8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05246 ურეცეპტო

ზუმ გელი

Zumm gel

1.25% 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

დან15.59 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ზუმ გელი, 1.25% 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (Dexketoprofen)
მწარმოებელი
World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დექსკეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

დექსალგინი® ინექტი, 2 მლ 25მგ/მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში #1 და #5

დექსალგინი® ინექტი

DEXALGIN INJECT

2 მლ 25მგ/მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში #1 და #5

დექსკეტოპროფენი MENARINI GROUP, იტალია
დან4.08 ₾
დენრეკი, 25მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

დენრეკი

25მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

დექსკეტოპროფენი
დან6.94 ₾
ზუმ 25, 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ზუმ 25

Zum 25

25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

დექსკეტოპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.94 ₾
აუქსილენი, 50მგ/2მლ (25მგ/მლ) 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №5

აუქსილენი

Auxilen

50მგ/2მლ (25მგ/მლ) 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №5

დექსკეტოპროფენი HBM PHARMA, სლოვაკეთი
დან11.01 ₾
დექსალგინი, 25 მგ ტაბლეტი #10

დექსალგინი

Dexalgin

25 მგ ტაბლეტი #10

დექსკეტოპროფენი MENARINI GROUP, იტალია
დან11.62 ₾
დექსტანოლი, 50მგ/2მლ 2მლ ი.ვ და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

დექსტანოლი

Dextanol

50მგ/2მლ 2მლ ი.ვ და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

დექსკეტოპროფენი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.50 ₾
დექსკეტოპროფენი ნორმონი, 25 მგ ტაბლეტი #20

დექსკეტოპროფენი ნორმონი

Dexketoprofen Normon

25 მგ ტაბლეტი #20

დექსკეტოპროფენი Normon, ესპანეთი
დან15.40 ₾
სერტოფენი, 25მგ ტაბლეტი №20

სერტოფენი

25მგ ტაბლეტი №20

დექსკეტოპროფენი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.40 ₾
დესფაროლი, 1.25% (12.5მგ/გ) 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

დესფაროლი

Desfarol

1.25% (12.5მგ/გ) 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

დექსკეტოპროფენი Ornado Medicine, იტალია
დან15.59 ₾
თიოკასი მონო, გელი 12.5მგ/გ 60გ

თიოკასი მონო

Tiyokas Mono

გელი 12.5მგ/გ 60გ

დექსკეტოპროფენი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან15.59 ₾
სერტოფენი, 1.25% გელი ტუბი №1 60გრ

სერტოფენი

1.25% გელი ტუბი №1 60გრ

დექსკეტოპროფენი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.59 ₾
დექსკეტოპროფენი ნორმონი, 25მგ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20

დექსკეტოპროფენი ნორმონი

Dexketoprofen Normon

25მგ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20

დექსკეტოპროფენი Normon, ესპანეთი
დან15.75 ₾
დენრეკი, 50მგ ხსნარი 5 ამპულა №5 2 მლ

დენრეკი

50მგ ხსნარი 5 ამპულა №5 2 მლ

დექსკეტოპროფენი
დან15.86 ₾
დექსაპეინი ი/მ ი/ვ, 25მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 2მლ

დექსაპეინი ი/მ ი/ვ

25მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 2მლ

დექსკეტოპროფენი ბალკან ფარმაცევტიკალს, მოლდოვა
დან15.86 ₾
ზუმ 25, 50მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)

ზუმ 25

Zum 25

50მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)

დექსკეტოპროფენი Rompharm İlaC San. ve Tic, თურქეთი
დან15.86 ₾
სერტოფენი ი/ვ ი/მ, 25მგ/1მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №5 2მლ

სერტოფენი ი/ვ ი/მ

25მგ/1მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №5 2მლ

დექსკეტოპროფენი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან15.86 ₾
დექსალგინი, 25მგ გრანულა პაკეტი №20

დექსალგინი

25მგ გრანულა პაკეტი №20

დექსკეტოპროფენი ლაბ. მენარინი, ესპანეთი
დან18.94 ₾
დექსალგინი საშეტი, 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20

დექსალგინი საშეტი

Dexalgin® sachet

25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20

დექსკეტოპროფენი Laboratorios Menarini, ესპანეთი
დან23.89 ₾
დესფაროლი, 50მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ქარვისფერი მინის ამპულა №6

დესფაროლი

Desfarol

50მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ქარვისფერი მინის ამპულა №6

დექსკეტოპროფენი DEVA Holding, თურქეთი
Rx · რეცეპტით
დექსკეტოპროფენი ნორმონი, 50მგ/2მლ 2მლ ნელი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ან კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №6

დექსკეტოპროფენი ნორმონი

dexketoprofen Normon

50მგ/2მლ 2მლ ნელი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ან კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №6

დექსკეტოპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
ზუმ 25, 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

ზუმ 25

Zumm 25

25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

დექსკეტოპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსკეტოპროფენი

სამკურნალო ფორმა

გელი 1,25% 60 გ.

აღწერილობა: გაუმჭვირვალე, ერთგვაროვანი გელი.

02

შემადგენლობა

გელის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი 18.45 მგ (რომელიც ექვივალენტურია 12,5 მგ დექსკეტოპროფენის).

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი ჰომოპოლიმერი, ეთანოლი 96%, ლავანდის ზეთი, მენთოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M02AA27

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ძვალ –კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის, ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.

მოქმედების მექანიზმი

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზუმ გელი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს), პროპიონის მჟავას წარმოებული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც ასრულებენ ძირითად ფუნქციას ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში.

05

ფარმაკოკინეტიკა

გელის სახით ადგილობრივი გამოყენებისას, პრეპარატი ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 5%-ს, რაც განაპირობებს ზემოქმედების ადგილობრივ ხასიათს და სისტემური ეფექტების არარსებობას.

გელის ადგილობრივი გამოყენებისას, დექსკეტოპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 4 საათის შემდეგ. პრეპარატი სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან 24 საათის შემდეგ.

დადგინდა, რომ პრეპარატის თერაპიული დონე სინოვიალურ სითხეში დექსკეტოპროფენის 1,25% გელის გამოყენების შემდეგ ექვივალენტურია ან მეტია კეტოპროფენის 2,5% გელის გამოყენების შემდეგ მიღებულ დონეზე.

06

ჩვენებები

მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები (მათ შორის, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილოართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი);

რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი და ა.შ.);

რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვის, ნაღრძობის, დაჟეჟილობის შედეგად და ა.შ.).

07

მიღების წესი და დოზირება

ზუმ გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გამოსაყენებელი პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია ანთებითი პროცესის და ტკივილის სინდრომის გამოხატულებაზე.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ზუმ გელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 გ-ს, რაც შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ-ს. გელი დაიტანება კანის დაუზიანებელ ნაწილზე და უნდა შეიზილოს სრულ გაწოვამდე. არ არის ნებადართული პრეპარატის წასმა ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

ზუმ გელის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.

08

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ანამნეზში ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ურტიკარია ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელთა განვითარება დაკავშირებული იყო მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე ნივთიერებების გამოყენებასთან (აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასპ);

კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

09

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მითითებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით: იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათი – დერმატიტი (სიწითლე, ქავილი, კანის შეშუპება); სიხშირე უცნობია – ფოტოსენსიბილიზაცია.

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი).

უსაფრთხოების ზომები

ზუმ გელი დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, ღია ჭრილობაზე მისი წასმა არ უნდა მოხდეს. საჭიროა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის ფართო უბნებზე. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე. მკურნალობის დროს და მკურნალობიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჭიროა თავის არიდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან და სოლარიუმში ვიზიტისაგან.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მზის დამცავი საცხების, ფენოფიბრატის და ქიმიურ სტრუქტურაში ბენზოფენონის შემცველი სხვა პრეპარატების პარალელური გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი რეაქციები.

ზუმ გელი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

10

განსაკუთრებული მითითებები

ზუმ გელი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე ან პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

11

ორსულობა და ლაქტაცია

დექსკეტოპროფენის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

ზუმ გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ზუმ გელის დაბალი აბსორბციის გამო, რთულია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მისი ურთიერთზემოქმედების შეფასება.

13

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან დექსკეტოპროფენის სისტემური აბსორბცია, მისი გარეგანი გამოყენების დროს, ძალიან დაბალია.

14

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C–ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

15

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

60გ გელი ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.