მონოგრაფია Nº 04206 ურეცეპტო
კრეზამი 10 000
KREZAM 10 000
225მგ (10 000სე + 8 000სე + 600სე) გასტრორეზისტენტული კაფსულა №10 (1X10)
- მოქმედი ნივთიერება
- pancreatin (Pancreatine)
- მწარმოებელი
- GM Pharmaceuticals, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: pancreatin. ჯერ ყველაზე იაფი.
ფესტალი
FESTAL
დრაჟე #100
პანკრეატინი
25სე ტაბლეტი №60
მეზიმ ფორტე
3500სე ტაბლეტი №20
კრეზამი
10000სე სპრეი 10 კაფსულა №10
ლიპოფერ ფორტე
ტაბლეტი №15
მეზიმ® ფორტე 10000
Mezym® forte 10000
10000სე ტაბლეტი #20
ფლატინი
FLATIN
ტაბლეტი #30
კრეონი
10000სე კაფსულა №20
პანკრაზა
10000სე კაფსულა №20
კრეზამი 25 000
KREZAM 25 000
300მგ (25 000სე + 18 000სე + 1 500სე) გასტრორეზისტენტული კაფსულა №10 (1X10)
კრეზამი 25000
KREZAM 25000
300მგ გასტრორეზისტენტული გარსით დაფარული პელეტების შემცველი მყარი ჟელატინის კაფსულა №10 (1X10)
მეზიმ ფორტე 25 000
Mezym forte 25 000
25000 ერთეული (25000 ერთ. + 22 500 ერთ. + 1250 ერთ.) მინი ტაბლეტების შემცველი ნაწლავში ხსნადი მკვრივი კაფსულა №20
მეზიმ® ფორტე
Mezym® forte
3 500 ერთ. + 4 200 ერთ. + 250 ერთ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ფერმენტინი
Fermentin
250 მგ ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კრეზამი 10000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 225 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ............................................ 10000 ს.ე. (PH. EUR.)
ამილაზა .......................................... 8000 ს.ე. (PH. EUR.)
პროტეაზა ....................................... 600 ს.ე. (PH. EUR.)
კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მიკროპელეტების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფერმენტული პრეპარატი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
პრეპარატის შემადგენელი ფერმენტები - ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ აბსორბციას.
კრეზამის კაფსულა სწრაფად იხსნება კუჭში, გამოთავისუფლდება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტები, ერევიან ნაწლავის შიგთავსს და თანაბრად გადანაწილდებიან მასში. მიკროპელეტების წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ირღვევა მათი ნაწლავში ხსნადი გარსი, ხდება ლიპოლიზური, ამინოლოზური და პროტეოლიზური აქტივობის მქონე ფერმენტების გამოთავისუფლება, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, სახამებლისა და ლიპიდების დეზინტეგრაციას.
ლიპაზა ჰიდროლიზის გზით შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, ამილაზა - ნახშირწყლებს დექსტრინად და შაქრად, პროტეაზა - ცილებს.
ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
მუკოვისციდოზი;
ქრონიკული პანკრეატიტი;
პანკრეატექტომია;
კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;
შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
ასაკოვანი პაციენტები.
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
ტოტალური გასტრექტომია;
დუოდენო- და გასტროსტაზი;
ბილიარული ობსტრუქცია;
ქოლესტაზური ჰეპატიტი;
ღვიძლის ციროზი;
წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი გამოიყენება ასევე:
საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
მექანიკური სიყვითლე;
ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
ნაწლავის გაუვალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
კრეზამის კაფსულები და/ან მიკროპელეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მკურნალობენ პანკრეატინის დიდი დოზით. უსაფრთხოების მიზნით, მსხვილი ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილების გამო, პაციენტებში მუკოვისციდოზით რეკომენდებულია მუცლის ღრუს ყველა გამოვლენილი სიმპტომის ან ცვლილების კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დღე-ღამეში იღებს 10000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე მეტ დოზას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰიპერურიკურია და ჰიპერურიკემია.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ფერმენტული პრეპარატებისა და რკინისა ან ფოლის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა შეწოვა.
ჰისტამინის H2 რეცეპტორის ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება პანკრეატინის ეფექტურობა.
პრეპარატი ზრდის პარაამინოსალიცილის მჟავას, სულფონამიდებისა და ანტიბიოტიკების აბსორბციას.
მიღების წესი და დოზირება
კრეზამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.
ერთ მიღებაზე, კრეზამი 10000-ის 1 კაფსულაზე მეტი მიღების აუცილებლობისას, რეკომენდებულია 1 კაფსულა დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ჭამის დროს.
კაფსულები ან მიკროპელეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მიკროპელეტები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე. დაუშვებელია მიკროპელეტების საკვებთან ან ისეთ სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მიკროპელეტების გარსის დარღვევა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენის მოქმედებისგან.
თხევად საკვებთან ან სითხესთან შერეული მიკროპელეტების ნარევი შენახვას არ ექვემდებარება და უნდა გამოიყენეონ მომზადებისთანავე.
ამავე დროს აუცილებელია მუდმივად საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, განსაკუთრებით სითხის ჭარბად დაკარგვის შემთხვევაში. არასაკმარისი სითხის მიღება შესაძლებელია ყაბზობის (შეკრულობის) მიზეზი გახდეს.
თუ ჭამის წინ ან ჭამის დროს პაციენტს დაავიწყდა კრეზამის დოზის მიღება, დასაშვებია მისი მიღება ჭამის დამთავრებისთანავე. კაფსულების უფრო გვიანი მიღება არ არის მიზანშეწონილი.
კრეზამის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზის მიღებისას არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის დანიშვნა.
მუკოვისციდოზი:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სხეულის წონის მიხედვით.
საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას აქტივობაზე გადაანგარიშებით - 1000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს, ხოლო 4 წლის ზემოთ - 500 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს.
მისაღები დოზის რეგულირება ხდება დაავადების სიმპტომების გამოხატულების, სტეატორეის კონტროლით და სწორი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებით.
პაციენტების უმეტესობისათვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
ვინაიდან კრეზამი 10000-ის კაფსულების შიგთავსის გაყოფა სიძნელესთან არის დაკავშირებული, რეკომენდებულია აღნიშნული დოზით მკურნალობა დაიწყოს ბავშვებში სხეულის წონით არანაკლებ 10კგ.
დოზირება სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა:
დოზირება ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით – საჭმლის მონელების უკმარისობის და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ძირითად კვებასთან (სადილი, საუზმე, ვახშამი) ერთად პრეპარატის მისაღები დოზა მერყეობს 20000-დან 75000-მდე ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით, ხოლო მსუბუქი კვების შემთხვევაში – 5000 - 25000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით.
ჩვეულებრივ პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა სტეატორეის შემცირებისა და კარგი კვებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
ჩვეულებრივ, პაციენტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს არანაკლებ 20000-50000 ს.ე. (PH. EUR.) ლიპაზა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, პერიანალური არის გაღიზიანება.
პანკრეატინის დიდი დოზით ხანგრძლივად მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია.
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
კრეზამი 10000 - შეფუთვაში 10 ან 30 კაფსულა; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.