8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01166 Rx · რეცეპტით

ერითრომიცინი

ERYTHROMYCIN

200მგ ტაბლეტი №16

დან15.58 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ერითრომიცინი, 200მგ ტაბლეტი №16
მოქმედი ნივთიერება
ერითრომიცინი (Erythromycin)
მწარმოებელი
პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდები
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

0.2გ · 0.2გრ · №16

  • ავერსი

    ერითრომიცინი 0.2გ #16ტ

    1.15 ₾ / ც. × 16

200მგ · №16

  • PSP ყველაზე იაფი

    ერითრომიცინი TZF - Erythromycin TZF 200მგ 16 ტაბლეტი

    0.97 ₾ / ც. × 16

    15.58 ₾

    18.40 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    ერითრომიცინი ტაბლეტი 200მგ #16

    0.98 ₾ / ც. × 16

    15.64 ₾

    18.40 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    ერითრომიცინი ტაბლეტი 200მგ #16

    0.98 ₾ / ც. × 16

    15.64 ₾

    18.40 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ერითრომიცინი - ERYTHROMYCIN 200მგ 16 ტაბლეტი

    1.15 ₾ / ც. × 16

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ერითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბ.
ერითრომიცინი. . . . . . . . . . . . 200 მგ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ერითრომიცინი არღვევს ბაქტერიული უჯრედის რიბოსომების დონეზე ცილების სინთეზს. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus spp, მათ შორის S. Pneumoniae, Clostridium spp., Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae და ზოგიერთი გრამუარყოფითი (Neisseria gonorrhoeae, Haemophillus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp., Mycoplasma spp., Chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp.) ბაქტერიები. ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, მათ შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე Shigella spp., Salmonella spp.

03

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აქტიურად აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.

04

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. მათ შორის: დიფტერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონელოზი, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.
პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.

05

მიღების წესი და დოზირება

ერითრომიცინი ენიშნებათ პერორალურად მისაღებად.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადებების დროს - 0.5 გ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლო სადღეღამისო -4 გ.
ბავშვებს ენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონაზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღეღამეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღეღამეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღეღამეში) ერთხელ.

სხეულის წონა | სადღეღამისო დოზა

10 კგ-ზე ნაკლები | 30-50 მგ/კგ (15-25 მგ/კგ 2-ჯერ დღეში)

10-15კგ | 200 მგ (1ტაბ. 100 მგ 2-ჯერ დღეში)

16-25კგ | 400 მგ (1 ტაბ. 100 მგ 4-ჯერ დღეში)

25-50კგ | 800 მგ

51-100კგ | 1200 მგ

100კგ-ზე მეტი | 1600 მგ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.

06

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • ანამნეზში - სიყვითლე.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

09

განსაკუთრებული მითითებები

ერითრომიცინით მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების - მაკროლიდების მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.
ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად ნებადართული არ არის.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას. ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.
ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი. ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.
ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.