8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03480 ურეცეპტო

არკოლევურე ინულინი

ARKOLEVURE

კაფსულა #30

არკოლევურე ინულინი, კაფსულა #30
მწარმოებელი
Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
იმპორტიორი საქართველოში
Arkopharma- არკოფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

250 მგ სამედიცინო საფუარს (Saccharomyces Boulardii) = 2,5მილიარდი CFU (Colony Forming Units), 60 მგ ვარდკაჭაჭას ინულინს.

კაფსულის გარსი - მცენარეული წარმოშობის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

არ შეიცავს ლაქტოზას, შაქარს და საღებავებს.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

არკოლევურეს შემადგენლობაში შემავალი სამედიცინო საფუარი (Saccharomyces Boulardii) წარმოადგენს პრობიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და კუჭ-ნაწლავის ბარიერული ფუნქციის სტაბილიზაციას. სამედიცინო საფუარი ახდენს პარაზიტების და პათოგენური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვას, ბაქტერიების ვირულენტობის ფაქტორის ნეიტრალიზაციას. არეგულირებს იმუნურ პასუხს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ინულინი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს. იგი ოლიგოსაქარიდია პრებიოტიკული აქტივობით. ინულინი ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში.

03

ჩვენებები

  • მწვავე ბაქტერიული ან ვირუსული დიარეა
  • ანტიბიოტიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებისა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი
  • დისპეპსიური სინდრომი - დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი
  • კრონის დაავადება
  • ფსევდომემბრანული კოლიტი
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • მოგზაურთა დიარეა
  • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები
  • აკნე
04

მიღების წესი და დოზირება

ბავშვები 3-დან 6 წლამდე: ერთი კაფსულა დღეში (შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შიგთავსის შერევა საკვებთან ან წვენთან);

ბავშვები 7 წლიდან და მოზრდილები: ერთი კაფსულა დღეში, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

არკოლევურე შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, ამიტომ არ შეიძლება მისი შერევა ცხელ საკვებთან ან სითხესთან (500C ზე მეტი).

05

განსაკუთრებული მითითებები

არკოლევურეს მიღება არ არის რეკომენდებული იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სარგებლობს ცენტრალური ვენის კათეტერით. მნიშვნელოვანია რეკომენდებული დღიური დოზის დაცვა.

06

ორსულობა და ლაქტაცია

არკოლევურე გამოიყენება ორსულებში მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძურებში.

07

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არკოლევურეს ბლისტერი დამზადებულია ორმაგი, გაუმჭირვალე ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს კაფსულის მაქსიმალურ დაცვას გარემო პირობების ზემოქმედებისგან.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 კაფსულა ორმაგი ალუმინის ბლისტერში, 3 ბლისტერი კოლოფში. საკვები დანამატი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ენტეროლი, 250 მგ კაფსულა #10 მინის ფლაკონში

ენტეროლი

Enterol

250 მგ კაფსულა #10 მინის ფლაკონში

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები ბიოკოდექსი, საფრანგეთი
დან10.73 ₾
ენტეროლი, ლიოფილიზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10

ენტეროლი

Enterol

ლიოფილიზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები ბიოკოდექსი, საფრანგეთი
დან11.53 ₾
იომოგი, 250მგ კაფსულა#10

იომოგი

YOMOGI

250მგ კაფსულა#10

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები Ardeypharm, გერმანია
დან12.34 ₾
ვალურესტი, 250მგ სპრეი 10 კაფსულა №10

ვალურესტი

250მგ სპრეი 10 კაფსულა №10

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები
დან12.50 ₾
კოლერინი, 250 მგ კაფსულა #10

კოლერინი

Kolerin

250 მგ კაფსულა #10

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან17.95 ₾
ლაქტოფარი, კაფსულა #10

ლაქტოფარი

Laqtofar

კაფსულა #10

ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები Solepharm Pharmaceuticals, ლატვია
დან24.25 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.