8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03913 ურეცეპტო

ენტეროფურილი

Enterofuryl

90მლ ფლაკონი #1

დან18.30 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ენტეროფურილი, 90მლ ფლაკონი #1
მოქმედი ნივთიერება
ნიფუროქსაზიდი (Nifuroxazide)
მწარმოებელი
Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ენტეროფურილი სუსპენზია ორალური 200მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1

    18.30 ₾

    21.53 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ენტეროფურილი სუსპენზია ორალური 200მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1

    18.30 ₾

    21.53 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ენტეროფურილი - Enterofuryl 200მგ/5 სუსპენზია 90მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიფუროქსაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

სტოპდიარი, 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24

სტოპდიარი

Stopdiar

100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24

ნიფუროქსაზიდი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.43 ₾
რეფურილი, 220მგ/5მლ 60მლ სუსპენზია

რეფურილი

REFURIL

220მგ/5მლ 60მლ სუსპენზია

ნიფუროქსაზიდი Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე
დან10.26 ₾
დიალინი-M, 200მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 60მლ

დიალინი-M

200მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 60მლ

ნიფუროქსაზიდი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან12.41 ₾
ნიტრონალი, კაფსულა №20

ნიტრონალი

კაფსულა №20

ნიფუროქსაზიდი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან17.60 ₾
ენტეროფურილი, 200მგ კაფსულა #8

ენტეროფურილი

Enterofuryl

200მგ კაფსულა #8

ნიფუროქსაზიდი Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
დან19.00 ₾
სტოპდიარი, 220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი N1 ორმაგ მზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში

სტოპდიარი

STOPDIAR®

220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი N1 ორმაგ მზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში

ნიფუროქსაზიდი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან19.19 ₾
ერცეფურილი, 200მგ კაფსულა #28

ერცეფურილი

ERCEFURYL

200მგ კაფსულა #28

ნიფუროქსაზიდი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
200.0 მგ ნიფუროქსაზიდს

დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისაგან. ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae da Shigellae

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

04

ჩვენებები

ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

05

მიღების წესი და დოზირება

დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

06

უკუჩვენებები

ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

07

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

08

განსაკუთრებული მითითებები

ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

09

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

11

შენახვის პირობები

ინახება 15-30ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.