მონოგრაფია Nº 03792 ურეცეპტო
დესფაროლი
Desfarol
1.25% (12.5მგ/გ) 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დან15.59 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- დექსკეტოპროფენი (Dexketoprofen)
- მწარმოებელი
- Ornado Medicine, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ორნადო მედიცინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
დესფაროლი გელი 1.25% 60გრ #1
ყიდვა ↗15.59 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დესფაროლი გელი 1.25% 60გრ #1
ყიდვა ↗15.59 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
დესფაროლი - Desfarol გელი 1.25% 60გ
ყიდვა ↗15.59 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დექსკეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
დექსალგინი® ინექტი
DEXALGIN INJECT
2 მლ 25მგ/მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში #1 და #5
დენრეკი
25მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ზუმ 25
Zum 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
აუქსილენი
Auxilen
50მგ/2მლ (25მგ/მლ) 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
დექსალგინი
Dexalgin
25 მგ ტაბლეტი #10
დექსტანოლი
Dextanol
50მგ/2მლ 2მლ ი.ვ და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
დექსკეტოპროფენი ნორმონი
Dexketoprofen Normon
25 მგ ტაბლეტი #20
სერტოფენი
25მგ ტაბლეტი №20
ზუმ გელი
Zumm gel
1.25% 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
თიოკასი მონო
Tiyokas Mono
გელი 12.5მგ/გ 60გ
სერტოფენი
1.25% გელი ტუბი №1 60გრ
დექსკეტოპროფენი ნორმონი
Dexketoprofen Normon
25მგ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
დენრეკი
50მგ ხსნარი 5 ამპულა №5 2 მლ
დექსაპეინი ი/მ ი/ვ
25მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 2მლ
ზუმ 25
Zum 25
50მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
სერტოფენი ი/ვ ი/მ
25მგ/1მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №5 2მლ
დექსალგინი
25მგ გრანულა პაკეტი №20
დექსალგინი საშეტი
Dexalgin® sachet
25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
დესფაროლი
Desfarol
50მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ქარვისფერი მინის ამპულა №6
დექსკეტოპროფენი ნორმონი
dexketoprofen Normon
50მგ/2მლ 2მლ ნელი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ან კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №6
ზუმ 25
Zumm 25
25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
გარეგანი გამოყენებისთვის.
აქტიური სუბსტანცია: 1გ გელი შეიცავს 12.5მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურ 18.5მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი 980, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი (PEG 400), ეთილის სპირტი (96 %), 18% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, ლავანდის არომატი, დეიონიზირებული წყალი.
1. რა არის დესფაროლიდა რისთვის გამოიყენება იგი
დესფაროლიარის ტკივილგამაყუჩებელი აგენტი მედიკამენტების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ).
დეფსაროლი გამოიყენება ტკივილის და ანტების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმიტ ან სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების დეგენერაციული დაზიანებით.
დესფაროლი ეფექტურად მოქმედებს იმ ნივთიერებების შემცირებაზე და პრევენციაზე რაც იწვევს სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილს. გელის ადგილობრივად დატანისას მცირდება ტკივილი და შეშუპება აპლიკაციის ადგილზე.
დესფაროლი გელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს და წარმოდგენილია პოლიეთილენის (მსპე) თავსახურის მქონე, ალუმინის ტუბით, რომელიც შეიცავს 60გ გელს.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ დესფაროლი თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ან დესფაროლის სხვა კომპონენტების მიმართ;
გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების მიმართ;
გაქვთ ასთმა ან გაწუხებთ ასთმური შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ანთება ცხვირის ღრუში), ცხვირის პოლიპი (ალერგიით გამოწვეული შეშუპება ცხვირში), ურტიკარია (გამონაყარი კანზე), ანგიოედემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხიხინი გულმკერდის არეში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.
ხართ მეძუძური ან ორსული მესამე ტრიმესტრში.
გელის დატანა არ შეიძლება ღია ჭრილობაზე ან მუდმივად დაზიანებულ კანზე.
გელის დატანა არ შეიძლება ლორწოვან, ანალურ ან გენიტალურ ადგილზე.
დესფაროლისწასმის შემდეგ არ შეიძლება მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა ან ოკლუზიური სახვევის გაკეთება.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დესფაროლის გამოყენებისას:
· ხანგრძლივი პერიოდით ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა ან ადგილობრივი გაღიზიანება.
· მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ულტრაიისფერ სხივებს და სოლარიუმს, რათა არ გამოიწვიოთ შესაძლო მსუბუქი გაღიზიანება ან ჰიპერმგრძნობელობა.
· მიუხედავად იმისა რომ გელის სისტემური მოქმედება მცირეა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
· დესფაროლის დატანის შემდეგ კანის რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა.
გთხოვთ, მიმართეთ ექიმს თუ ასეთ მოვლენებს ადგილი ჰქონდა წარსულში.
დესფაროლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
გელის ტანზე დატანისას, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დესფაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
დესფაროლი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ შესაძლო ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მაშინ დესფაროლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, კონსულტაციის მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დესფაროლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. დესფაროლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დესფაროლის გამოყენებისას ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე რაიმე უარყოფითი გავლენა არ გამოვლენილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესფაროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დესფაროლი შეიცავს პროპილენგლიკოლს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქცია.
სხვა მედიკამენტების მიღება
იმის გამო, რომ სისტემურ ცირკულაციას გაივლის დექსკეტოპროფენის ძალიან მცირე რაოდენობა, წამალთშორისი და სხვა სუბსტანციებთან ურთიერთქმედება ძალიან იშვიათია და თითქმის არ შეინიშნება .
მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად, რადგანაც
გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემის ჩათვლით.
3. როგორ გამოვიყენოთ დესფაროლი
სათანადო გამოყენების და დოზირების ინსტრუქცია/გამოყენების სიხშირე
მისი დატანა შეიძლება მტკივნეულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
გამოიყენეთ რეკომენდებული დოზები თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
მიღების გზა და მეთოდი
დესფაროლი გამოიყენება გარეგანად.
გელის შეზელვა ხდება ნაზად, რათა მოხდეს მისი სრული შეწოვა.
დესფაროლის გამოიყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
რადგანაც არ არსებობს 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩვენებები და დოზირება, ეს სამკურნალო საშუალება ამ ასკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო
გამოყენება სპეციალურ მდგომარეობებში:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
მიუხედავად იმისა რომ გელის სისტემური მოქმედება მცირეა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ დესფაროლის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იყენებთ უფრო მეტ დესფაროლ ვიდრე საჭიროა
არ გამოიყენოთ 7.5გ-ზე მეტი (გელი დაახლოებით 14სმ) დესფაროლი. შემთხვევით პერორალურად მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას.
თუ თქვენ იყენებთ დესფაროლის საჭიროზე მეტ დოზას, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესფაროლის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შესავსებად.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება თავი იჩინოს დესფაროლში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (სულ მცირე 10,000-დან 1 პაციენტში; მაქსიმუმი 1,000-დან 1 პაციენტში)
დერმატიტი (კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, შეშუპება, სისველე, ქერქით დაფარვა, აქერცლვა).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეინიშნება 10,000-დან სულ მცირე 1 პაციენტში)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება).
უცნობი გვერდითი მოვლენები
ფოტომგრძნობელობის (მგრძნობელობა სინათლის მიმართ) რეაქციები (კანზე ბუშტუკები და სიწითლე).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენები ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მოგვაწოდოთ Turkey Pharmacovigilance Centre (TUFAM)-ში შემდეგზე დაკლიკებით “Side Effect Reporting for Medications” www.titck.gov.tr ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე +90 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ფურცელ-ჩანართში არ არის მოცემული.
5. როგორ შევინახოთ დესფაროლი
დესფაროლი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დესფაროლი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250 C.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დესფაროლი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ დესფაროლი თუ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე აღმოაჩენთ რაიმე დეფექტს.
არანაირი მედიკამენტი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, სათანადოდ როგორ განკარგოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.