მონოგრაფია Nº 01341 ურეცეპტო
ფოლის მჟავა
Folic Acid
5მგ ტაბლეტი #50
დან3.64 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფოლის მჟავა (Folic acid)
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- წყალში ხსნადი ვიტამინების კომპლექსები
- იმპორტიორი საქართველოში
- PSP
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5მგ · №28
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ფოლის მჟავა ტაბლეტი 5მგ #28
0.25 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗6.95 ₾
8.18 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ფოლის მჟავა ტაბლეტი 5მგ #28
0.25 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗6.95 ₾
8.18 ₾
-
PSP
ფოლის მჟავა - Folic Acid 5მგ 28 ტაბლეტი
0.29 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗8.18 ₾
5მგ · №50
-
PSP ყველაზე იაფი
ფოლის მჟავა - Acidum Folicum 5მგ 50 ტაბლეტი
0.07 ₾ / ც. × 50
ყიდვა ↗3.64 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ფოლის მჟავა 5მგ 50 ტაბლეტი
0.07 ₾ / ც. × 50
ყიდვა ↗3.64 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფოლის მჟავა. ჯერ ყველაზე იაფი.
ფოლიუმის მჟავა
5მგ ტაბლეტი 40 ტაბლეტი №40
ფოლფული
5მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
ფოლფა
0.4მგ ტაბლეტი №30
ბრიფოლი
Brifol
400 მკგ კაფსულა # 30
ოლიმპი ფოლის მჟავა
400mg 30 ტაბლეტი №30
ფოლიუმი
400მგ ტაბლეტი 60 ტაბლეტი №60
ლომპასარი
LOMPASAR
5 მგ ტაბლეტი #30
ნუტრაქსინი ფოლის მჟავა
Nutraxin Folic acid
ტაბლეტი 400მკგ N100
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული. კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის; მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.
ჩვენებები
ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.
რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:
სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი;
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).
დოზირების რეჟიმი
სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში - შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.
მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.
ორსულობაში - 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში - 300 მკგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.
უკუჩვენებები
ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).
♦ ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
- ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.
- თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.
- ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ფერსინოლ-F
100მგ+350მკგ ტაბლეტი №30
ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-Folgamma Neo
ტაბლეტი #100
გალფერი ფა
Galfer FA
კაფსულა #28
დენკ ფერო ვიტალ +
Ferro Vital +
საღეჭი ტაბლეტი #30
იოდოფოლი
YODOFOL
200მკგ+400მკგ ტაბლეტი №150
მალტოფერი ფოლი
Maltofer
საღეჭი ტაბლეტი №30
პრემანოლი
Premanol
ტაბლეტი #60
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.