მონოგრაფია Nº 01044 ურეცეპტო
დრასტოპი
DRASTOP
200მგ/2მლ 2მლ ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მოქმედი ნივთიერება
- Chondroitin sulfate
- მწარმოებელი
- Rompharm Company, რუმინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chondroitin sulfate. ჯერ ყველაზე იაფი.
ნერმო
NERMO
200მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ნერმო
NERMO
100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ქონდროსტოპი®
CHONDROSTOP®
100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ხონდროქსიდი ®
CHONDROXID ®
5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: M01AX25
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორები.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ჰიალინურ ხრტილში მიმდინარე ცვლის პროცესებზე. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.
ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც დიდი რაოდენობითაა სხვადასხვა სახის შემაერთებელ ქსოვილში, განსაკუთრებით ხრტილოვან ქსოვილში (დამატებითი სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას ემსახურება). ხრტილოვან ქსოვილში გავლენას ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის კარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესებს. ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. სინოვიურ სითხეს უნარჩუნებს სიბლანტეს, აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის შეკუმშვას და სასახსრე ზედაპირებისათვის ერთგვარი საპოხის როლს ასრულებს; ანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ებზე. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ჰიალინურ ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის წარმოქმნას, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის სინთეზს; იცავს ჰიალურონს ფერმენტული დაშლისგან, მათ შორის ლიზოსომური ფერმენტების მიერ, რასაც შემაერთებელი ქსოვილის რღვევამდე მივყავართ.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანის შემდეგ ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი ადვილად შეიწოვება. ინექციის წარმოებიდან 30 წუთში მნიშვნელოვან კონცენტრაციებს აღწევს სისხლში. ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათში, შემდგომში თანდათან ქვეითდება 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი გროვდება ძირითადად სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიური გარსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს სახსრის ღრუში პრეპარატის შესაღწევად. ი/მ ინექციის წარმოებიდან 15 წუთში ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ შედის სასახსრე ხრტილში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათში.
ჩვენებები
ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა:
_ პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
_ მალთაშორისი ოსტეოართროზი და ოსტეოქონდროზი.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება ი/მ დოზით 1 მლ (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 100 მგ) დღე-გამოშვებით. კარგი ამტანობის შემთხვევაში მეოთხე ინექციიდან დოზას ზრდიან 2 მლ-მდე (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 200 მგ). მკურნალობის კურსი 25-30 ინექციაა. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება 6 თვიანი ინტერვალებით.
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ სისხლდენისადმი მიდრეკილება;
_ თრომბოფლებიტები.
გვერდითი მოვლენები
კანისა და მისი დანამატების მხრივ: იშვიათად - ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპება; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში - გულისრევა, ღებინება.
განსაკუთრებული მითითებები
არსებობს მონაცემები ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რა დროსაც აღინიშნა სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის გარკვეული დაქვეითება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დრასტოპი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების უქონლობის გამო.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში მონაცემები პრეპარატ დრასტოპის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიტიკების მოქმედების გაძლიერება, რაც ერთდროული გამოყენებისას მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლების უფრო ხშირ კონტროლს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება არ არის აღწერილი და ნაკლებ სავარაუდოა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულაში გასატეხი ზოლით. 5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ქონდროქსილი
CHONDROCSIL
ტაბლეტი #15
ართრა მსმ
Artra MSM
ტაბლეტი #60
აზიფლექსი ექსტრა
Aziflex
ტაბლეტი #60
ართრა მსმ ჰიალურონით
Artra msm Hyaluronic
ტაბლეტი #60
დერუა
Derua
კაფსულა #120
კოზამინ პლუსი
COSAMINE PLUS
250მგ+200მგ კაფსულა №100
სინოვიუმი
Synovium
სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი
ხონდრო - რიცი®
CHONDRO-RITZ®
კაფსულა #50
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.