მონოგრაფია Nº 01688 ურეცეპტო
კეტოროლაკი ნეო
KETOROLAC NEO
10მგ ტაბლეტი #20
დან1.83 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (Ketorolac tromethamine)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
კეტოროლაკი - Ketorolac 10მგ 20 ტაბლეტი
0.09 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗1.83 ₾
-
GPC
კეტოროლაკი ტაბლეტი 10მგ #20
0.09 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗1.85 ₾
-
ფარმადეპო
კეტოროლაკი ტაბლეტი 10მგ #20
0.09 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗1.85 ₾
-
PSP
კეტოროლაკი - Ketorolak 10მგ 20 ტაბლეტი
0.65 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗13.08 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოროლაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტამო
KETAMO
10მგ ტაბლეტი #10
კეტზი
KETZY
შემოგარსული ტაბლეტი #10
კეტზი
KETZY
30 მგ/მლ 1 მლ ი.მ/ი.ვ საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ-იან შპრიცთან ერთად
კეტოროლი ®
KETOROL ®
- 10მგ ტაბლეტი #10
მედროლგინი
10მგ ტაბლეტი №10
ენფლუატი
0.4% წვეთები თვალის №1 5მლ
ვატორლაკი
VATORLAC
30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №3
კეტალდინი
0.5% წვეთები თვალის №1 5მლ
მედროლგინი
MEDROLGIN
0,5% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
მედროლგინი
MEDROLGIN
30მგ/1მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ელიპა
0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
კეტოროლაკი გრინდექსი
KETOROLAC-GRINDEKS
30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტამო
KETAMO
30მგ/1მლ ამპულა #10
კეტოროლაკი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ
30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №20
ტორადოლი
10მგ ტაბლეტი №20
ტორადოლი
30მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
კეტოროლაკი - APO
Ketorolac - APO
500მგ კაფსულა #30
კეტოროლაკი ნორმონი ი/მ ი/ვ
30მგ/მლ ხსნარი საინექციო ამპულა №100 1მლ
დოლომინი
Dolomin
30 მგ/ მლ 1 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტოროლაკის ტრომეტამოლი
Ketorolac Trometamol
30მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №100
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: კეტოროლაკის ტრომეთამინი - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, აეროსილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:Kკეტოროლაკი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზურ და სიცხის დამწევ ეფექტს. მოქმედების მექანიზმი განისაზღვრება ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით (ძირითადად პერიფერიულ ქსოვილებში) და პროსტაგლანდინების _ შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზის დათრგუნვით.
კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ახანგრძლივებს სისხლდენის პერიოდს. თრომბოციტების ფუნქციონალური მდგომარეობა აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 24-48 სთ-ში.
კეტოროლაკი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ თრგუნავს სუნთქვას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას, არ ახასიათებს სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება, არ ახდენს გავლენას გულის კუნთის მუშაობაზე, არ იწვევს ჰემოდინამიკურ ცვლილებებს და წამლისმიერ დამოკიდებულებას.
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ვლინდება მიღებიდან 0,5-1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 1-2სთ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ კეტოროლაკი სწრაფად და სრულად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%. პრეპარატის 10მგ დოზით მიღებისას უზმოზე სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (0,7-1,1მკგ/მლ) მიიღწევა 40წთ-ში. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას აბსორბციის ხარისხზე. თუმცა, ცხიმით მდიდარი საკვები ამცირებს და 1სთ-მდე ახანგრძლივებს სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5სთ-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება კეროტოლაკის 99%. კეტოროლაკი მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგატების წარმოქმნით, რომელთაც არ გააჩნიათ ანალგეზური მოქმედება. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად, ამასთან 60% - უცვლელი სახით.
მოხუცებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა იცვლება. მოხუცებში პრეპარატის კლირენსი მცირდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება საშუალოდ 6სთ-მდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფა მცირდება, რასაც მოჰყვება საერთო კლირენსის შემცირება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 9-10სთ-მდე. კეტოროლაკი მცირე კონცენტრაციით გადის პლაცენტარულ ბარიერს, ასევე გადადის დედის რძეში.
ჩვენებები
სხვადასხვა გენეზის ტკივილების კუპირება, მათს შორის:
- პოსტტრავმული ტკივილი (დაჭიმულობის, მოტეხილობის, ამოვარდნილობის, რბილი ქსოვილების დაზიანების დროს);
- პოსტოპერაციული ტკივილი (მუცლის ღრუს, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების დროს);
- ტკივილი მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
- კბილის ტკივილი, მათს შორის, ტკივილი სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ.
- მწვავე ტკივილი ოსტეოქონდროზის, ართრალგიის, რადიკულიტის, იშიალგიის და ქსოვილების სხვადასხვა პათოლოგიის დროს;
- ტკივილი ონკოლოგიური დაავადებების დროს;
პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს.
გამოყენება პედიატრიაში:პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვთა ასაკში.
მიღების წესი და დოზირება
,,კეტოროლაკი ნეო”-ს დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად ტკივილის სინდრომის გამოხატულების გათვალისწინებით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ზემოთ მიიღება 10მგ (1 ტაბლეტი) ყოველ 4-6 სთ-ში. ძლიერად გამოხატული ტკივილისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 20მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90მგ-ს.
65 წელზე უფროსი ასაკის, 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს (მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60მგ).
გვერდითი მოვლენები
,,კეტოროლაკი ნეო”-ს მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, ასთენია, ძილიანობა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, რინორეა, დისპნოე, სინუსიტი, რინიტი. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა, წყლულის პერფორაცია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ეოზინოფილიის განვითარება, ღვიძლის ტრანსამინაზას აქტივობის მომატება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; ნაზალური პოლინოზის სინდრომი; ანგიონევროზული შეშუპება; სხვადასხვა წარმოშობის ჰიპოვოლემია და დეჰიდრატაცია; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება; ცერებრო-ვასკულარული დარღვევები; თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები; პოსტოპერაციული პერიოდი სისხლდენის საშიშროებით; სისხლის შედედების დარღვევა; სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღება; გულის მძიმე უკმარისობა; სამშობიარო ტკივილი, მშობიარობის მიმდინარეობა.
ორსულობა და ლაქტაცია
კეტოროლაკი მცირე კონცენტრაციით გადის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში.
პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციური შედეგი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში ,,კეტოროლაკი ნეო”-ს მიღების აუცილებლობისას საჭიროა ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
,,კეტოროლაკი ნეო”-ს მიღება რეკომენდებულია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია, პრეპარატი ინიშნება შემცირებული დოზებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.Pპრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ანტიგოაგულანტებთან ერთად.Aასევე აუცილებელია სისხლის შედედების დარღვევის მქონე პაციენტების მუდმივი კონტროლი.
პრეპარატის მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ისეთმა პაციენტებმა, რომლებშიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება იწვევს თავბრუსხვევას, ძილიანობას, ,,კეტოროლაკი ნეო”-თი მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისაგან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სუნთქვის გახშირება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის ან სხვა ადსორბენტის მიღება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
,,კეტოროლაკი ნეო”-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
კეტოროლაკი უმნიშვნელოდ ამცირებს ვარფარინის პლაზმის ცილებთან კავშირს. ,,კეტოროლაკი ნეო’’-ს მიღება ფუროსემიდთან ერთად დაახლოებით 20%-ით ამცირებს მის შარდმდენ ეფექტს.
პრობენეციდი ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსს და განაწილების მოცულობას, რაც იწვევს პლაზმაში მისი კონცენტრაციისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. კეტოროლაკის მიღების ფონზე მცირდება მეთოტროქსატის, ლითიუმის კლირენსი და იზრდება მათი ტოქსიკურობის რისკი.
აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას იზრდება თირკმლის დაზიანების საფრთხე. პრეპარატის ფსიქოსტიმულატირებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.