8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00700 ურეცეპტო

ხონდრო - რიცი®

CHONDRO-RITZ®

კაფსულა #50

ხონდრო - რიცი®, კაფსულა #50
მოქმედი ნივთიერება
Chondroitin sulfate გლუკოზამინი (Glucosamine)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chondroitin sulfate + გლუკოზამინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C - 200 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის - 250 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას. ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
D-გლუკოზამინის სულფატი - ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

02

ჩვენებები

  • სახსრებისა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
  • პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • სპონდილოზი;
  • ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
  • მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).
03

მიღების წესი და დოზირება

ხონდრო-რიცის თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა სამჯერ) 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა ორჯერ) 1.5 - 2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ. ხონდრო-რიცის ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

04

გვერდითი მოვლენები

იშვიათად - ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

05

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

06

განსაკუთრებული მითითებები

კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

07

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

08

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

09

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

ბრძ. N 395/ო 18.07.2008

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

როტადონი, 1500მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, პაკეტი №20

როტადონი

ROTADON

1500მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, პაკეტი №20

გლუკოზამინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან33.18 ₾
ნერმო, 200მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნერმო

NERMO

200მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

Chondroitin sulfate ავერსი ფარმა, საქართველო
დან36.28 ₾
Best, 1.5გ პუდრა 20 პაკეტი №20

Best

1.5გ პუდრა 20 პაკეტი №20

გლუკოზამინი
დან38.46 ₾
ოსტედონი, 1500მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ოსტედონი

1500მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

გლუკოზამინი ვან ფარმა ინდუსტრიალ კომპანი, საბერძნეთი
დან53.51 ₾
ართრა მსმ, ტაბლეტი #60

ართრა მსმ

Artra MSM

ტაბლეტი #60

Chondroitin sulfate + ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + გლუკოზამინი Eagle Nutritionals, აშშ
დან142.05 ₾

დრასტოპი

DRASTOP

200მგ/2მლ 2მლ ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10

Chondroitin sulfate Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ნერმო, 100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნერმო

NERMO

100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

Chondroitin sulfate ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
სინოვიუმი, სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი

სინოვიუმი

Synovium

სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი

Chondroitin sulfate + hyaluronate sodium LCA PHARAMACEUTICAL, საფრანგეთი
ურეცეპტო
ქონდროსტოპი®, 100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ქონდროსტოპი®

CHONDROSTOP®

100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

Chondroitin sulfate BIOPOLUS, საქართველო
ურეცეპტო
ხონდროქსიდი ®, 5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ხონდროქსიდი ®

CHONDROXID ®

5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

Chondroitin sulfate შტადა, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.