8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01899 ურეცეპტო

მალტოფერი

Maltofer

10მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 შეფუთვაში ამზომ ჭიქასთან ერთად

მალტოფერი, 10მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 შეფუთვაში ამზომ ჭიქასთან ერთად
მწარმოებელი
Vifor Pharma, შვეიცარია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
შინაგანი გამოყენების
იმპორტიორი საქართველოში
ტაკედა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: რკინის iii ჰიდროქსიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფერუმ ლეკი, 50მგ/5მლ 100 მლ სიროფი

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

50მგ/5მლ 100 მლ სიროფი

რკინის iii ჰიდროქსიდი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
დან20.53 ₾
ინტოფერი, 100მგ ტაბლეტი საღეჭი №30

ინტოფერი

100მგ ტაბლეტი საღეჭი №30

რკინის iii ჰიდროქსიდი რეპლეკ ფარმა, მაკედონია
დან23.86 ₾
სანტაფერი, 50მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

სანტაფერი

50მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

რკინის iii ჰიდროქსიდი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან29.33 ₾
ფერუმ ლეკი, 100მგ საღეჭი ტაბლეტი #30

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ საღეჭი ტაბლეტი #30

რკინის iii ჰიდროქსიდი Lek d.d., სლოვენია
დან31.24 ₾
ფერსინოლი, 100მგ/2მლ 2მლ ი.მ. ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5

ფერსინოლი

FERSINOL

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Rompharm Company, რუმინეთი
დან57.97 ₾
ფერუმ ლეკი, 100მგ/2მლ ი.მ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა #2; #5; #50

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ/2მლ ი.მ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა #2; #5; #50

რკინის iii ჰიდროქსიდი Lek d.d., სლოვენია
დან356.91 ₾
მალტოფერი, 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1

მალტოფერი

Maltofer

50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1

რკინის iii ჰიდროქსიდი Vifor Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

მედეფერი

MEDEFER

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით

ფერაცინი

Ferracin

20 მგ/მლ 5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი/კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Acino pharma A.G, შვეიცარია
Rx · რეცეპტით
ფეროპოლი, 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ფეროპოლი

Ferropol

50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

რკინის iii ჰიდროქსიდი Medana Pharma A.O., პოლონეთი
ურეცეპტო

ფერუმ ლეკი

Ferrum Lek

100მგ/5მლ კონცენტრატი ი/ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

რკინის iii ჰიდროქსიდი Rafarm S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მალტოფერი® სიროფი

02

ჩვენებები

მალტოფერი სიროფი არის რკინის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი (ლატენტური) რკინის დეფიციტის დროს და რკინის დეფიციტის ანემიით (სისხლის ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია რკინის ნაკლებობით).

რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. რკინის ნაკლებობა იწვევს შემდეგ ზოგად გართულებებს: დაღლილობა, გონებრივი უნარიანობის შეზღუდვა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, ორგანიზმის დაცვისუნარიანობის დასუსტება, გამოხატული სიფერმკრთალე, პირის კიდეებზე ნაპრალების გაჩენა, კანის სიმშრალე, თმის და ფრჩხილების მტვრევადობა.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მალტოფერის სირომის მიღებამდე უნდა დადგინდეს სისხლში რკინის და ჰემოგლობიდის უმცირესი შემადგენლობა ექიმის მიერ დანიშნული ანალიზის შედეგად. თუ რკინის ნაკლებობა არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით მაშინ მალტოფერის სიროფი არაეფექტურია.

ექიმი რეგულარული ტესტებისა და სისხლის ანალიზის მეშვეობით შეამოწმებს მკურნალობის შედეგებს. ეს ნორმალურია და ხშირად ანალიზის ჩატარებამ არ უნდა შეგაშფოთოთ. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მითითება დიაბეტიანი პაციენტებისათვის:L მალტოფერის სიროფი შეიცავს 0.04 პურის ერთეულს.

როდის არ შეიძლება მალტოფერის სიროფის გამოყენება?

იშვიათი დაავადებისას, როდესაც აღინიშნება ქსოვილში რკინის დალექვა (ე.წ. რკინის შენახვის დაავადება), რკინის ათვისების დარღვევა (როდესაც სისხლის ნაკლებობა გამოწვეულია რკინის ათვისების დარღვევით) და სისხლის ნაკლებობისას, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.

ცნობილი აუტანლობის არსებობისას შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მალტოფერის სიროფის გამოყენებისას

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება სხვა დაავადებები, თუ აღინიშნება ალერგია ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულსაც!), შიგნით ან გარეგანად.

მალტოფერის სიროფის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი. მაგრამ მალტოფერის სიროფი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის საჭირო რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.

03

მიღების წესი და დოზირება

მალტოფერის სიროფი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად მიღება ან ბოთლის კვებაში დამატება. მსუბუქი შეფერილობა არ ახდენს ზეგავლენას არც მოქმედებაზე და არც გემოზე. ზუსტი დოზირებისათვის არსებობს შესაბამისი საზომი ჭიქა. დღიური დოზა მიიღება ერთჯერ.

რკინის გამოხატული დეფიციტი

1 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5-5მლ დღეში.

ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 5-10მლ დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 10-30მლ დღეში.

რკინის მსუბუქი დეფიციტი:

1 წლამდე ასაკის ბავშვები: მცირე დოზირების გამო გამოიყენება მხოლოდ მალტოფერის წვეთები.

ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 2.5-5 მლ დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 5-10მლ დღეში.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. გამოხატული დეფიციტისას მკურნალობა გრძელდება საშუალოდ 3-5 თვე. საბოლოოდ მკურნალობა მიმდინარეობს დოზირებით, რომელიც გამოიყენება ლატენტური (მსუბუქი) რკინის დეფიციტის დროს და გრძელდება რამოდენიმე კვირა რკინის მარაგის შევსების მიზნით.

მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერის სიროფის გამოყენებისას

მალტოფერის სიროფის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.

ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.

ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).

დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ექიმისაგან ან ფარმაცევტისაგან, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით სპეციალიზირებულ ინფორმაციას.

რას შეიცავს მალტოფერის სიროფი?

5მლ მალტოფერის სიროფი შეიცავს 50მგ რკინას რკინის (III)-ჰიდროქსიდ- პოლიმალტოზას კომპლექსის სახით, შაქარს, არომატიზატორს (ვანილი), კონსევანტებს (E216, E218) და დამხმარე ნივთიერებებს.

30124 (სვისმედიკი).

სად შეიძლება მალტოფერის სიროფის შეძენა?

შეფუთვის შემადგენლობა

მალტოფერის სიროფი გაიცემა აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე, შეფუთვა შეიცავს 150მლ (თან ახლავს საზომი ჭიქა).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.