- მოქმედი ნივთიერება
- pancreatin (Pancreatine)
- მწარმოებელი
- Aventis Pharma Ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
6000სე · №100
-
GPC ყველაზე იაფი
ფესტალი ტაბლეტი 6000სე #100
0.21 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗20.99 ₾
29.98 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ფესტალი ტაბლეტი 6000სე #100
0.21 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗20.99 ₾
29.98 ₾
№10
-
PSP
ფესტალი - Festal 10 ტაბლეტი
0.26 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗2.62 ₾
№100
-
PSP
ფესტალი - Festal დრაჟე 100 ცალი
0.21 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗21.07 ₾
30.10 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: pancreatin. ჯერ ყველაზე იაფი.
პანკრეატინი
25სე ტაბლეტი №60
მეზიმ ფორტე
3500სე ტაბლეტი №20
კრეზამი
10000სე სპრეი 10 კაფსულა №10
ლიპოფერ ფორტე
ტაბლეტი №15
მეზიმ® ფორტე 10000
Mezym® forte 10000
10000სე ტაბლეტი #20
ფლატინი
FLATIN
ტაბლეტი #30
კრეონი
10000სე კაფსულა №20
პანკრაზა
10000სე კაფსულა №20
კრეზამი 10 000
KREZAM 10 000
225მგ (10 000სე + 8 000სე + 600სე) გასტრორეზისტენტული კაფსულა №10 (1X10)
კრეზამი 25 000
KREZAM 25 000
300მგ (25 000სე + 18 000სე + 1 500სე) გასტრორეზისტენტული კაფსულა №10 (1X10)
კრეზამი 25000
KREZAM 25000
300მგ გასტრორეზისტენტული გარსით დაფარული პელეტების შემცველი მყარი ჟელატინის კაფსულა №10 (1X10)
მეზიმ ფორტე 25 000
Mezym forte 25 000
25000 ერთეული (25000 ერთ. + 22 500 ერთ. + 1250 ერთ.) მინი ტაბლეტების შემცველი ნაწლავში ხსნადი მკვრივი კაფსულა №20
მეზიმ® ფორტე
Mezym® forte
3 500 ერთ. + 4 200 ერთ. + 250 ერთ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ფერმენტინი
Fermentin
250 მგ ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ბირთვის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
პანკრეატინი – 192 მგ ეკვივალენტურად (ამილაზა – 4500 FIP ერთ., ლიპაზა – 6000 FIP ერთ., პროტეაზა - 300 FIP ერთ.);
ჰემიცელულოზა - 50 მგ;
ნაღვლის კომპონენტები – 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი.
გარსის შემადგენლობა
დამხმარე ნივთიერებები: ცელაცეფატი (ცელულოზის აცეტატფტალატი), ეთილვანილინი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (პროპილპარაბენი), ჟელატინი, თხევადი დექსტროზა (თხევადი გლუკოზა), ტალკი, კალციუმის კარბონატი, აკაციის გუმფისი, გლიცეროლი (გლიცერინი), მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი 6000), ტიტანის დიოქსიდი.
ზოგადი დახასიათება
თეთრი, მბრწყინავი, მრგვალი დრაჟე ვანილის მსუბუქი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება.
ათქ კოდი: А09АА02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას პანკრეატინის ხარჯზე, და ღვიძლის ნაღვლგამომყოფი ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას ნაღვლის კომპონენტის ხარჯზე. ფესტალს აქვს პროტეოლიზური, ამილოლიზური და ლიპოლიზური მოქმედება.
პანკრეატინის შემადგენლობაში შედის შემდეგი ფერმენტები: ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა, რომლებიც ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ უფრო სრულ შეწოვას. ამ მხრივ ფესტალი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა ფერმენტული პრეპარატებისაგან.
ფესტალის შემადგენლობაში ნაღვლის მჟავების არსებობა პრეპარატს აძლევს დამატებით შესაძლებლობას ბილიარული უკმარისობის კორექციისათვის, რომელიც ხშირად თან ახლავს ქრონიკულ პანკრეატიტს. ნაღვლის ექსტრაქტს აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ხელს უწყობს ცხიმებისა და ცხიმხსნადი ვიტამინების A, E და K შეწოვას, ლიპაზის გამოყოფას კუჭქვეშა ჯირკვლით.
ფერმენტი ჰემიცელულოზა ხელს უწყობს მცენარეული უჯრედისის დაშლას, რაც ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავში.
ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა ქრონიკული პანკრეატიტის დროს ბილიარულ უკმარისობასთან კომბინაციაში სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების შედეგად, რომლებიც კლინიკურად ვლინდება საჭმლის მონელების დარღვევით, მეტეორიზმით, შეკრულობის მიმართ მიდრეკილებით, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
- ღვიძლის დიფუზური დაავადებები - ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიკური დაზიანება, ღვიძლის ციროზი;
- ნაღვლის მჟავების დონის ძლიერი დაქვეითება (პაციენტებში ქოლეცისტექტომიის შემდეგ);
- ნაღვლის მჟავების ცირკულაციის დარღვევა, რაც აღინიშნება ნაღვლგამომყოფი გზების დისკინეზიების, დისბაქტერიოზის, მალაბსორბციის დროს;
- ნაღვლის წარმოქმნისა და ნაღვლის გამომყოფი პროცესების ნეიროჰუმორალური რეგულაციის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა: ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული დუოდენიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი.
საჭმლის მონელების გაუმჯობესებისათვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში კვების დარღვევის, ასევე საღეჭი ფუნქციის მოშლის, იძულებითი ხანგრძლივი იმობილიზაციის, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესის შემთხვევაში.
მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კომა ან პრეკომა, ჰეპატიტი, ჰიპერბილირუბინემია, მექანიკური სიყვითლე, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, ნაწლავური გაუვალობა, დიარეის მიმართ მიდრეკილება, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე (მოცემული სამკურნალწამლო ფორმისათვის).
სიფრთხილით: მუკოვისციდოზი, ორსულობა.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად.
პრეპარატი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
ინიშნება 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღე-ღამეში. უფრო მაღალი დოზები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ. ბავშვებში დოზირება და დოზირების რეჟიმი განისაზღვრება ექიმის მიერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე დღიდან (დიეტის დარღვევის შედეგად საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს) რამდენიმე თვე ან წლამდე (მუდმივი შენაცვლებითი თერაპიის აუცილებლობის დროს).
რენტგენოლოგიურ ან ულტრაბგერით გამოკვლევამდე - 2 დრაჟე 2-3 ჯერ დღე-ღამეში გამოკვლევამდე 2-3 დღით ადრე.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (კანის ჰიპერემია, ცემინება, ცრემლდენა), ანაფილაქსიური რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში (მათ შორის, ნაწლავური კოლიკა), ღებინება; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მათ შორის, ბავშვებში).
მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკემია, ჰიპერურიკოზურია.
ბავშვებში (მაღალი დოზების გამოყენებისას) შესაძლებელია განვითარდეს პერიანალური გაღიზიანება.
მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში (განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას) შეიძლება განვითარდეს ილეუსი და შეკრულობა.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია – ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მოიხსნას პრეპარატი და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატ ფესტალთან® ერთდროულად მიღებისას ძლიერდება პასმ-ის (პ-ამინოსალიცილის მჟავა), სულფანილამიდების, ანტიბიოტიკების შეწოვა.
პანკრეატინის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება.
კალციუმის კარბონატის ან/და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატინის მოქმედების შემცირება.
ციმეტიდინს შეუძლია გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება.
პანკრეატინს შეუძლია შეამციროს აკარბოზის მოქმედება, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატ ფესტალისა® და აკარბოზის ერთდროულად მიღება.
პანკრეატინს შეუძლია შეამციროს ფოლიუმის მჟავას შეწოვა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ნაწლავში ხსნადი დრაჟე.
10 დრაჟე ალუმინის სტრიპში. 2, 4, 6 ან 10 სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ზე, მშრალ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.