8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01925 ურეცეპტო

მედროლგინი

MEDROLGIN

0,5% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

დან8.38 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
მედროლგინი, 0,5% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
კეტოროლაკი (Ketorolac tromethamine)
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მედროლგინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

  • GPC ყველაზე იაფი

    მედროლგინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოროლაკი. ჯერ ყველაზე იაფი.

კეტოროლაკი ნეო, 10მგ ტაბლეტი #20

კეტოროლაკი ნეო

KETOROLAC NEO

10მგ ტაბლეტი #20

კეტოროლაკი ნეოფარმი, საქართველო
დან1.83 ₾
კეტამო, 10მგ ტაბლეტი #10

კეტამო

KETAMO

10მგ ტაბლეტი #10

კეტოროლაკი ავერსი ფარმა, საქართველო
დან3.11 ₾
კეტზი, შემოგარსული ტაბლეტი #10

კეტზი

KETZY

შემოგარსული ტაბლეტი #10

კეტოროლაკი Zee Laboratories, ინდოეთი
დან3.55 ₾
კეტზი, 30 მგ/მლ 1 მლ ი.მ/ი.ვ საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ-იან შპრიცთან ერთად

კეტზი

KETZY

30 მგ/მლ 1 მლ ი.მ/ი.ვ საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ-იან შპრიცთან ერთად

კეტოროლაკი Zee Laboratories, ინდოეთი
დან5.78 ₾
კეტოროლი ®, - 10მგ ტაბლეტი #10

კეტოროლი ®

KETOROL ®

- 10მგ ტაბლეტი #10

კეტოროლაკი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.50 ₾
მედროლგინი, 10მგ ტაბლეტი №10

მედროლგინი

10მგ ტაბლეტი №10

კეტოროლაკი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან6.81 ₾
ენფლუატი, 0.4% წვეთები თვალის №1 5მლ

ენფლუატი

0.4% წვეთები თვალის №1 5მლ

კეტოროლაკი მეფარ ილაჩ, თურქეთი
დან7.25 ₾
ვატორლაკი, 30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №3

ვატორლაკი

VATORLAC

30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №3

კეტოროლაკი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან8.22 ₾
კეტალდინი, 0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

კეტალდინი

0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

კეტოროლაკი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან8.38 ₾
მედროლგინი, 30მგ/1მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

მედროლგინი

MEDROLGIN

30მგ/1მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

კეტოროლაკი Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
დან12.50 ₾
ელიპა, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

ელიპა

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

კეტოროლაკი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან13.48 ₾
კეტოროლაკი გრინდექსი, 30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კეტოროლაკი გრინდექსი

KETOROLAC-GRINDEKS

30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კეტოროლაკი Grindeks, ლატვია
დან14.71 ₾
კეტამო, 30მგ/1მლ ამპულა #10

კეტამო

KETAMO

30მგ/1მლ ამპულა #10

კეტოროლაკი ავერსი ფარმა, საქართველო
დან17.19 ₾
კეტოროლაკი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ, 30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №20

კეტოროლაკი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ

30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №20

კეტოროლაკი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან26.69 ₾
ტორადოლი, 10მგ ტაბლეტი №20

ტორადოლი

10მგ ტაბლეტი №20

კეტოროლაკი ატნას ფარმა, დანია
დან53.55 ₾
ტორადოლი, 30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

ტორადოლი

30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

კეტოროლაკი ცენექსი, საფრანგეთი
დან54.57 ₾
კეტოროლაკი - APO, 500მგ კაფსულა #30

კეტოროლაკი - APO

Ketorolac - APO

500მგ კაფსულა #30

კეტოროლაკი Apotex, კანადა
დან143.48 ₾

კეტოროლაკი ნორმონი ი/მ ი/ვ

30მგ/მლ ხსნარი საინექციო ამპულა №100 1მლ

კეტოროლაკი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან150.73 ₾
დოლომინი, 30 მგ/ მლ 1 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

დოლომინი

Dolomin

30 მგ/ მლ 1 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კეტოროლაკი Sotex, რუსეთი
ურეცეპტო

კეტოროლაკის ტრომეტამოლი

Ketorolac Trometamol

30მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №100

კეტოროლაკი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამინი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ოქტოქსინოლ 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი
S01BC05

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათ-ვის ოფთალმოლოგიაში.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მედროლგინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია კეტოროლაკის ტრომეტამინის მიერ არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის ძირითადი ფერმენტის _ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით. ადგილობრივი გამოყენებისას აქვეითებს პროსტაგლანდინების კონცენტრაციას თვალშიდა სითხეში.
მედროლგინი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიგა წნევაზე. კონიუნქტივალურ პარკში ინსტილაციის შემდეგ, პლაზმაში კეტოროლაკის ძალიან დაბალი ან უმნიშვნელო დონე, მიუთითებს სისტემური სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის მინიმალურ აბსორბციაზე.

05

ჩვენებები

  • კატარაქტისა და თვალის წინა სეგმენტზე ჩატარებული სხვა ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული ანთებისა და მასთან დაკავშირებული სიმპტო-მების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • თვალების ქავილის შემსუბუქება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს.
06

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.
თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანთებითი პროცესებისათ-ვის ოპერაციიდან 24 საათში აწვეთებენ თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტისას პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცი-ლოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას.

07

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
08

გვერდითი მოვლენები

ინსტილაციის შემდეგ თვალების დროებითი წვა და გაღიზიანება, კონიუნქტივის ჰიპერემია, რქოვანას ინფილტრაცია, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, თავის ტკივილი, თვალების შეშუპება, თვალების ქავილი, თვალების ზედაპირული ინფექციები, თვალების ტკივილი.
იშვიათად – რქოვანას წყლული (წყლულოვანი კერატიტი), რქოვანას ინფილტრაცია, მხედველობის დაბინდვა, თვალების სიმშრალე, გაძლიერებული ცრემლდენა.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მხედველობის შესაძლო დარღვევების გამო, რომელიც ვითარდება ჩაწვეთებისთანავე, მხედველობის ნორმალიზებამდე საჭიროა ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.

09

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

10

განსაკუთრებული მითითებები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შესაძლებელია მედროლგინის გამოყენება თვალის წვეთებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს, ბეტა-ბლოკატორებს, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს და მიდრიატიკებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
მედროლგინის სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, პენტოქსიფილინთან, ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკის ზრდა.

12

ჭარბი დოზირება

დადგენილი არ არის.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მედროლგინი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

14

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

15

ვარგისობის ვადა

2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.