8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01900 ურეცეპტო

მალტოფერი ფოლი

Maltofer

საღეჭი ტაბლეტი №30

მალტოფერი ფოლი, საღეჭი ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Vifor Pharma, შვეიცარია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
შინაგანი გამოყენების
იმპორტიორი საქართველოში
ტაკედა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: რკინის iii ჰიდროქსიდი + ფოლის მჟავა. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს რკინას და ფოლიუმის მჟავას. გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისათვის ფოლიუმის მჟავის მიმართ მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირეებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე თუ პაციენტს სურს დაორსულება ყურადღება უნდა მიაქციოთ ვიტამინებისა და მინერალებით გაჯერებულ კვებას. მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმის მიერ ჩატარდეს სისხლის ანალიზი რკინისა და ჰემოგლობინის დეფიციტის დასადასტურებლად. თუ სისხლის ნაკლებობა არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით, მაშინ მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება არაეფექტურია.

ექიმი რეგულარული ტესტებისა და სისხლის ანალიზის მეშვეობით შეამოწმებს მკურნალობის შედეგებს. ეს ნორმალურია და ხშირად ანალიზის ჩატარებამ არ უნდა შეგაშფოთოთ. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მითითება დიაბეტიანი პაციენტებისათვის:L 1 მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 0.03 პურის ერთეულს.

არ შეიძლება მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღება

იშვიათი დაავადებისას, როდესაც აღინიშნება ქსოვილში რკინის დალექვა (ე.წ. რკინის შენახვის დაავადება), რკინის ათვისების დარღვევა (როდესაც სისხლის ნაკლებობა გამოწვეულია რკინის ათვისების დარღვევით) და სისხლის ნაკლებობისას, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.

ცნობილი აუტანლობის არსებობისას შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღებისას

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება სხვა დაავადებები, ალერგია ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულსაც!), როგორიცაა მაგ., ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.

მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი და არსებობს ფოლიუმის მჟავას მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება. მაგრამ მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტები, უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.

02

მიღების წესი და დოზირება

მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები შესაძლოა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს მთლიანად და მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

  • რკინის დეფიციტის პრევენციისათვის და ლატენტური რკინის ნაკლებობის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ.
  • გამოხატული რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების დროს მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი 2-3 -ჯერ დღეში.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. თუ სისხლის პარამეტრები უბრუნდება კვლავ უბრუნდება ნორმას, მაშინ გრძელდება მკურნალობა დღეში 1 საღეჭი ტაბლეტით ორსულობის ბოლომდე რკინის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რკინის მარაგის შესავსებად.

მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას

მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.

ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.

ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).

დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ექიმისაგან ან ფარმაცევტისაგან, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით სპეციალიზირებულ ინფორმაციას.

რას შეიცავენ მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები?

1 მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ რკინას რკინის(III)-ჰიდროქსიდ-პოლიმალტოზას კომპლექსის სახით და 0.35მგ ფოლიუმის მჟავას, ციკლამატს, ვანილინს, არომატიზატორს და დამხმარე ნივთიერებებს.

46538 (სვისმედიკი).

სად შეიძლება მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღება?

შეფუთვის შემადგენლობა

მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები გაიცემა აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე, შეფუთვა შეიცავს 30 და 100 საღეჭ ტაბლეტს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ფოლის მჟავა, 5მგ ტაბლეტი #50

ფოლის მჟავა

Folic Acid

5მგ ტაბლეტი #50

ფოლის მჟავა
დან3.64 ₾
ფოლიუმის მჟავა, 5მგ ტაბლეტი 40 ტაბლეტი №40

ფოლიუმის მჟავა

5მგ ტაბლეტი 40 ტაბლეტი №40

ფოლის მჟავა
დან6.50 ₾
ფოლფული, 5მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

ფოლფული

5მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

ფოლის მჟავა
დან10.62 ₾
ფოლფა, 0.4მგ ტაბლეტი №30

ფოლფა

0.4მგ ტაბლეტი №30

ფოლის მჟავა კენდი, ბულგარეთი
დან16.14 ₾
ფერუმ ლეკი, 50მგ/5მლ 100 მლ სიროფი

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

50მგ/5მლ 100 მლ სიროფი

რკინის iii ჰიდროქსიდი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
დან20.53 ₾
ინტოფერი, 100მგ ტაბლეტი საღეჭი №30

ინტოფერი

100მგ ტაბლეტი საღეჭი №30

რკინის iii ჰიდროქსიდი რეპლეკ ფარმა, მაკედონია
დან23.86 ₾
ბრიფოლი, 400 მკგ კაფსულა # 30

ბრიფოლი

Brifol

400 მკგ კაფსულა # 30

ფოლის მჟავა NATURES, ინგლისი
დან25.29 ₾
სანტაფერი, 50მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

სანტაფერი

50მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

რკინის iii ჰიდროქსიდი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან29.33 ₾
ფერუმ ლეკი, 100მგ საღეჭი ტაბლეტი #30

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ საღეჭი ტაბლეტი #30

რკინის iii ჰიდროქსიდი Lek d.d., სლოვენია
დან31.24 ₾
ოლიმპი ფოლის მჟავა, 400mg 30 ტაბლეტი №30

ოლიმპი ფოლის მჟავა

400mg 30 ტაბლეტი №30

ფოლის მჟავა
დან33.00 ₾
ფოლიუმი, 400მგ ტაბლეტი 60 ტაბლეტი №60

ფოლიუმი

400მგ ტაბლეტი 60 ტაბლეტი №60

ფოლის მჟავა
დან34.00 ₾
ფერო-ფოლგამა ნეო, ტაბლეტი #100

ფერო-ფოლგამა ნეო

Ferro-Folgamma Neo

ტაბლეტი #100

ascorbic acid + vit.b12 + ფოლის მჟავა Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG, გერმანია
დან51.43 ₾
ფერსინოლი, 100მგ/2მლ 2მლ ი.მ. ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5

ფერსინოლი

FERSINOL

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Rompharm Company, რუმინეთი
დან57.97 ₾
ფერუმ ლეკი, 100მგ/2მლ ი.მ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა #2; #5; #50

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ/2მლ ი.მ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა #2; #5; #50

რკინის iii ჰიდროქსიდი Lek d.d., სლოვენია
დან356.91 ₾
გალფერი ფა, კაფსულა #28

გალფერი ფა

Galfer FA

კაფსულა #28

რკინის ფუმარატი + ფოლის მჟავა
ურეცეპტო
დენკ ფერო ვიტალ +, საღეჭი ტაბლეტი #30

დენკ ფერო ვიტალ +

Ferro Vital +

საღეჭი ტაბლეტი #30

ascorbic acid + Ferrous Diphosphate + ფოლის მჟავა DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო

იოდოფოლი

YODOFOL

200მკგ+400მკგ ტაბლეტი №150

ფოლის მჟავა + კალიუმის იოდიდი Kendy Pharma, ბულგარეთი
ურეცეპტო
ლომპასარი, 5 მგ ტაბლეტი #30

ლომპასარი

LOMPASAR

5 მგ ტაბლეტი #30

ფოლის მჟავა ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
მალტოფერი, 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1

მალტოფერი

Maltofer

50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1

რკინის iii ჰიდროქსიდი Vifor Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო
მალტოფერი, 10მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 შეფუთვაში ამზომ ჭიქასთან ერთად

მალტოფერი

Maltofer

10მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 შეფუთვაში ამზომ ჭიქასთან ერთად

რკინის iii ჰიდროქსიდი Vifor Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

მედეფერი

MEDEFER

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით
ნუტრაქსინი ფოლის მჟავა, ტაბლეტი 400მკგ N100

ნუტრაქსინი ფოლის მჟავა

Nutraxin Folic acid

ტაბლეტი 400მკგ N100

ფოლის მჟავა BIOTA Laboratories, თურქეთი
ურეცეპტო
პრემანოლი, ტაბლეტი #60

პრემანოლი

Premanol

ტაბლეტი #60

vit.b12 + ფოლის მჟავა FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო

ფერაცინი

Ferracin

20 მგ/მლ 5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი/კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Acino pharma A.G, შვეიცარია
Rx · რეცეპტით
ფეროპოლი, 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ფეროპოლი

Ferropol

50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

რკინის iii ჰიდროქსიდი Medana Pharma A.O., პოლონეთი
ურეცეპტო

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ/5მლ კონცენტრატი ი/ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Rafarm S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.