მონოგრაფია Nº 01161 ურეცეპტო
ერცეფურილი
ERCEFURYL
200მგ კაფსულა #28
- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (Nifuroxazide)
- მწარმოებელი
- Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Sanofi
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიფუროქსაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
სტოპდიარი
Stopdiar
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24
რეფურილი
REFURIL
220მგ/5მლ 60მლ სუსპენზია
დიალინი-M
200მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 60მლ
ნიტრონალი
კაფსულა №20
ენტეროფურილი
Enterofuryl
90მლ ფლაკონი #1
ენტეროფურილი
Enterofuryl
200მგ კაფსულა #8
სტოპდიარი
STOPDIAR®
220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი N1 ორმაგ მზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A07AX03
შემადგენლობა
კაფსულები: ბლისტერზე 14 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 კაფს.
ნიფუროქსაზიდი . . . . . . . . .200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა 72.0 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1.8 მგ, სიმინდის სახამებელი 361.8 მგ-მდე.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ნიტროფურანების მსგავსად მიკროორგანიზმების უჯრედებში აბლოკირებს ზოგიერთ ჟანგვა-აღდგენით ენზიმურ რეაქციებს. თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებსას, ხოლო მაღალ დოზებში აქვს ბაქტერიოციდური მოქმედებაც. აქტიურია გრამდადებითი (შტაპჰყლოცოცცუს, შტრეპტოცოცცუს, ჩლოსტრიდიუმ) და გრამუარყოფითი (E.ცოლი, შალმონელლა, შჰიგელლა, Kლებსიელლა, Eნტერობაცტერ, Vიბრიო ცჰოლერაე) მიკროორგანიზმების მიმართ. არ ახდენს ზეგავლენას საპროფიტულ ფლორაზე (არ იწვევს დისბაქტერიოზს). პრეპარატის მიმართ ბაქტერიული შტამების რეზისტენტობა არ ვითარდება.
ფარმაკოკინეტიკა
კუჭში პრაქტიკულად არ შეიწოვება და მოქმედებს ნაწლავის სანათურში.
ჩვენებები
მწვავე ბაქტერიული დიარეა.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით, მოზარდები – 1 კაფს. (200 მგ) 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – არა უმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა (მ.შ. ნიტროფურანის სხვა წარმოებულების მიმართ);
ახალშობილები (1 თვემდე).
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს რეჰიდრატაცია. შესაყვანი სითხის მოცულობა და შეყვანის წესი (შიგნით, ი/ვ) უნდა შეესაბამებოდეს დიარეის ხარისხს, ავადმყოფის ასაკს და კლინიკურ მდგომარეობას.
ინფექციური დიარეის შემთხვევაში აუცილებელია სისტემატური ანტიბაქტერიული თერაპია. არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა საქაროზადამშლელი ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში (ახალშობილთა სუსპენზიის გამოყენების შემთხვევაში).
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
– 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.