მონოგრაფია Nº 04193 ურეცეპტო
კოლერინი
Kolerin
250 მგ კაფსულა #10
დან17.95 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები (Saccharomyces boulardii)
- მწარმოებელი
- Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
კოლერინი 250მგ #10კაფს
1.80 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗17.95 ₾
-
PSP
კოლერინი - Kolerin 250მგ 10 კაფსულა Gmp
1.85 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗18.45 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები. ჯერ ყველაზე იაფი.
ენტეროლი
Enterol
250 მგ კაფსულა #10 მინის ფლაკონში
ენტეროლი
Enterol
ლიოფილიზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10
იომოგი
YOMOGI
250მგ კაფსულა#10
ვალურესტი
250მგ სპრეი 10 კაფსულა №10
ლაქტოფარი
Laqtofar
კაფსულა #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 250 მგ Saccharomyces boulardii (2.5ხ1010 CFU/გ).
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა (E460), მონო- და დიგლიცერიდის ცხიმოვანი მჟავები (E471).
მოქმედების მექანიზმი
Saccharomyces boulardii (თერმოფილური საფუარი) უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის დაბალანსებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
Saccharomyces boulardii-ის ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება, რაც განპირობებულია პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკრობებისადმი: Clostridium difficile, Candida albicans, Candida kruesei, Candida pseudotropicalis, Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhimurium, Yersinia enterocolitica, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Staphylococcus aureus და სხ., ასევე Entamoeba histolitica და Lambliae - ანტაგონისტური ეფექტით. ახასიათებს ანტიტოქსინური მოქმედება ბაქტერიული ციტო- და ენტეროტოქსინების მიმართ, ამაღლებს ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციას.
Saccharomyces boulardii-ის ახასითებს ბუნებრივი მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. არ ამცირებს ანტიბიოტიკის ეფექტს და მდგრადია მჟავე არეში.
კოლერინის მიღების შემდეგ, Saccharomyces boulardii საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაივლის უცვლელი სახით, კოლონიზაციის გარეშე. ორგანიზმიდან გამოიყოფა სრულად, მისი მიღების შეწყვეტიდან 2-5 დღეში.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა, გამოწვეული კვების დარღვევებით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სხვადასხვა პათოგენებით (ქიმიური, ვირუსული, ბაქტერიული).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
უსაფრთხოების ზომები
- არ შეიძლება გამოყენებული იქნას სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად;
- მწვავე დიარეის კოლერინით მკურნალობის ფონზე თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ტემპერატურის მომატების ან ფეკალურ მასაში სისხლიანი ლორწოს აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
დოზირება და მიღების წესი
ჩვეულებრივ ინიშნება: 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ბავშვებში 0-1 წლამდე – 1/2 კაფსულა (ან პაკეტი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-3 წლამდე – 1 კაფსულა (ან პაკეტი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3 წლის ასაკიდან და მოზრდილებში – 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში.
მცირე ასაკის ბავშვებში და გაძნელებული ყლაპვის შემთხვევებში დასაშვებია კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირეოდენ, ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში.
არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით კოლერინის მიღება. მწვავე დიარეის მკურნალობისას კოლერინის მიღებასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაცია.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შეფუთვაში 10 კაფსულა.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.