8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03247 Rx · რეცეპტით

ზინერიტი

ZINERYT®

ფხვნილი გარეგანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი და 30მლ გამხსნელი აპლიკატორით #1

ზინერიტი, ფხვნილი გარეგანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი და 30მლ გამხსნელი აპლიკატორით #1
მოქმედი ნივთიერება
ერითრომიცინი (Erythromycin) Zinc acetate
მწარმოებელი
Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რეტინოიდები
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, გამხსნელთან და აპლიკატორთან კომპლექტში.

შეფუთვაში იმყოფება ორი ფლაკონი, რომელთგან ერთი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს ფხვნილის სახით, ხოლო მეორე დამხმარე ნივთიერებებს ხსნარის სახით. შერევამდე ფლაკონის შიგთავსებს აქვს შემდეგი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები (პირველი ფლაკონი)

| ნომინალური რაოდენობა (მგ/30მლ) | * რაოდენობა 3,355%ის გათვალისწინებით | ** რაოდენობა 5%ის გათვალისწინებით

ერითრომიცინი 100% (ევრ.ფარმ.) | 1200 | 1240 | 1302

თუთიის აცეტატის მიკრონიზირებული დიჰიდრატი (ევრ.ფარმ.) | 360,0 | 372,0 | 389,4

დამხმარე კომპონენტები (მეორე ფლაკონი)
ნომინალური რაოდენობა (გ/30მლ)
დიიზოპროპილის სებაკატი (მონოგრაფია) 7,81 (8,36მლ)
ეთანოლი (ევრ. ფარმ.) 17,1 (21,6მლ)
მომზადებული პრეპარატის 1მლ-ს აქვს შემდეგი შემადგენლობა
ერითრომიცინი 100% 40მგ
თუთიის აცეტატის მიკრონიზირებული დიჰიდრატი 12მგ
დიიზოპროპილის სებაკატი 0,25გ
ეთანოლი 0,55გ

*აქტიური კომპონენტების - ერითრომიცინის და თუთიის აცეტატის დიჰიდრატის რაოდენობა პრეპარატის მომზადებისას, რომლის ნომინალური მოცულობა იზრდება აქტიური კომპონენტების გამხსნელთან შერევის შემდეგ (ფხვნილის ყოველი 100მგ ექვივალენტურია 0,79მლ-ის) მათი კონცენტრაციების საკომპენსაციოდ.
**აქტიური კომპონენტების - ერითრომიცინის და თუთიის აცეტატის დიჰიდრატის რაოდენობის დამატებით გაზრდა 5%-მდე, დაკავშირებულია, შენახვისას მზა პროდუქტში განცხადებული კონცენტრაციების შენარჩუნებასთან

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
ზინერიტი - ერითრომიცინ-თუთიის კომპლექსია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება.
ერითრომიცინი ბაქტერიოსტატულად მოქმედებს მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ფერიმჭამელებს იწვევენ: Propionibacterium acne და Streptococcus epidermidis. თუთია ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამომუშავებას, ავლენს შემახორცებელ მოქმედებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის კომპონენტების კომპლექსური მოქმედება უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების კანში კარგ შეღწევადობას.
თუთია ძირითადად უკავშირდება ფოლიკულურ ეპითელიუმს და არ რეაბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ერითრომიცინის უნმიშვნელო რაოდენობა ექვემდებარება სისტემურ განაწილებას და შემგომში გამოიყოფა ორგანიზმიდან.

04

ჩვენებები

ფერიმჭამელების მკურნალობა.

05

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენებისათვის. აპლიკატორის დახმარებით ზინერიტი თხელი ფენის სახით იდება კანის დაზიანებულ ადგიზე, დღეში 2-ჯერ: დილას (მაკიაჟის გაკეთებამდე) და საღამოს (დაბანის შემდეგ). პრეპარატი იდება მზა ხსნარის შემცველი ფლაკონის ძირს დახრით და მსუბუქი ზეწოლით. ხსნარის დადების სიჩქარე რეგულირდება აპლიკატოტის კანზე ზეწოლის ძალით. პრეპარატის ერთჯერადი დოზაა 0,5მლ. გაშრობის შემდეგ ხსნარი ხდება შეუმჩნეველი.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 10-12 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში კლინიკური გაუმჯობესება შეიმჩნევა უკვე 2 კვირის შემდეგ.

06

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან შეიძლება ადგილი ჰქონდეს წვის შეგრძნებას, გაღიზიანებას, პრეპარატის დადების ადგილზე კანის საფარველების სიმშრალეს (როგორც წესი ეს მოვლენები სუსტად გამოხატულია და არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას ან/და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას).

07

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ერითრომიცინზე და სხვა მაკროლიდებზე;
  • ჰიპერმგრძნობელობა თუთიაზე.
08

ორსულობა და ლაქტაცია

დღეისათვის დადგენილია, რომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში ჩვენებით და რეკომენდებული დოზებით ნებადართულია. ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

09

განსაკუთრებული მითითებები

საჭიროა სხვა მაკროლიდებზე (ლინკომიცინი, კლინდამიცინი) ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება. საჭიროა პრეპარატის თვალში, პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსებზე მოხვედრისგან თავის დაცვა (შესაძლებელია გაღიზიანება ან დამწვრობა).

10

ჭარბი დოზირება

შემთხვევითი ჭარბი დოზირება პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების გამო ნაკლებად შესაძლებელია.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დღეისათვის ზინერიტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

12

შენახვის პირობები

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე. მომზადების შემდეგ ხსნარი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე არაუმეტეს 5 კვირა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ერითრომიცინი, 500მგ ტაბლეტი №20

ერითრომიცინი

500მგ ტაბლეტი №20

ერითრომიცინი მაგბრო, ინდოეთი
დან5.95 ₾
აკნეტი, გელი ტუბი №1 30გრ

აკნეტი

გელი ტუბი №1 30გრ

ერითრომიცინი + იზოტრეტინოინი ვემ ილაჩ სანაი, თურქეთი
დან14.49 ₾
ერითრომიცინი, 200მგ ტაბლეტი №16

ერითრომიცინი

ERYTHROMYCIN

200მგ ტაბლეტი №16

ერითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან15.58 ₾
კალზიდანი K2, კაფსულა N30

კალზიდანი K2

Calzidan K2

კაფსულა N30

Calcium phosphate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Vitamin K2 + Zinc acetate Solepharma, ლატვია
დან26.00 ₾
ერითრომიცინი, 250მგ ტაბლეტი #20

ერითრომიცინი

ERYTHROMYCIN

250მგ ტაბლეტი #20

ერითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ერითრომიცინი

Erythromycin

250მგ ტაბლეტი №1000

ერითრომიცინი Medopharm, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ერითრომიცინი, 10 000 ერთ. მალამო 15გGFტუბში

ერითრომიცინი

Erythromycin

10 000 ერთ. მალამო 15გGFტუბში

ერითრომიცინი შტადა, გერმანია
Rx · რეცეპტით

ერითრომიცინი-EM

ERYTHROMYCIN - EM

10 000 სე 10გ თვალის მალამო ალუმინის ტუბში

ერითრომიცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
უთროცინი - 250, 250 მგ ტაბლეტი №100

უთროცინი - 250

Uthrocin-250

250 მგ ტაბლეტი №100

ერითრომიცინი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
უთროცინი - 500, 500 მგ ტაბლეტი №100

უთროცინი - 500

Uthrocin-500

500 მგ ტაბლეტი №100

ერითრომიცინი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.