მონოგრაფია Nº 03912 ურეცეპტო
ენტეროფურილი
Enterofuryl
200მგ კაფსულა #8
დან19.00 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (Nifuroxazide)
- მწარმოებელი
- Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ენტეროფურილი კაფსულა 200მგ #16
1.19 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗19.00 ₾
22.35 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ენტეროფურილი კაფსულა 200მგ #16
1.19 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗19.00 ₾
22.35 ₾
-
ავერსი
ენტეროფურილი 200მგ #16კაფს
1.40 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗22.34 ₾
-
PSP
ენტეროფურილი - Enterofuryl 200მგ 16 კაფსულა
1.40 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗22.35 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიფუროქსაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
სტოპდიარი
Stopdiar
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24
რეფურილი
REFURIL
220მგ/5მლ 60მლ სუსპენზია
დიალინი-M
200მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 60მლ
ნიტრონალი
კაფსულა №20
ენტეროფურილი
Enterofuryl
90მლ ფლაკონი #1
სტოპდიარი
STOPDIAR®
220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი N1 ორმაგ მზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ერცეფურილი
ERCEFURYL
200მგ კაფსულა #28
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნიტროფურანის ნაწარმები
საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
შემადგენლობა
და გამოშვების ფორმა
200მგ კაფსულა #8
ყოველი კაფსულა შეიცავს:
200.00 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, რომელიც არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და გააჩნია ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება მთლიანად ნაწლავურ ტრაქტში. მიჩნეულია, რომ ნიფუროქსაზიდი ეკვრის ბაქტერიებს და შემდეგ ანადგურებს ნაწლავის ინფექციურ ბაქტერიებს ნატრიუმ-NO2 ჯგუფის საშუალებით. გრამდადებითი Streptococcus pyogenes და Staphylococcus pyogenes განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნიფუროქსაზიდის მიმართ ისევე, როგორც გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები E. coli, Salmonellae და Shigellae, რომლებიც იწვევენ დიარეას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ანტიმიკრობული ეფექტები ვლინდება ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი არ აღწევს ორგანულ სისტემასა და ქსოვილებში. ის სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე. თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გამოყოფა მიმდინარეობს ნელა და ნიფუროქსაზიდი საკმაოდ დიდხანს რჩება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
ჩვენებები
ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli- თ გამოწვეულნი;
ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
კოლოპათიის ზოგიერთი შემთხვევა სპეციფიკური ბაქტერიებით.
სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.
მიღების წესები და
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ზემოთ:
მიიღება ერთი კაფსულა დღეში 3-4-ჯერ (200 მგ 3-4-ჯერ, სულ 600-800 მგ ნიფუროქსაზიდი დღეში).
უკუჩვენებები
ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ;
6 წლამდე ასაკის ბავშვები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება საკმაოდ კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები. გარდა აღნიშნულისა, აღწერილი არ არის სხვა არასასურველი ეფექტები.
ორსულობა და ლაქტაცია
და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე. ამდენად, ენტეროფურილის გამოყენება ორსულობის პერიოდში უსაფრთხოა.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და არ ხვდება სისტემურ ცირკულაციაში. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.
სხვა წამლებთან
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან. ნიფუროქსაზიდის გამოყენებით მკურნალობისას პაციენტებში ალკოჰოლის აუტანლობის ძირითადი მიზეზები სრულად არ არის შესწავლილი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.