8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01066 ურეცეპტო

ეფრივირალლაბიალე

EFRIVIRALLABIALE 5% Lipstick

1 (ერთი) ფანქარი 3 გ. აპლიკატორის ჩხირით

ეფრივირალლაბიალე, 1 (ერთი) ფანქარი 3 გ. აპლიკატორის ჩხირით
მოქმედი ნივთიერება
აციკლოვირი (Aciclovir)
მწარმოებელი
AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l., იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ჯორჯიან ფარმა გრუპი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აციკლოვირი. ჯერ ყველაზე იაფი.

აციკლოვირი, 3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

აციკლოვირი

3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

აციკლოვირი სინთეზი, რუსეთის ფედერაცია
დან2.03 ₾
აციჰერპინი, 0.05 კრემი 1 ცალი №1

აციჰერპინი

0.05 კრემი 1 ცალი №1

აციკლოვირი
დან2.20 ₾
აციკლოვირი, 200მგ ტაბლეტი №500

აციკლოვირი

ACIKlOVIR

200მგ ტაბლეტი №500

აციკლოვირი cipla, ინდოეთი
დან3.11 ₾
ჰერპევირი, 0.025 მალამო 1 ტუბი №1

ჰერპევირი

0.025 მალამო 1 ტუბი №1

აციკლოვირი
დან8.25 ₾
ასირაქსი, 250მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ასირაქსი

250მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

აციკლოვირი ვემ ილაჩ სანაი, თურქეთი
დან8.31 ₾
ზოვირაქსი, 5% კრემი ტუბი №1 2გრ

ზოვირაქსი

5% კრემი ტუბი №1 2გრ

აციკლოვირი სმიტკლაინი, ესპანეთი
დან9.45 ₾
აციკლოვირი  ჰასკოვირი ლიპოჟელი, 5% გელი №1 3გრ

აციკლოვირი ჰასკოვირი ლიპოჟელი

5% გელი №1 3გრ

აციკლოვირი ჰასკო-ლეკი, პოლონეთი
დან12.79 ₾
ზოვირაქსი, 5% 5მგ კრემი ტუბი №1

ზოვირაქსი

ZOVIRAX

5% 5მგ კრემი ტუბი №1

აციკლოვირი SmithKline group of companies, რუმინეთი
დან14.77 ₾
ვირალ გელი, 3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

ვირალ გელი

3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

აციკლოვირი ბალკანფარმა-დუპნიცა, ბულგარეთი
დან15.83 ₾
ვიროსილი კრემი, 5% 10 გ გარეგანი გამოყენების კრემი

ვიროსილი კრემი

Virosil Krem

5% 10 გ გარეგანი გამოყენების კრემი

აციკლოვირი DEVA Holding, თურქეთი
დან16.75 ₾
აციკლოვირი ნორმონი, 200მგ ტაბლეტი №25

აციკლოვირი ნორმონი

Aciclovir Normon

200მგ ტაბლეტი №25

აციკლოვირი Normon, ესპანეთი
დან17.44 ₾
აციკლოვირი-დენკი 200, 200მგ ტაბლეტი #25

აციკლოვირი-დენკი 200

Aciclovir-Denk 200

200მგ ტაბლეტი #25

აციკლოვირი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.44 ₾
აცილოვირი დენკი, 200მგ ტაბლეტი 25 ტაბლეტი №25

აცილოვირი დენკი

200მგ ტაბლეტი 25 ტაბლეტი №25

აციკლოვირი
დან17.44 ₾
აციკი, 5% კრემი 2 გ ტუბში

აციკი

Acic

5% კრემი 2 გ ტუბში

აციკლოვირი Hexal, გერმანია
ურეცეპტო

აციკი

Acic

5% კრემი 2გ

აციკლოვირი Salutas Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
აციკლოვირი-დენკი 5% კრემი, 5გრ 5% კრემი ტუბში

აციკლოვირი-დენკი 5% კრემი

Aciclovir-Denk 5% Cream

5გრ 5% კრემი ტუბში

აციკლოვირი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო

ზოვირაქსი

ZOVIRAX

3% 4.5გ თვალის მალამო ტუბი №1

აციკლოვირი SmithKline group of companies, რუმინეთი
ურეცეპტო

ზოვირაქსი

ZOVIRAX

200მგ ტაბლეტი #25

აციკლოვირი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით

ზოვირაქსი

ZOVIRAX

250მგ ფხვნილი ი.ვ.საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

აციკლოვირი GlaxoSmithKline Manufacturing S.p.A., იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ერთი გრამი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

აციკლოვირი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

აბუსალათინის ზეთი (Castor oil), ნახევრად სინთეზური გლიცერიდი (semi-synthetic glycerides), პალმის ცვილი (carnauba wax), თეთრი პარაფინი (white paraffin), ფუტკრის ცვილი (beeswax), გრძელი ჯაჭვის ცხიმოვანი სპირტები (octyldodecanol), ლიპოფილური ორგანული ნაერთი-ბუტილჰიდროქსიტოლინი (butylated hydroxytoluene BHT ), ვანილის სურნელით (vanilla flavour).

პროდუქტის პრეზენტაცია

EFRIVIRALLABIALE არის ცილინდრული მოყვანილობის მქონე კანის (ტუჩის) ფანქარი მოძრავი აპლიკატორის ჩხირით, რომელიც ტალლღისებურად ანაწილებს პრეპარატს დაზიანებულ ადგილებზე.

კოლოფში განთავსებულია 1 (ერთი) ფანქარი 3 გ. აპლიკატორის ჩხირით.

რა არის EFRIVIRALLABIALE (ეფრივირალლაბიალე):

EFRIVIRALLABIALE არის ანტივირუსული სამკურნალო საშუალება კონკრეტული და შერჩევითი ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის ჰერპეს სიმპლექსის (Herpes simplex) ტიპის ვირუსი.

02

ჩვენებები

EFRIVIRALLABIALE გამოიყენება ტუჩებზე ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ლაბიალური მორიცედივე ჰერპესი) მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის ასაკიდან).

03

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების (აციკლოვირი) ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს თუ გაქვთ ალერგია ვალაციკლოვირის მიმართ.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს თუ ხართ მოზარდი 12 წლის ასაკამდე.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:

გამოიყენება მხოლოდ ტუჩებზე ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით დაზიანებულ ადგილებში. არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება ლორწოვან გარსზე, მაგ: პირის ღრუ, თვალები, ცხვირი.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან საკვებთან:

EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენების პერიოდში ნუ გამოიყენებთ ნებისმიერი სხვა სახის კანის მოვლის (მაკიაჟი, მზისგან დამცავი კრემი, კაკაოს ზეთი) ან ჰერპესის სამკურნალო საშუალებებს.

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უახლოს პერიოდში იყენებდით ან პარალელურად იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ისეთს, რომლის შეძენაც შესაძლებელია ექიმის დანიშნულების (რეცეპტი) გარეშე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ,

რა დროს შეიძლება ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ:

EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენება რეკომენდირებული არ არის მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (შიდსის ინფექციის დროს და ძვლის ტვინის ტრანსპლატაციის შემდეგ). ამ კატეგორიის პაციენტებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან, თუ როგორ უმკურნალონ ტუჩებზე გამოხატულ ჰერპესულ ინფექციას ან ნებისმიერ სხვა ინფექციას.

04

ორსულობა და ლაქტაცია

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ გამოიყენებთ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას.

თუ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს EFRIVIRALLABIALE -ს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

შენიშვნები:

ტუჩებზე გამოხატული ჰერპესი წარმოადგენს გადამდებ ინფექციას. არ მისცეთ უფლება სხვებს შეეხონ თქვენს ჰერპესით დაზიანებულ ადგილებს ან პირადი მოხმარების ნივთებს (მაგ. პირსახოცი), რამაც შეიძლება სხვას გადასდოს ინფექცია. პირველ რიგში კარგად დაიბანეთ ხელები. ყოველთვის დაიბანეთ ხელები როდესაც ეხებით ან უნდა შეეხოთ ჰერპესით დაზიანებულ ადგილებს.

როგორ გამოიყენება ეს პროდუქტი:

განუსაზღვრელად (მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან).

EFRIVIRALLABIALE გამოიყენება 5-ჯერ დღეში, დაახლოებით ყოველ 4 საათში ერთხელ. ნუ გამოიყენებთ ღამე. მოძრავი აპლიკატორის საშუალებით გამოწიეთ მცირე რაოდენობის პრეპარატი კონტეინერიდან და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.

ყურადღება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ბავშვები: EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენება არ არის რეკომენდირებული 12 წლის ასაკამდე (იხილეთ პარაგრაფი როდის არ გამოიყენება).

როდის და რამდენ ხანს:

გამოიყენეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, სულ მცირე 5 დღის განმავლობაში. თუ არ დაექვემდებარა მკურნალობას, შეგიძლიათ გააგრძელოთ კიდევ 5 დღით (10 დღე მაქსიმუმი).

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენება ტკივილის შეგრძნებისთანავე.

კარგი შედეგის მისაღწევად სასურველია მისი გამოყენება პირველივე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ან ქავილი).

ალერგიული რეაქციის, ან 10 დღის მკურნალობის შემდეგ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (უშედეგო მკურნალობა) ან თუ შეატყობთ რომ მდგომარეობა გაუარესდა მიმართეთ ექიმს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის. მას შემდეგ რაც გაიხსნება, იგი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ერთი და იმავე პაციენტის მიერ, ვინაიდან მისი მოხმარება გრძელდება და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვის მიერ.

05

ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით გადაგეყლაპათ, იგი შეიწოვება და არ იწვევს არასასურველ შედეგს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაყლაპავთ ან მიიღებთ დიდი რაოდენობით EFRIVIRALLABIALE-ს, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, დაუკავშირდით ტელეფონით რჩევის მისაღებად ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

გამოტოვებული დოზის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, წაისვით მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ შემდეგ მისი გამოყენება ჩვეულებრივი გრაფიკით.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენებასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

06

გვერდითი მოვლენები

  • EFRIVIRALLABIALE-ს გამოყენებისას შესაძლებელია დროებითი ტკივილის ან წვის შეგრძნება.
  • კანის ზომიერი სიმშრალე ან აქერცვლა.
  • ქავილი.

იშვიათი

  • ერითემა.
  • გამოყენების შემდეგ კონტაქტური დერმატიტი. ჩატარდა მგრძნობელობის ტესტები, რომლებმაც აჩვენა, რომ რეაქციის გამომწვევი ნივთიერებები იყო აპლიკატორის ჩხირის შემცველი კომპონენტები და არა აციკლოვირი.

ვადის გასვლა და შენახვის წესები:

არ გამოიყენოთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება ვადის გასვლის შემდეგ, თარიღი მითითებულია ეტიკეტზე. ვადის გასვლის დღედ ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით სინათლისგან დაცულ ადგილას. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ნუ გაყინავთ.

კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი გამოიყენება 3 თვის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ დარჩენილი პრეპარატი უნდა განადგურდეს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას:

მედიკამენტის ჩაყრა არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

მნიშვნელოვანია გქონდეთ ინფორმაცია პრეპარატზე, ამიტომ შეინახეთ ყუთი ან ინსტრუქცია.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.