროს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ანამნეზში ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. კეტოროლაკის ტრომეტამოლით მკურნალობამ შეასაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც ღვიძლის არსებული დისფუნქციის შემთხვევაში შეიძლება ღვიძლის მხრივ უფრო მძიმე რეაქციების განვითარებამდე მიგვიყვანოს. კეტოროლაკი უნდა მოიხსნას ღვიძლის დაავადების კლინიკური სიმპტომების ან სისტემური გამოვლინებების (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი) განვითარების შემთხვევაში.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენების დროს თავბრუს, ძილიანობის, მხედველობის დარღვევის, თავის ტკივილის, ვერტიგოს, უძილობის ან დეპრესიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (ციკლოოქსიგენაზის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით), აცეტილსალიცილის მჟავათი ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ერთდროული გამოყენება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, სისტემური გამოყენების ჰეპარინთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან ზრდის სისხლდენის რისკს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის და პრობენეციდის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას პლაზმაში ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების ხარჯზე. პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციამ შეიძლება ტოქსიკურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. ლითიუმისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
კეტოროლაკის ტრომეტამოლისა და პენტოქსიფილინის ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენების განვითარების რისკს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ტრომეტამოლის ჩათვლით, არ ინიშნება 8-12 დღის განმავლობაში მიფეპრისტონის გამოყენებიდან, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ მიფეპრისტონის ეფექტი.
კეტოროლაკს შეუძლია შეამციროს ფუროსემიდისა და თიაზიდების ნატრიურეზული მოქმედება. კეტოროლაკის და შარდმდენების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის განვითარება, ამიტომ საჭიროა პაციენტების სათანადო კონტროლი თირკმლის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად, და ასევე, შარდმდენების ეფქეტურობაში დასარწმუნებლად.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, კეტოროლაკის ჩათვლით, ერთდროული გამოყენებისას მეთოტრექსატთან.
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ზრდის თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკს, კერძოდ კი უჯრედშორისი სითხის შემცირებული მოცულობის მქონე პაციენტებში.
კეტოროლაკისა და ფსიქოტროპული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (ფლუოქსეტინი, თიოტექსენი, ალპრაზოლამი) აღინიშნებოდა ჰალუცინაციები.
სიფრთხილით ინიშნება ერთდროულად ციკლოსპორინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ტრომეტამოლის ჩათვლით, ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების მაღალი რისკის გამო.
სიფრთხილით ინიშნება კორტიკოსტეროიდები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ტრომეტამოლის ჩათვლით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის გამო.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება ზიდოვუდინთან იწვევს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარების რისკის მომატებას. არსებობს ჰემართროზისა და ჰემატომის მომატებული რისკი აივ-ინფიცირებულებში, პაციენტებში ჰემოფილიით ზიდოვუდინისა და კეტოროლაკის ერთდროული გამოყენებისას.
ფარმაცევტული ურთიერთქმედება
საინიექციო ხსნარის შერევა არ შეიძლება ერთ შპრიცში მორფინის სულფატთან, პრომეთაზინთან და ჰიდროქსიზინთან ერთად, ნალექის წარმოქმნის გამო.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ტრამადოლის ხსნართან, ლითიუმის პრეპარატებთან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგატსრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საინექციო ხსნარის 1 მლ ამპულებში. 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და ბნელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.