მონოგრაფია Nº 03787 ურეცეპტო
დერუა
Derua
კაფსულა #120
- მოქმედი ნივთიერება
- Chondroitin sulfate გლუკოზამინი (Glucosamine)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chondroitin sulfate + გლუკოზამინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ქონდროქსილი
CHONDROCSIL
ტაბლეტი #15
აზიფლექსი ექსტრა
Aziflex
ტაბლეტი #60
ართრა მსმ ჰიალურონით
Artra msm Hyaluronic
ტაბლეტი #60
კოზამინ პლუსი
COSAMINE PLUS
250მგ+200მგ კაფსულა №100
ხონდრო - რიცი®
CHONDRO-RITZ®
კაფსულა #50
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C - 200 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის - 250 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატს დიდი პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას.
მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ "საპოხ" ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
D-გლუკოზამინის სულფატი _ ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
სისტემური გამოყენებისას გლუკოზამინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია სახსრის ხრტილში, ღვიძლში, თირკმელებში.
გლუკოზამინის ფრაქცია, რომელია არ მეტაბოლიზდება და არ უერთდება პლაზმის ცილებს, ორგანიზმიდან უპირატესად შარდით გამოიდევნება.
ჩვენებები
- სახსრებისა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
- პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
- ოსტეოქონდროზი;
- სპონდილოზი;
- ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
- მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მიღების წესი და დოზირება
დერუა Artro Formula-ს თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა სამჯერ) 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა ორჯერ) 1.5 - 2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.
დერუა Artro Formula-ს ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
120 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
როტადონი
ROTADON
1500მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, პაკეტი №20
ნერმო
NERMO
200მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
Best
1.5გ პუდრა 20 პაკეტი №20
ოსტედონი
1500მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
ართრა მსმ
Artra MSM
ტაბლეტი #60
დრასტოპი
DRASTOP
200მგ/2მლ 2მლ ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10
ნერმო
NERMO
100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
სინოვიუმი
Synovium
სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი
ქონდროსტოპი®
CHONDROSTOP®
100მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ხონდროქსიდი ®
CHONDROXID ®
5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.