მონოგრაფია Nº 00014 ურეცეპტო
აციკი
Acic
5% კრემი 2 გ ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (Aciclovir)
- მწარმოებელი
- Hexal, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აციკლოვირი. ჯერ ყველაზე იაფი.
აციკლოვირი
3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
აციჰერპინი
0.05 კრემი 1 ცალი №1
აციკლოვირი
ACIKlOVIR
200მგ ტაბლეტი №500
ჰერპევირი
0.025 მალამო 1 ტუბი №1
ასირაქსი
250მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ზოვირაქსი
5% კრემი ტუბი №1 2გრ
აციკლოვირი ჰასკოვირი ლიპოჟელი
5% გელი №1 3გრ
ზოვირაქსი
ZOVIRAX
5% 5მგ კრემი ტუბი №1
ვირალ გელი
3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
ვიროსილი კრემი
Virosil Krem
5% 10 გ გარეგანი გამოყენების კრემი
აციკლოვირი ნორმონი
Aciclovir Normon
200მგ ტაბლეტი №25
აციკლოვირი-დენკი 200
Aciclovir-Denk 200
200მგ ტაბლეტი #25
აცილოვირი დენკი
200მგ ტაბლეტი 25 ტაბლეტი №25
აციკი
Acic
5% კრემი 2გ
აციკლოვირი-დენკი 5% კრემი
Aciclovir-Denk 5% Cream
5გრ 5% კრემი ტუბში
ეფრივირალლაბიალე
EFRIVIRALLABIALE 5% Lipstick
1 (ერთი) ფანქარი 3 გ. აპლიკატორის ჩხირით
ზოვირაქსი
ZOVIRAX
3% 4.5გ თვალის მალამო ტუბი №1
ზოვირაქსი
ZOVIRAX
200მგ ტაბლეტი #25
ზოვირაქსი
ZOVIRAX
250მგ ფხვნილი ი.ვ.საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
100გ კრემი შეიცავს 5 გ აციკლოვირს.
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინის მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენის-30-სტეარატი, ცეტილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, დიმეტიკონი 350, პარაფინი, თეთრი ვაზელინი, გასუფთავებული წყალი.
ფორმა:
კრემი 5%
ფარმაკოლოგიური თვისებები
აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც პურინის ჯგუფის ნუკლეოზიდის სინთეზური ანალოგია. მისთვის დამახასიათებელია ადამიანის ჰერპესის ვირუსის ინჰიბირება in vitro da in vivo, Herpes simplex (HSV) 1 და 2 ტიპის ვირუსის ჩათვლით,Varicella zoster (VZV) ვირუსი, ეპშტეინ-ბარის (RBV) და ციტომეგალოვირუსი ვირუსი CMV). უჯრედულ კულტურაში აციკლოვირი HSV-1 ვირუსის მიმართ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული აქტივობით, ხოლო შემდგომი აქტივობით -HSV-2, VZV, EBV, და CMV ვირუსების მიმართ.
ჰერპესის ვირუსებზე (HSV-1 HSV-2, VZV, EBV, CMV) აციკლოვირის მოქმედება მაღალი ამორჩევითი თვისებებით ხასიათდება.
აციკლოვირი არ წარმოადგენს არაინფიცირებული უჯრედების ფერმენტ ტიმიდინკინაზის სუბსტრატს, რის გამოც იგი ნაკლებად ტოქსიურია მწერების უჯრედებისათვის.
HSV,VZV,EBV, და CMV ვირუსებით ინფიცირებული უჯრედების ტიმიდინკინაზა აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად-ნუკლეოზიდის ანალოგი, რომელიც შემდგომში უჯრედის ფერმენტების საშუალებით გარდაიქმნება დიფოსფატად და ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსული დნმ-ის ჯაჭვში და ჟაჭვის შემდგომი გაწყვეტა იწვევს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის ბლოკირებას.
მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში აციკლოვირით ხანგრძლივი და განმეორებითი მკურნალობა იწვევს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რის გამოც პრეპარატით მკურნალობის შემდგომი გაგრძელება არაეფექტურია.
აციკლოვირის მოქმედებით HSV ვირუსის შტამებზე in vitro იწვევს აგრეთვე რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.
in vitro დადგენილი არ არის კორელაცია აციკლოვირის მიმართ HSV ვირუსის მგრძნობიარე შტამებსა და პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობას შორის.
ჩვენებები
Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა, მათ შორის ტუჩის ჰერპესი.
მიღების წესი და დოზირება
კრემი დაიტანება დაუზიანებელ კანზე 5-ჯერ დღეღამეში 4სთ-იანი ინტერვალით.
ტუჩის ჰერპესის მკურნალობა გრძელდება არა უმცირეს 5 დღე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში-10 დღემდე.
გვერდითი მოვლენები
დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალე ქრება.
ადგილობრივი რეაქციები: კრემის ხანგრძლივად გამოყენებისას მისი წასმის ადგილზე შესაძლებელია კანის აქერცვლა, ცალკეულ შემთხვევებში- ლორწოვანი გარსის ლოკალური გაღიზიანება, წვის შეგრძნება და ტკივილი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილე:
აციკის კრემი განსაკუთრებით ეფექტურია ტუჩის ჰერპესის რეციდივის პროფილაქტიკისათვის. კრემის წასმა პირის, თვალის და გენიტალიუმის ლორწოვან გარსზე მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გაღიზიანების გამო რეკომენდებული არ არის.
კრემი შედგება სპეციალურად მომზადებული ფუძისაგან, რომლის განზავება ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მისი ფუძედ გამოყენება ნებადართული არ არის.
პრეპარატით მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. პრეპარატი მეტად ეფექტურია შეუცვლელი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულებს ენიშნებთ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შიდსის ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს პრეპარატისა და ზიდოვუდინის კომბინაციით, აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება
შენახვის პირობები
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 2-25oC ტემპერატურაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.