8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04231 ურეცეპტო

ლაქტოფარი

Laqtofar

კაფსულა #10

დან24.25 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლაქტოფარი, კაფსულა #10
მწარმოებელი
Solepharm Pharmaceuticals, ლატვია
იმპორტიორი საქართველოში
ეიჩ ბი ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    ლაქტოფარი - Lactofar 15 კაფსულა

    1.62 ₾ / ც. × 15

    24.25 ₾

    28.53 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

საქარომიცესი ბულარდი - (Saccharomyces bullardii) - 250 მგ

სააფთიაქო გვირილა (Matricaria recutita) - 100მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტოფარი აწესრიგებს ნაწლავის PH, რაც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის დათრგუნვას.
ლაქტოფარი დადებითად მოქმედებს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის (IgA) გამომუშავებას და აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ნაწლავებში, რითაც, ბლოკავს ვირუსის ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სწრაფად აღადგენს მას.

ავლენს ანტიტოქსიურ მოქმედებას განსაკუთრებით Clostridium difficile-ს ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები.

ავლენს პირდაპირ ანტიმიკრობულ მოქმედებას, როგორც პათოგენური, ასევე პირობით პათოგენური ბაქტერიების მიმართ: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica), Enthamoeba hystolitica, Lambliae.

02

ჩვენებები

:
· მწვავე ინფექციურ დეარეა (ბაქტერიული ან ვირუსული)
· ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· აკნე (როგორც დამხმარე თერაპია)

გამოყენების წესი და

03

მიღების წესი და დოზირება

ლაქტოფარის მიღება რეკომენდირებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე საკმაო ოდენობის (1 ჭიქა) წყლის მიყოლებით

ასაკი

დოზა

<3

½ კაფსულა 2X

3-12

1 კაფსულა 2X

12<

1-2 კაფსულა 2X

მწვავე დიარეის შემთხვევაში: 3-5 დღე.
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე.

საპროფილაქტიკოდ, მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

აკნეს სამკურნალოდ 1 კაფსულა 3– ჯერ დღეში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია ლაქტოფარის მიღება .რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

04

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შეფუთვაში 10 კაფსულა.

06

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა უცერეპტოდ!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.